მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა დავინახე მაია ასათიანის თვალებში..."
"რა დავინახე მაია ასათიანის თვალებში..."

"მა­რა­ოს" ბლო­გე­რის "შო­ში­ას ბლო­გი"

წუ­ხელ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეკ­რან­თან იჯდა და სულ­გა­ნა­ბუ­ლი იმ წა­მის დად­გო­მას ელო­და, როცა შენ უნდა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი... შენ - ტკი­ვი­ლით დაღ­ლი­ლი, შენ - რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი, ახა­ლი, ერ­თდრო­უ­ლად რბი­ლიც და მტკი­ცეც...

მერე, ამ სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი სუ­რა­თის ნახ­ვის შემ­დეგ, მთელ სო­ცი­ა­ლურ ქსელს გა­და­უ­ა­რა ტალ­ღამ: "ძლი­ე­რი ქალი!"

თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და აღ­ტა­ცე­ბის ეს სა­ყო­ველ­თაო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­პი­რის­პი­რო იყო იმ ჩვე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს მა­ნამ­დე ასაზ­რდო­ებ­და, იმ სა­ზა­რელ ტრა­გე­დი­ამ­დე...

ახლა ყვე­ლას უყ­ვარ­ხარ, თა­ნა­გიგ­რძნობს, კე­თილ­გან­წყო­ბას გა­მო­ხა­ტავს, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია შე­ნით და ეს უკვე, თით­ქოს, აღარ ჰგავს პრი­მი­ტი­უ­ლი სიბ­რა­ლუ­ლის გა­მო­ძა­ხილს... ნუთუ გა­ვი­ზარ­დეთ?! - ალ­ბათ, იმე­დია...

ჩვენ ისი­ნი აღარ ვართ, ვინც ადა­მი­ა­ნურ ტრა­გე­დი­ებ­ზე რე­ი­ტინ­გებს ვა­კე­თებ­დით, ვინც სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ჯა­როდ გან­ვი­ხი­ლავ­დით, ვინც სხვი­სი შვი­ლე­ბის ემო­ცი­ებ­ზე და­უ­ფიქ­რებ­ლად ვთა­მა­შობ­დით, ვინც მო­რი­გი სე­ი­რის და­წყე­ბას აღტყი­ნე­ბით ვე­ლო­დით... ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ! და ვის­წავ­ლეთ, რომ არა­მარ­ტო მა­შინ უნდა გა­ვა­ღოთ დახ­შუ­ლი გუ­ლე­ბი, როცა უბე­დუ­რე­ბა პი­რა­დად ჩვენ შეგ­ვემ­თხვე­ვა, არა­მარ­ტო მა­შინ უნდა გავ­ცეთ სით­ბო და სი­კე­თე, როცა ამის კურ­თხე­ვას სუ­ლი­ე­რი მო­ძღვა­რი მოგ­ვცემს, რომ არა­მარ­ტო მა­შინ უნდა ვუ­სურ­ვოთ ადა­მი­ა­ნებს კარ­გი, როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა თა­ვად დაგ­ვიდ­გე­ბა...

აქამ­დე კი ჩვენ ვი­ყა­ვით არ­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სის­ხლის სუ­ნის­გან გა­გი­ჟე­ბუ­ლი ნა­დი­რი­ვით ვე­ლო­დით, რო­დის გად­მოგ­ვიგ­დებ­დნენ ხორ­ცის ნა­ჭერს, რომ კარ­გად დაგ­ვე­ძიძ­გნა... მა­ნამ­დე ვსე­ი­რობ­დით სხვე­ბის უბე­დუ­რე­ბის ცქე­რით და მერე მტყუ­ან-მარ­თლის გარ­ჩე­ვით. მა­ნამ­დე ვი­ყა­ვით გლა­დი­ა­ტო­რე­ბის ბრძო­ლას მო­წყუ­რე­ბუ­ლი არის­ტოკ­რა­ტე­ბი, უფ­ლის სამ­სჯავ­რო­ზე შეკ­რე­ბი­ლი მღვდელმთავ­რე­ბი და ფა­რი­სევ­ლე­ბი, ყვე­ლა­ზე დიდი რო­მის პა­პე­ბი, ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი მსა­ჯუ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ყვე­ლა­ზე გულ­მო­წყა­ლე­ნი და ქველ­მოქ­მედ­ნი... წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ნა­ხეთ ვი­დეო| 3 ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი ეპი­ზო­დი მაია ასა­თი­ა­ნის პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მი­დან, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ

რუბრიკის სხვა სიახლეები

"რა დავინახე მაია ასათიანის თვალებში..."

"რა დავინახე მაია ასათიანის თვალებში..."

"მარაოს" ბლოგერის "შოშიას ბლოგი"

წუხელ მთელი საქართველო ეკრანთან იჯდა და სულგანაბული იმ წამის დადგომას ელოდა, როცა შენ უნდა გამოჩენილიყავი... შენ - ტკივილით დაღლილი, შენ - რაღაც სხვანაირი, ახალი, ერთდროულად რბილიც და მტკიცეც...

მერე, ამ სულისშემძვრელი სურათის ნახვის შემდეგ, მთელ სოციალურ ქსელს გადაუარა ტალღამ: "ძლიერი ქალი!"

თანაგრძნობისა და აღტაცების ეს საყოველთაო გამოხატულება აბსოლუტურად საპირისპირო იყო იმ ჩვეული დამოკიდებულებისა, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მანამდე ასაზრდოებდა, იმ საზარელ ტრაგედიამდე...

ახლა ყველას უყვარხარ, თანაგიგრძნობს, კეთილგანწყობას გამოხატავს, აღფრთოვანებულია შენით და ეს უკვე, თითქოს, აღარ ჰგავს პრიმიტიული სიბრალულის გამოძახილს... ნუთუ გავიზარდეთ?! - ალბათ, იმედია...

ჩვენ ისინი აღარ ვართ, ვინც ადამიანურ ტრაგედიებზე რეიტინგებს ვაკეთებდით, ვინც სხვის პირად ცხოვრებას სოციალურ ქსელებში საჯაროდ განვიხილავდით, ვინც სხვისი შვილების ემოციებზე დაუფიქრებლად ვთამაშობდით, ვინც მორიგი სეირის დაწყებას აღტყინებით ველოდით... ჩვენ გავიზარდეთ! და ვისწავლეთ, რომ არამარტო მაშინ უნდა გავაღოთ დახშული გულები, როცა უბედურება პირადად ჩვენ შეგვემთხვევა, არამარტო მაშინ უნდა გავცეთ სითბო და სიკეთე, როცა ამის კურთხევას სულიერი მოძღვარი მოგვცემს, რომ არამარტო მაშინ უნდა ვუსურვოთ ადამიანებს კარგი, როცა ამის საჭიროება თავად დაგვიდგება...

აქამდე კი ჩვენ ვიყავით არსებები, რომლებიც სისხლის სუნისგან გაგიჟებული ნადირივით ველოდით, როდის გადმოგვიგდებდნენ ხორცის ნაჭერს, რომ კარგად დაგვეძიძგნა... მანამდე ვსეირობდით სხვების უბედურების ცქერით და მერე მტყუან-მართლის გარჩევით. მანამდე ვიყავით გლადიატორების ბრძოლას მოწყურებული არისტოკრატები, უფლის სამსჯავროზე შეკრებილი მღვდელმთავრები და ფარისევლები, ყველაზე დიდი რომის პაპები, ყველაზე სამართლიანი მსაჯულები და მასწავლებლები, ყველაზე გულმოწყალენი და ქველმოქმედნი... წაიკითხეთ გაგრძელება

ნახეთ ვიდეო| 3 ყველაზე დრამატული ეპიზოდი მაია ასათიანის პირველი გადაცემიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი