რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში სამართალდამცველები და გამნაღმველები მუშაობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში შევიდა შეტყობინება, სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ადგილზე სამართალდამცველები და გამნაღმველები მივიდნენ.
მათივე განცხადებით, სკოლის მოსწავლეები ევაკუირებული არიან და ადგილზე "შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს".