საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ტყუილი, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა
5 ტყუილი, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ად­გი­ლი ხში­რად ხდე­ბა. "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ვირუ­სუ­ლად ედე­ბა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს და ბევ­რი იჯე­რებს მათ. ხში­რად, ეს ყალ­ბი ამ­ბე­ბი უწყი­ნა­რია, თუმ­ცა ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც გვახ­სოვს, როცა ნამ­დვილ ამ­ბად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი გამ­ხდა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ჩვენ შე­გახ­სე­ნებთ 5 ტყუ­ილს, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა "ფე­ის­ბუქ­მა" და­ი­ჯე­რა:

წა­ლენ­ჯი­ხა თუ ტა­ი­ლან­დი?

"ეს ფოტო ამე­რი­კე­ლის გა­და­ღე­ბუ­ლია და ჯე­ოგ­რა­ფი­კის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია! წა­ლენ­ჯი­ხა! მდი­ნა­რე ჭა­ნის­წყალს უამ­რა­ვი შე­ნა­კა­დი გა­აჩ­ნია. ერთ-ერ­თია "ოტო­ფუე", აპ­რი­ლის თვე­ში იქ ქვი­რი­თის და­სა­დე­ბად თევ­ზე­ბი ამ სა­ხით მი­ე­რე­კე­ბი­ან ხოლ­მე" - ფო­ტომ ამ წარ­წე­რით ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე გა­სულ წელს და­ი­პყრო.

ულა­მა­ზეს­მა სა­ნა­ხა­ო­ბამ ქარ­თველ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია - ნა­წი­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო იმით, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბა ასე მდი­და­რია", ნა­წილს კი და­უ­ჯე­რებ­ლად მი­აჩ­ნდა, რომ ამ­დენ თევზს "გამ­რავ­ლე­ბას ვინ­მე და­აც­დი­და, ლიფ­სი­ტა­საც კი არ და­ტო­ვებ­დნენ".

მოკ­ლედ, ფო­ტოს დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა. ფოტო ფე­ის­ბუქ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. თუმ­ცა, როცა AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ნამ­დვი­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო თუ არა გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად აღ­მოჩ­ნდა...

Google-ში ხან­გრძლი­ვი ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ფოტო არა წა­ლენ­ჯი­ხა­ში, არა­მედ ტა­ი­ლან­დშია გა­და­ღე­ბუ­ლი, ნამ­ტო­კის ეროვ­ნულ ტყე-პარკში (Namtok Phlio National Park), რო­მე­ლიც მდი­და­რია მდი­ნა­რე­ე­ბი­თა და ჩანჩქე­რე­ბით (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

"ბორ­ჯო­მი" "იუ­ვეს" სუფ­რა­ზე?

კი­დევ ერთი ფე­ის­ბუქ-ტყუ­ი­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "და­ა­ტყდა თავს" ქარ­თველ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებლს. ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რებს კი­დევ დიდ­ხანს ექ­ნე­ბათ სა­სა­უბ­როდ "ბარ­სე­ლო­ნა"-"იუ­ვენ­ტუ­სის" 19 აპ­რი­ლის შერ­კი­ნე­ბა "კამპ ნო­უ­ზე". ქარ­თვე­ლი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ბარ­სე­ლო­ნას" მარ­ცხს, მაგ­რამ მატ­ჩის შემ­დეგ გან­ხილ­ვის კი­დევ ერთ თე­მად ერთი უწყი­ნა­რი ფოტო გახ­და.

ფო­ტო­ზე "იუ­ვენ­ტუ­სის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან ასა­ხულ­ნი, რომ­ლე­ბიც ტრი­უმფს ზე­ი­მო­ბენ. ქარ­თველ­მა ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მათი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის მიღ­მა სუფ­რა­ზე ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი და­ა­ფიქ­სი­რეს: მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი "ბორ­ჯო­მი".

თა­ვი­დან ფო­ტოს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოჰ­ყვა. გავ­რცელ­და "ფე­ის­ბუ­ქის" სხვა­დას­ხვა გვერ­დზე და უამ­რა­ვი სი­ა­მა­ყით აღვსი­ლი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა, რომ "იუ­ვეს" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ქარ­თულ მი­ნე­რა­ლურ წყალს სვა­მენ. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ფოტო "ფე­ი­კი" აღ­მოჩ­ნდა და უბ­რა­ლოდ, კარ­გი მონ­ტა­ჟის შე­დე­გია(წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

"ვე­ფხვი" პე­კინ­ზე

2015 წლის 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გა ხანს იყო პა­ნი­კა­ში. ამას ზო­ო­პარ­კი­დან გაქ­ცე­უ­ლი მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ში­შიც და­ერ­თო. რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რი ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ზო­ლე­ბი­ან აფ­თარს და უსუ­რი­უ­ლი და ალ­ბი­ნო­სი ვე­ფხვის მე­ტისს ეძებ­და.

ფე­ის­ბუქ­ზე ვრცელ­დე­ბო­და უამ­რა­ვი ფოტო, ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­შიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ვე­ფხვი ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში შე­ნიშ­ნეს.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე კი, ფე­ის­ბუქ­ში გავ­რცელ­და ფოტო, რო­მელ­ზეც თბი­ლის­ში, პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ხის ჩრდილ­ში "მჯდო­მა­რე ვე­ფხვი" ჩან­და. ფო­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად შიში გა­მო­იწ­ვია მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, თუმ­ცა მა­ლე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს რომ ვი­ღა­ცამ ბო­რო­ტად იხუმ­რა - ვე­ფხვი "პლუ­შის" სა­თა­მა­შო აღ­მოჩ­ნდა...

"აფხა­ზე­თის ომის გმი­რე­ბის" ფოტო, რე­ა­ლუ­რად ირან­შია გა­და­ღე­ბუ­ლი

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ფე­ის­ბუქ­ზე ვირუ­სუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეს ფოტო, ალ­ბათ ბევ­რს გახ­სოვთ. ფო­ტო­ზე იყო წარ­წე­რა: "აფხა­ზეთ­ში და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რე­ბის შვი­ლე­ბი მა­მე­ბის ფო­ტოს­თან"... თუმ­ცა, ფო­ტოს რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ას აფხა­ზე­თი­დან ძა­ლი­ან შორს - ირან­ში მივ­ყა­ვართ.

რე­ა­ლუ­რად ფო­ტო­ზე ირა­ნი­სა და ერა­ყის ომის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დია ასა­ხუ­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ფო­ტო­ზე იმამ ჰუ­სე­ი­ნის მე-14 დი­ვი­ზი­ის მებ­რძო­ლე­ბის ორი­გი­ნა­ლი ფო­ტოს ფონ­ზე ჰეს­ბო­ლას ახალ­გაზ­რდა მებ­რძო­ლე­ბი დგა­ნან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბევრ ად­გი­ლას ეს ფოტო ასე­თი წარ­წე­რით გავ­რცელ­და: "ომში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის შვი­ლებ­მა ფოტო მა­მე­ბის მსგავ­სად გა­და­ი­ღეს". თუმ­ცა, ფო­ტო­ზე ახალ­გაზ­რდე­ბის უკან ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მათი მა­მე­ბი არ არი­ან.

რო­გორც ირა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა mashreghnews.ir წერს, ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რია ორ თა­ო­ბას შო­რის არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის. ამა­ვე გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­გი­ნალ ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი­დან ორი - და­ი­ღუ­პა ომში: ჰო­სე­ინ ხა­რა­ზი (მარ­ჯვნი­დან მე­ხუ­თე) იმამ ჰუ­სე­ი­ნის მე­თო­თხმე­ტე დი­ვი­ზი­ის მე­თა­უ­რი იყო, მარ­ცხნი­დან მე­სა­მე, გორ­ბან ალი არა­ბი კი ოპე­რა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

აფე­რის­ტი ტაქ­სის­ტის და კე­თი­ლი ქა­ლის ის­ტო­რია

"ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ­მა ამ კე­თილ­მა ამ­ბავ­მა ძა­ლი­ან ბევ­რს აუ­ჩუ­ყა გული... თუმ­ცა, სი­მარ­თლის გარ­კვე­ვის შემ­დეგ, უმ­რავ­ლე­სო­ბის გუ­ლის­წყრო­მა და­იმ­სა­ხუ­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფი­ნა­ლის გამო. ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ, 2016 წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფე­ის­ბუქ-ამ­ბა­ვი, რო­მელ­შიც თვითმხილ­ვე­ლი ერთი ტაქ­სის­ტის ამ­ბავს ყვე­ბო­და: რო­გორ მო­ის­მი­ნა ტაქ­სის მგზავ­რმა ქალ­ბა­ტონ­მა მძღო­ლის სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ტე­ლე­ფო­ნით უყ­ვე­ბო­და სხვას, რო­გორ სჭირ­დე­ბო­და მის შვილს ოპე­რა­ცია და ამ ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ფულს ვერ შო­უ­ლობ­და, რო­გორ გა­ა­ჩე­რე­ბი­ნა მგზავ­რმა ქალ­მა მან­ქა­ნა, შემ­დეგ დაბ­რუნ­და, ტაქ­სისტს კონ­ვერ­ტი გა­უ­წო­და და ქუ­ჩა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. კონ­ვერ­ტში კი საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა აღ­მოჩ­ნდა...

მა­ლე­ვე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტაქ­სის­ტთან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ნა­წი­ლი წერ­და, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზეა, იტყუ­ე­ბა და რე­ა­ლუ­რად, მას ავად­მყო­ფი შვი­ლი არ ჰყავს. "ეს უნა­მუ­სო ტაქ­სის მძღო­ლი არის ჩემი ყო­ფი­ლი სიძე. ან­გე­ლო­ზი­ვით 16 წლის ბიჭი ჰყავს, უჯან­მრთე­ლე­სი და ეს ვაჟ­ბა­ტო­ნი გა­ქა­ნე­ბუ­ლი აფე­რის­ტია. იმ ქალ­მა ტყუ­ი­ლად და­უ­ტო­ვა შარ­ლა­ტანს ფული", - წერ­და ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი... (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

სხვა­თა შო­რის, "ფე­ის­ბუ­ქი" ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ად­გი­ლი ხში­რად ხდე­ბა, ამი­ტო­მაც "ფე­ის­ბუქ­მა" ახა­ლი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო მათ გა­მო­სავ­ლე­ნად. შე­სა­ბა­მი­სი ღი­ლა­კი ახა­ლი ამ­ბე­ბის ველ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის "კედ­ლებ­ზე" გა­მოჩ­ნდე­ბა ბმუ­ლი "რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ყალ­ბი ნი­უ­სი". ბმულ­ზე და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­ში, გა­დავ­ლენ "ფე­ის­ბუ­ქის" ვირ­ტუ­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში, სა­დაც 10 პა­ტა­რა რჩე­ვის სა­ხით მათ და­ეხ­მა­რე­ბი­ან გა­მო­არ­ჩი­ონ და დაბ­ლო­კონ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია.

კამ­პა­ნია სულ 14 ქვე­ყა­ნას მო­ი­ცავს, მათ შო­რის: გერ­მა­ნი­ას, საფ­რან­გეთს, იტა­ლი­ას, დიდ ბრი­ტა­ნეთს, ფი­ლი­პი­ნებს, ინ­დო­ნე­ზი­ას, ტა­ი­ვანს, მი­ან­მარს, ბრა­ზი­ლი­ას, მექ­სი­კას, კო­ლუმ­ბი­ას, არ­გენ­ტი­ნას, აშშ-სა და კა­ნა­დას.

მი­უ­ხე­და­ვად ცვლი­ლე­ბი­სა, ექ­სპერ­ტებს ეჭვი ეპა­რე­ბათ მის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ში. მათი აზ­რით, სი­ტუ­ა­ცია მა­ნამ იქ­ნე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი, სა­ნამ "ფე­ის­ბუ­ქი" გა­აგ­რძე­ლებს მსგავ­სი სა­ხის ნი­უ­სე­ბის შემ­ქმნელ­თა დიდი ტრა­ფი­კი­თა და ად­ვი­ლი წვდო­მით "და­ჯილ­დო­ვე­ბას".

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ უნდა ამო­იც­ნოთ ყალ­ბი ამ­ბე­ბი - 10 აუ­ცი­ლე­ბე­ლი წესი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლის­თვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

5 ტყუილი, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა

5 ტყუილი, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა

სოციალური ქსელი ყალბი ინფორმაციის გავრცელების ადგილი ხშირად ხდება. "ფეისბუქზე" ხშირად გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია, რომელიც ვირუსულად ედება ინტერნეტმომხმარებლებს და ბევრი იჯერებს მათ. ხშირად, ეს ყალბი ამბები უწყინარია, თუმცა ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როცა ნამდვილ ამბად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ზიანის მომტანი გამხდარა საზოგადოებისთვის. ჩვენ შეგახსენებთ 5 ტყუილს, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა:

წალენჯიხა თუ ტაილანდი?

"ეს ფოტო ამერიკელის გადაღებულია და ჯეოგრაფიკის გამარჯვებულია! წალენჯიხა! მდინარე ჭანისწყალს უამრავი შენაკადი გააჩნია. ერთ-ერთია "ოტოფუე", აპრილის თვეში იქ ქვირითის დასადებად თევზები ამ სახით მიერეკებიან ხოლმე" - ფოტომ ამ წარწერით ქართული ინტერნეტსივრცე გასულ წელს დაიპყრო.

ულამაზესმა სანახაობამ ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - ნაწილი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ "საქართველოს ბუნება ასე მდიდარია", ნაწილს კი დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ ამდენ თევზს "გამრავლებას ვინმე დააცდიდა, ლიფსიტასაც კი არ დატოვებდნენ".

მოკლედ, ფოტოს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ფოტო ფეისბუქზე ათასობით ადამიანმა გააზიარა. თუმცა, როცა AMBEBI.GE დაინტერესდა, ნამდვილად საქართველოში იყო თუ არა გადაღებული ფოტო, ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა...

Google-ში ხანგრძლივი ძიების შედეგად გავარკვიეთ, რომ ფოტო არა წალენჯიხაში, არამედ ტაილანდშია გადაღებული, ნამტოკის ეროვნულ ტყე-პარკში (Namtok Phlio National Park), რომელიც მდიდარია მდინარეებითა და ჩანჩქერებით (წაიკითხეთ ვრცლად)

"ბორჯომი" "იუვეს" სუფრაზე?

კიდევ ერთი ფეისბუქ-ტყუილი რამდენიმე კვირის წინ "დაატყდა თავს" ქართველ ინტერნეტმომხმარებლს. ფეხბურთის გულშემატკივრებს კიდევ დიდხანს ექნებათ სასაუბროდ "ბარსელონა"-"იუვენტუსის" 19 აპრილის შერკინება "კამპ ნოუზე". ქართველი ფეისბუქმომხმარებლებიც აქტიურად განიხილავდნენ სოციალურ ქსელში "ბარსელონას" მარცხს, მაგრამ მატჩის შემდეგ განხილვის კიდევ ერთ თემად ერთი უწყინარი ფოტო გახდა.

ფოტოზე "იუვენტუსის" ფეხბურთელები არიან ასახულნი, რომლებიც ტრიუმფს ზეიმობენ. ქართველმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა მათი გამარჯვებული სახეების მიღმა სუფრაზე ერთი საინტერესო დეტალი დააფიქსირეს: მინერალური წყალი "ბორჯომი".

თავიდან ფოტოს ინტერნეტმომხმარებლებში აღფრთოვანება მოჰყვა. გავრცელდა "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდზე და უამრავი სიამაყით აღვსილი კომენტარი დაიწერა, რომ "იუვეს" ფეხბურთელები ქართულ მინერალურ წყალს სვამენ. თუმცა, როგორც ირკვევა, ფოტო "ფეიკი" აღმოჩნდა და უბრალოდ, კარგი მონტაჟის შედეგია (წაიკითხეთ ვრცლად)

"ვეფხვი" პეკინზე

2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ, საზოგადოება კარგა ხანს იყო პანიკაში. ამას ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველების შიშიც დაერთო. რამდენიმე დღის მანძილზე სხვადასხვა სამსახური ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ზოლებიან აფთარს და უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისს ეძებდა.

ფეისბუქზე ვრცელდებოდა უამრავი ფოტო, ინფორმაცია, რომელშიც მოქალაქეები ირწმუნებოდნენ, რომ ვეფხვი ქალაქის სხვადასხვა კუთხეში შენიშნეს.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ფეისბუქში გავრცელდა ფოტო, რომელზეც თბილისში, პეკინის ქუჩაზე ხის ჩრდილში "მჯდომარე ვეფხვი" ჩანდა. ფოტომ თავდაპირველად შიში გამოიწვია მოქალაქეებში, თუმცა მალევე აღმოაჩინეს რომ ვიღაცამ ბოროტად იხუმრა - ვეფხვი "პლუშის" სათამაშო აღმოჩნდა...

"აფხაზეთის ომის გმირების" ფოტო, რეალურად ირანშია გადაღებული

რამდენიმე თვის წინ ფეისბუქზე ვირუსულად გავრცელებული ეს ფოტო, ალბათ ბევრს გახსოვთ. ფოტოზე იყო წარწერა: "აფხაზეთში დაღუპული მეომრების შვილები მამების ფოტოსთან"... თუმცა, ფოტოს რეალურ ისტორიას აფხაზეთიდან ძალიან შორს - ირანში მივყავართ.

რეალურად ფოტოზე ირანისა და ერაყის ომის შემდგომი პერიოდია ასახული. როგორც ამბობენ, ფოტოზე იმამ ჰუსეინის მე-14 დივიზიის მებრძოლების ორიგინალი ფოტოს ფონზე ჰესბოლას ახალგაზრდა მებრძოლები დგანან. სოციალურ ქსელში, ბევრ ადგილას ეს ფოტო ასეთი წარწერით გავრცელდა: "ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებმა ფოტო მამების მსგავსად გადაიღეს". თუმცა, ფოტოზე ახალგაზრდების უკან ასახული მამაკაცები მათი მამები არ არიან.

როგორც ირანული გამოცემა mashreghnews.ir წერს, ეს სპეციალური ჩანაფიქრია ორ თაობას შორის არსებული კავშირის დემონსტრირებისთვის. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ორიგინალ ფოტოზე ასახული მებრძოლებიდან ორი - დაიღუპა ომში: ჰოსეინ ხარაზი (მარჯვნიდან მეხუთე) იმამ ჰუსეინის მეთოთხმეტე დივიზიის მეთაური იყო, მარცხნიდან მესამე, გორბან ალი არაბი კი ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე (წაიკითხეთ ვრცლად)

აფერისტი ტაქსისტის და კეთილი ქალის ისტორია

"ფეისბუქზე" გავრცელებულმა ამ კეთილმა ამბავმა ძალიან ბევრს აუჩუყა გული... თუმცა, სიმართლის გარკვევის შემდეგ, უმრავლესობის გულისწყრომა დაიმსახურა მოულოდნელი ფინალის გამო. ალბათ ყველას გახსოვთ, 2016 წელს გავრცელებული ფეისბუქ-ამბავი, რომელშიც თვითმხილველი ერთი ტაქსისტის ამბავს ყვებოდა: როგორ მოისმინა ტაქსის მგზავრმა ქალბატონმა მძღოლის სევდიანი ამბავი, რომელსაც ტელეფონით უყვებოდა სხვას, როგორ სჭირდებოდა მის შვილს ოპერაცია და ამ ოპერაციისთვის საჭირო ფულს ვერ შოულობდა, როგორ გააჩერებინა მგზავრმა ქალმა მანქანა, შემდეგ დაბრუნდა, ტაქსისტს კონვერტი გაუწოდა და ქუჩაში გაუჩინარდა. კონვერტში კი საკმაოდ დიდი თანხა აღმოჩნდა...

მალევე, სოციალურ ქსელში ტაქსისტთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია გავრცელდა. ნაწილი წერდა, რომ მამაკაცი, რომელიც ფოტოზეა, იტყუება და რეალურად, მას ავადმყოფი შვილი არ ჰყავს. "ეს უნამუსო ტაქსის მძღოლი არის ჩემი ყოფილი სიძე. ანგელოზივით 16 წლის ბიჭი ჰყავს, უჯანმრთელესი და ეს ვაჟბატონი გაქანებული აფერისტია. იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული", - წერდა ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი... (წაიკითხეთ ვრცლად)

სხვათა შორის, "ფეისბუქი" ყალბი ინფორმაციის გავრცელების ადგილი ხშირად ხდება, ამიტომაც "ფეისბუქმა" ახალი კამპანია წამოიწყო მათ გამოსავლენად. შესაბამისი ღილაკი ახალი ამბების ველში გამოჩნდება. მომხმარებლების "კედლებზე" გამოჩნდება ბმული "როგორ ამოვიცნოთ ყალბი ნიუსი". ბმულზე დაჭერის შემთხვევაში, გადავლენ "ფეისბუქის" ვირტუალური დახმარების ცენტრში, სადაც 10 პატარა რჩევის სახით მათ დაეხმარებიან გამოარჩიონ და დაბლოკონ ცრუ ინფორმაცია.

კამპანია სულ 14 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, ფილიპინებს, ინდონეზიას, ტაივანს, მიანმარს, ბრაზილიას, მექსიკას, კოლუმბიას, არგენტინას, აშშ-სა და კანადას.

მიუხედავად ცვლილებისა, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ მის სარგებლიანობაში. მათი აზრით, სიტუაცია მანამ იქნება გამოუსწორებელი, სანამ "ფეისბუქი" გააგრძელებს მსგავსი სახის ნიუსების შემქმნელთა დიდი ტრაფიკითა და ადვილი წვდომით "დაჯილდოვებას".

ასევე წაიკითხეთ: როგორ უნდა ამოიცნოთ ყალბი ამბები - 10 აუცილებელი წესი ფეისბუქმომხმარებლისთვის

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია

"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია