მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგუშეთი - მუდმივი წინააღმდეგობის კერა
ინგუშეთი - მუდმივი წინააღმდეგობის კერა

ინ­გუ­შეთ­ში, მალ­გო­ბე­კის რა­ი­ონ­ში უკვე მე­ო­თხედ და­ესხნენ თავს საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას. ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბის დროს ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, რამ­დე­ნი­მე კი მძი­მედ და­შავ­და. მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რებ­მა აი­ღეს. თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მხრი­დან ორი და­ღუ­პუ­ლია, ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი მა­გო­მედ ბე­კბუ­ზა­რო­ვი და გროზ­ნო­ე­ლი ჩე­ჩე­ნი ადამ მა­გო­მე­დო­ვი.

მომ­ხდარ­ზე, ქა­ლაქ მალ­გო­ბე­კის სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. საქ­მე ის არის, რომ ამ ქა­ლა­ქის ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტი უკვე მე­ო­თხე გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ეხო­კავ­კა­ზას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 27 იან­ვარს უც­ნობ­მა პი­რებ­მა მალ­გო­ბე­კის რა­ი­ონ­ში საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა და­ცხრი­ლეს. მა­შინ გა­ირ­კვა, რომ საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნას ცე­ცხლი სწო­რედ მა­გო­მედ ბე­კბუ­ზა­რო­ვის ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გა­უხ­სნეს, რო­მე­ლიც იმ დღის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და და რო­მელ­ზეც ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მარტს ისევ და ისევ მალ­გო­ბე­კის რა­ი­ო­ნის "ფე­ეს­ბეს" გან­ყო­ფი­ლე­ბას ყუმ­ბარ­ტმყორ­ცნი­დან ეს­რო­ლეს. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რა­ვინ იპო­ვეს და რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც მათი ვა­რა­უ­დით, თავ­დამ­სხმე­ლებ­თან იყ­ვნენ შეკ­რუ­ლი, მათ ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და ამ გზით შე­ე­ცად­ნენ, დამ­ნა­შა­ვე­ებ­ზე გა­სუ­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა, ძა­ლოვ­ნე­ბის ძა­ლის­ხმე­ვი­სა და საკ­მა­ოდ მკაც­რი მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­დე­ვად, მათი კვა­ლის პოვ­ნაც ვერ შეძ­ლეს...

8 აპ­რილს იმა­ვე ქა­ლა­ქის იმა­ვე უწყე­ბა­ზე კი­დევ ერთი თავ­დას­ხვა მოხ­და, რა დრო­საც საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­ღუ­პა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში სამი ძებ­ნი­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, მათ შო­რის იყო ორი მალ­გო­ბე­კე­ლი და ერთი ჩეჩ­ნე­თის მკვიდ­რი და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­წო­დე­ბელ­ზე ჯილ­დო და­ა­წე­სეს.

თავ­დამ­სხმელ­თა ჯგუ­ფის ლი­დე­რი, რომ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის­თვის ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას 3 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი ჰქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი, მი­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ბახ­ტან სოლ­ტუ­კი­ე­ვია. მას რამ­დე­ნი­მე ტე­რაქტსა და მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის 2012 წლი­დან ეძე­ბენ.

მე­ო­რე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მი­კა­ილ ჩერ­ბი­ჟე­ვი 2015 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩებ­რი­ჟე­ვი არ და­ე­მორ­ჩი­ლა საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის ბრძა­ნე­ბას სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ, მათი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ი­ტა­ცა და მი­ი­მა­ლა... დაჯ­გუ­ფე­ბის კი­დევ ერთი ლი­დე­რი იყო მა­გო­მედ ბე­კბუ­ზა­რო­ვი, რო­მე­ლიც 12 მა­ისს ორ­მხრი­ვი სრო­ლი­სას და­ი­ღუ­პა...

სა­მარ­თლამ­ცვე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია, მათ შო­რის ჩეჩ­ნე­ბიც და ყვე­ლა მათ­გა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლოვ­ნე­ბის მი­მართ და­უნ­დობ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან... ისი­ნი არა­ერ­თხელ შეხ­ვდნენ მათ ნა­თე­სა­ვებს, რათა დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ, მაგ­რამ ეს უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

თა­ვის მხრივ, გა­ი­ზარ­და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებ­ზე ზე­წო­ლა. ისი­ნი, ვი­საც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, "და­სა­კი­თხად წა­იყ­ვა­ნეს", მაგ­რამ ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბი­ან, მათ შო­რის არი­ან ქა­ლე­ბიც...

ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა გა­რე­მოც­ვი­დან არა­ერ­თი მა­მა­კა­ცი თა­ვა­დაც შე­უ­ერ­თდა ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას და ასე აი­ცი­ლეს თა­ვი­დან "გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­კი­თხვის პრო­ცე­სი".

ქა­ლებ­მა და ბავ­შვებ­მა კი მათ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი მუდ­მი­ვი თვალ­თვა­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი ფა­რუ­ლად და­ტო­ვეს. არა­და, მათ ნა­თე­სა­ვებს ინ­გუ­შე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს შეჰ­პირ­და. ინ­გუ­შე­თის მე­თა­ურ­მა, იუ­ნუს ბეკ ევ­კუ­როვ­მა მათ ოჯა­ხის წევ­რებს სთხო­ვა, ისი­ნიც და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ, ჩა­ბა­რე­ბოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს, რის შემ­დე­გაც მათ ოჯა­ხებს შე­ზღუდ­ვე­ბი მო­ეხ­სნე­ბო­დათ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, შეჰ­პირ­დნენ, რომ მათ­ზე თვალ­თვა­ლი და მათ ოჯა­ხებ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი რე­ი­დე­ბი გაგ­რძელ­დე­ბო­და და ეს ასეც ხდე­ბა...

ამავდრო­უ­ლად, ინ­გუ­შე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც თა­ვად უწო­დებს, გა­ნაგ­რძობს "პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს", რათა არ მოხ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის გა­და­ბი­რე­ბა და მათ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. ამ მხრივ მიმ­დი­ნა­რე "პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ სა­მუ­შა­ო­ებ­ში", იგუ­ლის­ხმე­ბა ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პი­რა­დი მი­მო­წე­რი­სა და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის, ასე­ვე სხვა ტი­პის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის "გა­შიფვ­რა"...

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თქმით, ასეთ­მა მიდ­გო­მამ უკუ­შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია - მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში ჩეჩ­ნე­თი­დან და ინ­გუ­შე­თი­დან დევ­ნი­ლი ქა­ლე­ბიც წევ­რი­ან­დე­ბი­ან.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ინგუშეთი - მუდმივი წინააღმდეგობის კერა

ინგუშეთი - მუდმივი წინააღმდეგობის კერა

ინგუშეთში, მალგობეკის რაიონში უკვე მეოთხედ დაესხნენ თავს საგზაო პოლიციის განყოფილებას. ორმხრივი სროლების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა აიღეს. თავდამსხმელების მხრიდან ორი დაღუპულია, ადგილობრივი მკვიდრი მაგომედ ბეკბუზაროვი და გროზნოელი ჩეჩენი ადამ მაგომედოვი.

მომხდარზე, ქალაქ მალგობეკის საგამოძიებო განყოფილებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ის არის, რომ ამ ქალაქის ძალოვან სტრუქტურებზე თავდასხმის ფაქტი უკვე მეოთხე განხორციელდა.

"ეხოკავკაზას" ინფორმაციით, 27 იანვარს უცნობმა პირებმა მალგობეკის რაიონში საგზაო პოლიციის მანქანა დაცხრილეს. მაშინ გაირკვა, რომ საგზაო პოლიციის მანქანას ცეცხლი სწორედ მაგომედ ბეკბუზაროვის ავტომობილიდან გაუხსნეს, რომელიც იმ დღის შემდეგ გაუჩინარდა და რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული.

მიმდინარე წლის 17 მარტს ისევ და ისევ მალგობეკის რაიონის "ფეესბეს" განყოფილებას ყუმბარტმყორცნიდან ესროლეს. გამომძიებლებმა ოპერატიული მუშაობის მიუხედავად, ვერავინ იპოვეს და რამდენიმე ადგილობრივი დააკავეს, რომლებიც მათი ვარაუდით, თავდამსხმელებთან იყვნენ შეკრული, მათ ჩანაფიქრის განხორციელებაში ეხმარებოდნენ და ამ გზით შეეცადნენ, დამნაშავეებზე გასულიყვნენ. თუმცა, ძალოვნების ძალისხმევისა და საკმაოდ მკაცრი მუშაობის მიუხედევად, მათი კვალის პოვნაც ვერ შეძლეს...

8 აპრილს იმავე ქალაქის იმავე უწყებაზე კიდევ ერთი თავდასხვა მოხდა, რა დროსაც საგზაო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. საგამოძიებო ორგანოებმა ინტერნეტში სამი ძებნილის ფოტო გამოაქვეყნეს, მათ შორის იყო ორი მალგობეკელი და ერთი ჩეჩნეთის მკვიდრი და მათ შესახებ ინფორმაციის მომწოდებელზე ჯილდო დააწესეს.

თავდამსხმელთა ჯგუფის ლიდერი, რომლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ქალაქის ხელმძღვანელობას 3 მილიონი რუბლი ჰქონდა დაწესებული, მილიციის ყოფილი თანამშრომელი ბახტან სოლტუკიევია. მას რამდენიმე ტერაქტსა და მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის 2012 წლიდან ეძებენ.

მეორე ეჭვმიტანილი მიკაილ ჩერბიჟევი 2015 წლის სექტემბრიდან დაკარგულად ითვლება. ბოლო მონაცემებით, ჩებრიჟევი არ დაემორჩილა საგზაო პოლიციის თანამშრომლის ბრძანებას საბუთების წარდგენის შესახებ, მათი კუთვნილი ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა... დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი იყო მაგომედ ბეკბუზაროვი, რომელიც 12 მაისს ორმხრივი სროლისას დაიღუპა...

სამართლამცველები მიიჩნევენ, რომ დაჯგუფებაში კიდევ რამდენიმე ადამიანია, მათ შორის ჩეჩნებიც და ყველა მათგანი ადგილობრივი ძალოვნების მიმართ დაუნდობლობით გამოირჩევიან... ისინი არაერთხელ შეხვდნენ მათ ნათესავებს, რათა დაჯგუფების წევრების შესახებ მეტი ინფორმაცია მოეპოვებინათ, მაგრამ ეს უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი გახდა.

თავის მხრივ, გაიზარდა ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ზეწოლა. ისინი, ვისაც ეჭვმიტანილებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, "დასაკითხად წაიყვანეს", მაგრამ ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან, მათ შორის არიან ქალებიც...

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილთა გარემოცვიდან არაერთი მამაკაცი თავადაც შეუერთდა ტერორისტულ დაჯგუფებას და ასე აიცილეს თავიდან "განყოფილებაში დაკითხვის პროცესი".

ქალებმა და ბავშვებმა კი მათზე დაწესებული მუდმივი თვალთვალის მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილი ფარულად დატოვეს. არადა, მათ ნათესავებს ინგუშეთის ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეხვდა და უსაფრთხოების გარანტიებს შეჰპირდა. ინგუშეთის მეთაურმა, იუნუს ბეკ ევკუროვმა მათ ოჯახის წევრებს სთხოვა, ისინიც დაერწმუნებინათ, ჩაბარებოდნენ სამართალდამცველ ორგანოებს, რის შემდეგაც მათ ოჯახებს შეზღუდვები მოეხსნებოდათ, სხვა შემთხვევაში, შეჰპირდნენ, რომ მათზე თვალთვალი და მათ ოჯახებში მოულოდნელი რეიდები გაგრძელდებოდა და ეს ასეც ხდება...

ამავდროულად, ინგუშეთის ხელისუფლება, როგორც თავად უწოდებს, განაგრძობს "პროფილაქტიკურ სამუშაოებს", რათა არ მოხდეს სოციალური ქსელებით ახალგაზრდების გადაბირება და მათ ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანება. ამ მხრივ მიმდინარე "პროფილაქტიკურ სამუშაოებში", იგულისხმება ტოტალური კონტროლი, სოციალურ ქსელებში პირადი მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ასევე სხვა ტიპის საკომუნიკაციო საშუალებების "გაშიფვრა"...

თუმცა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ასეთმა მიდგომამ უკუშედეგი გამოიწვია - მამაკაცებთან ერთად, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან დევნილი ქალებიც წევრიანდებიან.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე