ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების თანახმად, ორივე ბრალდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
კერძოდ, "როსტოს" რეალური სასჯელის ვადად სამი წელი განესაზღვრა. აგრეთვე მას 40 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა და 4-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს.
რაც შეეხება ლაშა კურტანიძეს, მას რეალური სასჯელის ვადად ერთი წელი განესაზღვრა. დამატებით კი მასაც 40 ათას ლარიანი ჯარიმა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა. ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან როსტოშვილს - 8 წლით, მსახიობ ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.