პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე გაიმართება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე გაიმართება

ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს დი­ლი­დან ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 5 სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ვი­თი­ან­ნის" ხელ­მძღვა­ნელ­მა კოტე სვა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 09:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყო მრევ­ლი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის შეკ­რე­ბა ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ, ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე, ოპე­რი­სა და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბე­ბის წინ, ასე­ვე პუშ­კი­ნის სკვე­რის მიმ­დე­ბა­რედ.

სვა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლებ­ზე 10:00 სა­ათ­ზე მღვდელმთავ­რე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დი­ან, ხოლო შემ­დეგ კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის ან­სამ­ბლე­ბიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"ამ სა­ხით ისი­ნი "ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე" აწყუ­რი­სა და ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის, ასე­ვე წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ხა­ტე­ბის მობ­რძა­ნე­ბას და­ე­ლო­დე­ბი­ან. შემ­დეგ კი სა­დღე­სას­წა­უ­ლო მსვლე­ლო­ბას შე­უ­ერ­თდე­ბი­ან, რო­მე­ლიც "ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან" და­ი­წყე­ბა და სა­მე­ბის ტა­ძარ­ში დას­რულ­დე­ბა. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­მე­ბის ტა­ძარ­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს და­ლო­ცავს და პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დის", - გა­ნა­ცხა­და სვა­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე გაიმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე გაიმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დღეს დილიდან ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე გაიმართება. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, 09:00 საათიდან დაიწყო მრევლისა და სასულიერო პირების შეკრება ფილარმონიის წინ, ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობების წინ, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარედ.

სვანაძის განცხადებით, აღნიშნულ ადგილებზე 10:00 საათზე მღვდელმთავრები სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისს გადაიხდიან, ხოლო შემდეგ კონცერტები გაიმართება, რომელშიც რეგიონებიდან ჩამოსული ხალხური სიმღერების ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

"ამ სახით ისინი "ვარდების მოედანზე" აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ასევე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატების მობრძანებას დაელოდებიან. შემდეგ კი სადღესასწაულო მსვლელობას შეუერთდებიან, რომელიც "ვარდების მოედნიდან" დაიწყება და სამების ტაძარში დასრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძარში მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს და პარაკლისს გადაიხდის", - განაცხადა სვანაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი