მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯორჯ და ამალ ქლუნებს ტყუპები გაუჩნდათ
ჯორჯ და ამალ ქლუნებს ტყუპები გაუჩნდათ

"ოს­კა­რო­სან" მსა­ხი­ობს ჯორჯ ქლუ­ნის და მის მე­უღ­ლე ამალს ტყუ­პე­ბი შე­ე­ძი­ნათ.

"დღეს დი­ლით ამალს და ჯორჯს ტყუ­პე­ბი, ელა და ალექ­სან­დერ ქლუ­ნე­ბი გა­უჩ­ნდათ. ელა, ალექ­სან­დე­რი და ამა­ლი ჯან­მრთე­ლად არი­ან. ჯორჯს და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი გა­უ­კე­თეს და მალე მოვა გონს" - ხუმ­რო­ბით დას­ძი­ნა წყვი­ლის მე­გო­ბარ­მა სა­უბ­რი­სას. რო­გორც ჯორ­ჯის­თვის, ისე ამა­ლის­თვის ეს პირ­ვე­ლი შვი­ლე­ბი არი­ან.

56 წლის მსა­ხი­ო­ბი ხუმ­რობს, რომ სულ ელო­დე­ბო­და გვი­ან ასაკ­ში ოჯა­ხის შექ­მნას.

"ძა­ლი­ან მომ­წონს, რომ ჩემი ასა­კის მე­გობ­რე­ბი ყვე­ლა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან და შვი­ლე­ბიც ყავთ. მათი ბავ­შვე­ბი გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან და ზოგი კო­ლე­ჯშია და ჩემ­ზე ეცი­ნე­ბათ. ამას­წი­ნათ სა­ვახ­შმოდ წა­ვე­დით, რვა მე­გო­ბა­რი, მათი შვი­ლე­ბი ყვე­ლა კო­ლე­ჯში იყ­ვნენ, ვის­ხე­დით და ყვე­ლა ძა­ლი­ან მი­ჭერ­და მხარს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, მო­გე­წო­ნე­ბა მა­მო­ბაო, მერე უცებ ყვე­ლა გა­ჩუმ­და და ბავ­შვის ტი­რი­ლის ხმე­ბის გა­მო­ცე­მა და­ი­წყეს და მთე­ლი მა­გი­და იცი­ნო­და. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ნამ­დვი­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს მსა­ხი­ო­ბი.

ჯორ­ჯი და ამა­ლი 2014 წელს იტა­ლი­ა­ში, ვე­ნე­ცი­ა­ში და­ქორ­წინ­დნენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია edition.cnn.com-ს მი­ხედ­ვით

ჯორჯ და ამალ ქლუნებს ტყუპები გაუჩნდათ

ჯორჯ და ამალ ქლუნებს ტყუპები გაუჩნდათ

"ოსკაროსან" მსახიობს ჯორჯ ქლუნის და მის მეუღლე ამალს ტყუპები შეეძინათ.

"დღეს დილით ამალს და ჯორჯს ტყუპები, ელა და ალექსანდერ ქლუნები გაუჩნდათ. ელა, ალექსანდერი და ამალი ჯანმრთელად არიან. ჯორჯს დამამშვიდებლები გაუკეთეს და მალე მოვა გონს" - ხუმრობით დასძინა წყვილის მეგობარმა საუბრისას. როგორც ჯორჯისთვის, ისე ამალისთვის ეს პირველი შვილები არიან.

56 წლის მსახიობი ხუმრობს, რომ სულ ელოდებოდა გვიან ასაკში ოჯახის შექმნას.

"ძალიან მომწონს, რომ ჩემი ასაკის მეგობრები ყველანი დაოჯახებულები არიან და შვილებიც ყავთ. მათი ბავშვები გაზრდილები არიან და ზოგი კოლეჯშია და ჩემზე ეცინებათ. ამასწინათ სავახშმოდ წავედით, რვა მეგობარი, მათი შვილები ყველა კოლეჯში იყვნენ, ვისხედით და ყველა ძალიან მიჭერდა მხარს, ყველაფერი კარგად იქნება, მოგეწონება მამობაო, მერე უცებ ყველა გაჩუმდა და ბავშვის ტირილის ხმების გამოცემა დაიწყეს და მთელი მაგიდა იცინოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, ნამდვილი თავგადასავალი იქნება" - აღნიშნავს მსახიობი.

ჯორჯი და ამალი 2014 წელს იტალიაში, ვენეციაში დაქორწინდნენ.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება