მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიპოვე დაკარგული "ცივი ბედნიერება"
როგორ ვიპოვე დაკარგული "ცივი ბედნიერება"

გი­ნა­ხავთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ნა­ყი­ნი არ უყ­ვარს? ის ხომ ყვე­ლას უყ­ვარს, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, სქე­სი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა.

მაგ­რამ მგო­ნია, რომ ნა­ყი­ნი ჩემ­სა­ვით მა­ინც არა­ვის უყ­ვარს...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ი­სათ­ვის ნა­ყი­ნის ალ­ბათ მი­ლი­ო­ნი სა­ხე­ო­ბა მა­ინც არ­სე­ბობს და ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე იყი­დე­ბა, ვე­რაფ­რით და­ვი­ვი­წყე ჩემი ბავ­შვო­ბის ნა­ყი­ნის გემო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს მერ­ჩივ­ნა. შვი­დი წლის ასაკ­ში, გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ას მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით დავ­თან­ხმდი, რომ ბევ­რი ნა­ყი­ნის ჭამა შემ­ძლე­ბო­და...

გუ­შინ­დე­ლი დღე­სა­ვით მახ­სოვს ზა­ფხუ­ლი... დი­ლი­დან ყუ­რებ­დაც­ქვე­ტი­ლი რო­გორ ვე­ლო­დით "ნა­ყი­ნის კაცს", რო­მე­ლიც მხარ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი ყუ­თით და­დი­ო­და ეზო-ეზო და ხრინ­წი­ა­ნი ხმით გა­ი­ძა­ხო­და: - "აბა მა­რო­ჟ­ნი­ი­ი­ეე... სტა­კან­ჩი­კი მა­რო­ჟ­ნი­იი..."

იმა­ვე წამს ახ­მა­ურ­დე­ბო­და და გა­მო­ცო­ცხლდე­ბო­და ეზოც. უფ­რო­სე­ბი ფან­ჯრე­ბი­დან ეძახ­დნენ: - "მა­რო­ჟ­ნი, მა­რო­ჟ­ნიი..." ბავ­შვე­ბი კი თავ­პი­რის­მტვრე­ვით ჩარ­ბოდ­ნენ ეზო­ში, რომ "ცივი ბედ­ნი­ე­რე­ბა" ეყი­დათ... ვი­საც კი­ბე­ზე ჩას­ვლა ეზა­რე­ბო­და, თოკ­ზე გა­მობ­მულ დაწ­ნულ კა­ლათს ჩა­უშ­ვებ­და აივ­ნი­დან. ყვე­ლა "ნა­ყი­ნის კაცს" და­ე­სე­ო­და და ყუ­თის გახ­სნა­საც აღარ აც­დიდ­ნენ...

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და მუშ­თა­ი­დის ბა­ღის ცნო­ბი­ლი სა­ნა­ყი­ნე... ღია კა­ფე­ში, რკი­ნის პა­ტა­რა ფი­ა­ლე­ბით რომ მოჰ­ქონ­დათ, სამი ცალი უგემ­რი­ე­ლე­სი თეთ­რი ბურ­თუ­ლა - რძის გე­მო­თი, რო­მელ­საც ზე­მო­დან წვრი­ლად გა­ხე­ხი­ლი შო­კო­ლა­დი ჰქონ­და მოყ­რი­ლი...

"გას­ტრო­ნომ­ში" ნა­ყი­დი წო­ნის ნა­ყი­ნიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და... თეთრხა­ლა­თი­ა­ნი გამ­ყიდ­ვე­ლი და­ნით რომ ჩა­მო­გიჭ­რი­და და ძვე­ლე­ბურ, გი­რე­ბი­ან სას­წორ­ზე წო­ნი­და... დღემ­დე იმ გე­მოს ძებ­ნა­ში ვარ, რო­მე­ლიც ვერა და ვერ და­ვი­ვი­წყე.

ალ­ბათ იცით, რომ მო­გო­ნე­ბებს ყვე­ლა­ზე კარ­გად - სუნი აღ­ვი­ძებს. ეს ინ­დი­ე­ლებ­მაც კარ­გად იცოდ­ნენ და სა­გულ­და­გუ­ლოდ ინა­ხავ­დნენ ისეთ ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც სუ­ნით იმ კონ­კრე­ტულ ად­გილს ან მოვ­ლე­ნას გა­ახ­სე­ნებ­დათ, რომ­ლის და­მახ­სოვ­რე­ბა სურ­დათ. ჩემი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი ასე ცხა­დად მეც სწო­რედ ნაც­ნობ­მა სურ­ნელ­მა გა­მიღ­ვი­ძა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ქუ­ჩა­ში ვიგ­რძე­ნი...

ეს ცოტა ხნის წინ, თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში მოხ­და, რო­დე­საც "ნი­კო­რას" სა­თაო ოფი­სი­დან გა­მო­ვე­დი. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და "ნი­კო­რას" სტა­ტი­ის და­სა­წე­რად ვეს­ტუმ­რე. გა­ზა­ფხუ­ლის თბი­ლი და მზი­ა­ნი ამინ­დი იყო. გა­დაბ­მუ­ლი და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი წვი­მი­ა­ნი დღე­ე­ბის მერე, მზის და­ნახ­ვა ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა. ამინ­დიც ისე­თი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით რომ გან­დო­მებს ბავ­შვო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას, ყვე­ლა პრობ­ლე­მის და­ვი­წყე­ბას და ცივი ტკბი­ლე­უ­ლით პი­რის ჩატ­კბა­რუ­ნე­ბას.

მარ­ტო არ ვი­ყა­ვი. თან მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მახ­ლდა გა­სა­ცი­ლებ­ლად. მას­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა რომ და­ვა­პი­რე, უცებ თბილ­მა ნი­ავ­მა წა­მო­უქ­რო­ლა და სა­ო­ცა­რი, რძის და ვა­ნი­ლის სა­სი­ა­მოვ­ნო, ჩემ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი სურ­ნე­ლი მო­ი­ტა­ნა...

ად­გილ­ზე გავ­შეშ­დი და ჰა­ე­რი ღრმად ჩა­ვი­სუნ­თქე. თვა­ლე­ბი თა­ვი­სით და­მე­ხუ­ჭა და მო­გო­ნე­ბებ­ში ჩა­ვი­ძი­რე. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბე­ბი­ას "სახ­ლის ნა­ყი­ნიც" კი გა­მახ­სენ­და, რო­მელ­საც თა­ვი­სი ხე­ლით ამ­ზა­დებ­და, რკი­ნის მართკუ­თხა სა­ნა­ყი­ნე ჭურ­ჭელ­ში ას­ხამ­და და სა­ყი­ნუ­ლე­ში დებ­და. მე კი ბო­ლომ­დე გა­ცი­ე­ბას არ ვაც­ლი­დი, ვი­პა­რავ­დი და ვჭამ­დი.

მგო­ნი და­მა­ვი­წყდა კი­დეც, რომ მარ­ტო არ ვი­ყა­ვი. "ნი­კო­რას" წარ­მო­მად­გე­ნელს ჩემი ემო­ცი­ე­ბი არ გა­მოჰ­პარ­ვია, სი­ცი­ლით მი­თხრა: - "როცა ნა­ყი­ნის სა­წარ­მო­ში "პა­ლო­მას" ნა­ყი­ნი იხარ­შე­ბა და გა­რეთ ნი­ა­ვია, ლა­მის მთე­ლი ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეზო­ში გა­მო­ვი­შა­ლოთ და სა­მუ­შაო დღე ჩავ­შა­ლო­თო..."

სუ­ლაც არ გამ­კვირ­ვე­ბია! "ნი­კო­რას" ერთ-ერთი შვი­ლო­ბი­ლი ბრენ­დის, "პა­ლო­მას" ნა­ყი­ნის სა­წარ­მო, სა­თაო ოფი­სის ეზო­ში, სხვა სა­წარ­მო­ე­ბის გვერ­დით აღ­მოჩ­ნდა.

ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბო­და მახ­ლობ­ლად ცხოვ­რე­ბა. გა­მო­ნა­ბოლ­ქვის ნაც­ვლად, ფან­ჯა­რა­ში ნა­ყი­ნის სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლი რომ შე­მო­აღ­წევ­და.

ვილ­ლი ვონ­კას შო­კო­ლა­დის სა­ო­ცარ ქარ­ხა­ნა­ზე ხომ გი­ნა­ხავთ ფილ­მი... მისი მფლო­ბე­ლი ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის კონ­კურსს რომ ატა­რებს და მო­ნა­წი­ლე­ებს შო­კო­ლა­დი­სა და ტკბი­ლე­უ­ლის სა­ო­ცარ სამ­ყა­რო­ში ამოგ­ზა­უ­რებს. ჰოდა, მეც მო­მინ­და ნა­ყი­ნის სამ­ყა­რო­ში გა­სე­ირ­ნე­ბა... უარი არ უთ­ქვამთ. ასე ავიხ­დი­ნე ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვი­ხი­ლე ნა­ყი­ნის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი.

აი, სწო­რედ ასე ვი­პო­ვე ჩემი ბავ­შვო­ბის გემო, რო­მე­ლიც დღემ­დე მახ­სოვ­და და ვერა და ვერ და­ვი­ვი­წყე. კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ მინ­დო­და, ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი...

ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა კი უკვე კარ­გად იცი­ან, რა გა­მი­ხარ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად!

წყა­რო: თეა'ს ბლო­გი

როგორ ვიპოვე დაკარგული "ცივი ბედნიერება"

როგორ ვიპოვე დაკარგული "ცივი ბედნიერება"

გინახავთ ადამიანი, რომელსაც ნაყინი არ უყვარს? ის ხომ ყველას უყვარს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და სოციალური სტატუსისა.

მაგრამ მგონია, რომ ნაყინი ჩემსავით მაინც არავის უყვარს...

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ნაყინის ალბათ მილიონი სახეობა მაინც არსებობს და ყოველ ნაბიჯზე იყიდება, ვერაფრით დავივიწყე ჩემი ბავშვობის ნაყინის გემო, რომელიც ყველაფერს მერჩივნა. შვიდი წლის ასაკში, გლანდების ოპერაციას მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდი, რომ ბევრი ნაყინის ჭამა შემძლებოდა...

გუშინდელი დღესავით მახსოვს ზაფხული... დილიდან ყურებდაცქვეტილი როგორ ველოდით "ნაყინის კაცს", რომელიც მხარზე გადაკიდებული ყუთით დადიოდა ეზო-ეზო და ხრინწიანი ხმით გაიძახოდა: - "აბა მაროჟნიიიეე... სტაკანჩიკი მაროჟნიიი..."

იმავე წამს ახმაურდებოდა და გამოცოცხლდებოდა ეზოც. უფროსები ფანჯრებიდან ეძახდნენ: - "მაროჟნი, მაროჟნიი..." ბავშვები კი თავპირისმტვრევით ჩარბოდნენ ეზოში, რომ "ცივი ბედნიერება" ეყიდათ... ვისაც კიბეზე ჩასვლა ეზარებოდა, თოკზე გამობმულ დაწნულ კალათს ჩაუშვებდა აივნიდან. ყველა "ნაყინის კაცს" დაესეოდა და ყუთის გახსნასაც აღარ აცდიდნენ...

განსაკუთრებულად მიყვარდა მუშთაიდის ბაღის ცნობილი სანაყინე... ღია კაფეში, რკინის პატარა ფიალებით რომ მოჰქონდათ, სამი ცალი უგემრიელესი თეთრი ბურთულა - რძის გემოთი, რომელსაც ზემოდან წვრილად გახეხილი შოკოლადი ჰქონდა მოყრილი...

"გასტრონომში" ნაყიდი წონის ნაყინიც ძალიან მიყვარდა... თეთრხალათიანი გამყიდველი დანით რომ ჩამოგიჭრიდა და ძველებურ, გირებიან სასწორზე წონიდა... დღემდე იმ გემოს ძებნაში ვარ, რომელიც ვერა და ვერ დავივიწყე.

ალბათ იცით, რომ მოგონებებს ყველაზე კარგად - სუნი აღვიძებს. ეს ინდიელებმაც კარგად იცოდნენ და საგულდაგულოდ ინახავდნენ ისეთ ნივთებს, რომლებიც სუნით იმ კონკრეტულ ადგილს ან მოვლენას გაახსენებდათ, რომლის დამახსოვრება სურდათ. ჩემი ბავშვობის მოგონებები ასე ცხადად მეც სწორედ ნაცნობმა სურნელმა გამიღვიძა, რომელიც სრულიად შემთხვევით, ქუჩაში ვიგრძენი...

ეს ცოტა ხნის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა, როდესაც "ნიკორას" სათაო ოფისიდან გამოვედი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და "ნიკორას" სტატიის დასაწერად ვესტუმრე. გაზაფხულის თბილი და მზიანი ამინდი იყო. გადაბმული და მომაბეზრებელი წვიმიანი დღეების მერე, მზის დანახვა ძალიან მესიამოვნა. ამინდიც ისეთი იყო, განსაკუთრებით რომ განდომებს ბავშვობაში დაბრუნებას, ყველა პრობლემის დავიწყებას და ცივი ტკბილეულით პირის ჩატკბარუნებას.

მარტო არ ვიყავი. თან მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი მახლდა გასაცილებლად. მასთან დამშვიდობება რომ დავაპირე, უცებ თბილმა ნიავმა წამოუქროლა და საოცარი, რძის და ვანილის სასიამოვნო, ჩემთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სურნელი მოიტანა...

ადგილზე გავშეშდი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. თვალები თავისით დამეხუჭა და მოგონებებში ჩავიძირე. ჩემი საყვარელი ბებიას "სახლის ნაყინიც" კი გამახსენდა, რომელსაც თავისი ხელით ამზადებდა, რკინის მართკუთხა სანაყინე ჭურჭელში ასხამდა და საყინულეში დებდა. მე კი ბოლომდე გაციებას არ ვაცლიდი, ვიპარავდი და ვჭამდი.

მგონი დამავიწყდა კიდეც, რომ მარტო არ ვიყავი. "ნიკორას" წარმომადგენელს ჩემი ემოციები არ გამოჰპარვია, სიცილით მითხრა: - "როცა ნაყინის საწარმოში "პალომას" ნაყინი იხარშება და გარეთ ნიავია, ლამის მთელი ოფისის თანამშრომლები ეზოში გამოვიშალოთ და სამუშაო დღე ჩავშალოთო..."

სულაც არ გამკვირვებია! "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი ბრენდის, "პალომას" ნაყინის საწარმო, სათაო ოფისის ეზოში, სხვა საწარმოების გვერდით აღმოჩნდა.

ბედნიერება იქნებოდა მახლობლად ცხოვრება. გამონაბოლქვის ნაცვლად, ფანჯარაში ნაყინის საოცარი სურნელი რომ შემოაღწევდა.

ვილლი ვონკას შოკოლადის საოცარ ქარხანაზე ხომ გინახავთ ფილმი... მისი მფლობელი ქალაქის მცხოვრებლებისთვის კონკურსს რომ ატარებს და მონაწილეებს შოკოლადისა და ტკბილეულის საოცარ სამყაროში ამოგზაურებს. ჰოდა, მეც მომინდა ნაყინის სამყაროში გასეირნება... უარი არ უთქვამთ. ასე ავიხდინე ჩემი ბავშვობის ოცნება და საკუთარი თვალით ვიხილე ნაყინის მომზადების პროცესი.

აი, სწორედ ასე ვიპოვე ჩემი ბავშვობის გემო, რომელიც დღემდე მახსოვდა და ვერა და ვერ დავივიწყე. კარგად მახსოვს, როგორ მინდოდა, ნაყინის გამყიდველი ვყოფილიყავი...

ჩემმა მეგობრებმა კი უკვე კარგად იციან, რა გამიხარდება ყველაზე მეტად!

წყარო: თეა'ს ბლოგი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი