საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავსაქმდეთ ლეგალურად ევროკავშირის ქვეყნებში
როგორ დავსაქმდეთ ლეგალურად ევროკავშირის ქვეყნებში

უამ­რავ ქარ­თველს სურს და­საქ­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში. რას ცვლის მათ­თვის უვი­ზოდ მი­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბა? ამის­თვის რა პი­რო­ბე­ბის დაც­ვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი? - ამ სა­კი­თხებ­ზე დი­ას­პო­რუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ექ­სპერ­ტი მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ზაალ სა­რა­ჯიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა­ რო­გორ შე­უძ­ლია?

- 90 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ის შეძ­ლებს, მო­ი­ძი­ოს მის­თვის მი­სა­ღე­ბი სა­მუ­შაო, რა დრო­საც პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მე­ბელ­თან გა­სა­უბ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ექ­ნე­ბა. თუ შე­თან­ხმდე­ბი­ან, გა­ა­ფორ­მე­ბენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და შრო­მი­თი ნე­ბარ­თვის ასა­ღე­ბად ამა თუ იმ სტრუქ­ტუ­რას მი­მარ­თა­ვენ... ამის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ტო­ვებს ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ას და მხო­ლოდ მას შემ­დეგ­ დაბ­რუნ­დე­ბა, რაც შრო­მი­თი ნე­ბარ­თვა ექ­ნე­ბა მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად.

- ესე იგი, მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის.

- დიახ, შრო­მის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა დამ­ქი­რა­ვებ­ლი­სა და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბუ­ლი თან­ხმო­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა­სა და სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე, რაც დამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა დო­კუ­მენ­ტის სა­ხით უნდა წა­რად­გი­ნოს ნე­ბარ­თვის გამ­ცემ ორ­გა­ნო­ში.

- ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი ან სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შრო­მი­თი ნე­ბარ­თვის აღე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან?

- დამ­ქი­რა­ვე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს პი­რა­და­დაც იო­ლად შე­უძ­ლი­ათ.

დღე­ი­სათ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი კარ­გად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ინ­ტერ­ნე­ტი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია დამ­საქ­მებ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, შემ­დეგ ევ­რო­პა­ში უვი­ზოდ ჩას­ვლა და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის უკეთ გაც­ნო­ბა. ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს გა­უ­გებ­რო­ბას თა­ვი­დან აა­რი­დებს.

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შრო­მი­თი უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად შე­სა­ბა­მის­ უწყე­ბას და­ქი­რა­ვე­ბულ­მაც და დამ­ქირ­ავე­ბელ­მაც ერ­თად მი­მარ­თონ?

- მთა­ვა­რია, დამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ, სა­მე­წარ­მეო სუ­ბი­ექ­ტმა ან ფი­ზი­კურ­მა პირ­მა მო­ამ­ზა­დოს ის დო­კუ­მენ­ტა­ცია, რაც არის ამა თუ იმ ქვეყ­ნის შიდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლოა, ოჯახს სჭირ­დე­ბა ძიძა, მო­ხუ­ცის მომ­ვლე­ლი და ა.შ., მა­შინ მან უნდა მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რას, რომ სურს, და­ი­ქი­რა­ოს ესა თუ ის მუ­შა­კი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ისე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნა, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა ითხოვს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც და ზოგ­ჯერ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა­საც კი.

- და­ვა­ზუს­ტოთ, რო­მელ ქვეყ­ნებ­ში რო­მე­ლი უწყე­ბე­ბი გას­ცე­მენ შრო­მით ნე­ბარ­თვებს?

- ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში შრო­მის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გას­ცემს, ზო­გან თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი ან სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი შრო­მი­თი ინ­სპექც­იები (მა­გა­ლი­თად, სა­ბერ­ძნეთ­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი გას­ცე­მენ, ეს­პა­ნეთ­ში კი შრო­მი­თი ინ­სპექ­ცი­ე­ბი).

ასე რომ, მარ­თა­ლია, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ით პირი შრო­მით უფ­ლე­ბას ვერ მო­ი­პო­ვებს, მაგ­რამ ეს გა­რე­მო­ე­ბა გარ­კვე­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში სვამს შრო­მით მიგ­რა­ცი­ას. იმე­დი მაქვს, რომ ეს ხელს შე­უ­წყობს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბას. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად სა­მარ­თლებ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბიც ამოქ­მედ­დე­ბა, ჯან­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბიც მოგ­ვარ­დე­ბა. შემ­ცირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იძუ­ლე­ბით შრო­მა­ში ჩარ­თუ­ლო­ბაც.

- თუმ­ცა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის მი­მართ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას სხვა­დას­ხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. თქვე­ნი აზ­რით, სად უფრო იოლი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის და­საქ­მე­ბა?

- რო­გორც და­ვაკ­ვირ­დი, საკ­მა­ოდ ხში­რად სამ­ხრეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი - ეს­პა­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი, იტა­ლია - არა­ლე­გა­ლებ­თან უფრო ლო­ი­ა­ლუ­რი არი­ან. თუკი მათ მხო­ლოდ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი აქვთ დარ­ღვე­უ­ლი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბა არა აქვთ ჩა­დე­ნი­ლი, ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ. ვფიქ­რობ, ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ქარ­თვე­ლე­ბის და­საქ­მე­ბა გა­ი­ოლ­დე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ცდი­ლობს და­იც­ვას შრო­მი­თი ბა­ზა­რი, მაგ­რამ არის მო­მენ­ტე­ბი, როცა და­მა­ტე­ბით მუ­შა­ხელ­ზე ჩნდე­ბა მო­თხოვ­ნა. მა­გა­ლი­თად, ერთხანს ეს­პა­ნეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში სამ­შე­ნებ­ლო ბუმი იყო და მუ­შა­ხელ­ზე დიდი მო­თხოვ­ნის გამო არა­ლე­გა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე­ე­ბი ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბის და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას იო­ლად იღებ­დნენ. რო­გორც ვიცი, სა­ბერ­ძნე­თი აპ­რი­ლის მი­წუ­რუ­ლი­დან იწყებს პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას იმ მუ­შა­კე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც არა­ლე­გა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და არ ჩა­უ­დე­ნი­ათ და­ნა­შა­უ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზა­ფხულ­ზე მათ­თვის ამ­ნის­ტი­ის პე­რი­ო­დი გა­მო­ცხად­დე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

როგორ დავსაქმდეთ ლეგალურად ევროკავშირის ქვეყნებში

როგორ დავსაქმდეთ ლეგალურად ევროკავშირის ქვეყნებში

უამრავ ქართველს სურს დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში. რას ცვლის მათთვის უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა, რამდენად შესაძლებელია ლეგალურად დასაქმება? ამისთვის რა პირობების დაცვაა აუცილებელი? - ამ საკითხებზე დიასპორული ინვესტიციების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტი, ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ზაალ სარაჯიშვილი გვესაუბრება.

- საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების უფლების მოპოვება­ როგორ შეუძლია?

- 90 დღის განმავლობაში ის შეძლებს, მოიძიოს მისთვის მისაღები სამუშაო, რა დროსაც პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრების საშუალებაც ექნება. თუ შეთანხმდებიან, გააფორმებენ ხელშეკრულებას და შრომითი ნებართვის ასაღებად ამა თუ იმ სტრუქტურას მიმართავენ... ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქე დატოვებს ევროკავშირის ტერიტორიას და მხოლოდ მას შემდეგ­ დაბრუნდება, რაც შრომითი ნებართვა ექნება მუშაობის დასაწყებად.

- ესე იგი, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება საკმარისი არ არის.

- დიახ, შრომის ნებართვის მისაღებად საჭიროა დამქირავებლისა და დაქირავებულის განცხადებული თანხმობა შესაბამისი სამუშაოს შესრულებასა და სამუშაო პირობებზე, რაც დამქირავებელმა დოკუმენტის სახით უნდა წარადგინოს ნებართვის გამცემ ორგანოში.

- ევროკავშირის ქვეყნებში ფუნქციონირებს საშუამავლო კომპა­ნიები ან საადვოკატო ბიუროები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს შრომითი ნებართვის აღებაში დაეხმარებიან?

- დამქირავებელთან ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებს პირადადაც იოლად შეუძლიათ.

დღეისათვის ტექნოლოგიები კარგად არის განვითარებული, ინტერნეტითაც შესაძლებელია დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება, შემდეგ ევროპაში უვიზოდ ჩასვლა და სამუშაო პირობების უკეთ გაცნობა. ეს საქართველოს მოქალაქეს გაუგებრობას თავიდან აარიდებს.

- აუცილებელია, შრომითი უფლების მოსაპოვებლად შესაბამის­ უწყებას დაქირავებულმაც და დამქირ­ავებელმაც ერთად მიმართონ?

- მთავარია, დამქირავებელმა კომპანიამ, სამეწარმეო სუბიექტმა ან ფიზიკურმა პირმა მოამზადოს ის დოკუმენტაცია, რაც არის ამა თუ იმ ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განსაზღვრული. მაგალითად, შესაძლოა, ოჯახს სჭირდება ძიძა, მოხუცის მომვლელი და ა.შ., მაშინ მან უნდა მიმართოს შესაბამის სტრუქტურას, რომ სურს, დაიქირაოს ესა თუ ის მუშაკი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ისეთი დოკუმენტების წარდგენა, როგორიცაა საქართველოს მოქალაქესთან გაფორმებული ხელშეკრულება, დაქირავებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამუშაო გამოცდილების და განათლების შესახებ ინფორმაცია. ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს დაქირავებულის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც და ზოგჯერ დამატებითი შემოსავლების ჩვენებასაც კი.

- დავაზუსტოთ, რომელ ქვეყნებში რომელი უწყებები გასცემენ შრომით ნებართვებს?

- ზოგიერთ ქვეყანაში შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემს, ზოგან თვითმმართველობის ორგანოები ან სხვა სპეციალური შრომითი ინსპექც­იები (მაგალითად, საბერძნეთში თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ, ესპანეთში კი შრომითი ინსპექციები).

ასე რომ, მართალია, ვიზალიბერალიზაციით პირი შრომით უფლებას ვერ მოიპოვებს, მაგრამ ეს გარემოება გარკვეულ ჩარჩოებში სვამს შრომით მიგრაციას. იმედი მაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს თანამემამულეების ლეგალურად დასაქმებას. ხელშეკრულებების ოფიციალურად დარეგისტრირებით საქართველოს მოქალაქეების დასაცავად სამართლებრივი და სოციალური მექანიზმებიც ამოქმედდება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხებიც მოგვარდება. შემცირდება საქართველოს მოქალაქეების იძულებით შრომაში ჩართულობაც.

- თუმცა შრომითი მიგრაციის მიმართ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. თქვენი აზრით, სად უფრო იოლი იქნება ქართველების დასაქმება?

- როგორც დავაკვირდი, საკმაოდ ხშირად სამხრეთ ევროპის ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, იტალია - არალეგალებთან უფრო ლოიალური არიან. თუკი მათ მხოლოდ სავიზო რეჟიმი აქვთ დარღვეული და კრიმინალური ქმედება არა აქვთ ჩადენილი, ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევენ. ვფიქრობ, ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში ქართველების დასაქმება გაიოლდება. რასაკვირველია, ყველა ქვეყანა ცდილობს დაიცვას შრომითი ბაზარი, მაგრამ არის მომენტები, როცა დამატებით მუშახელზე ჩნდება მოთხოვნა. მაგალითად, ერთხანს ესპანეთსა და საბერძნეთში სამშენებლო ბუმი იყო და მუშახელზე დიდი მოთხოვნის გამო არალეგალური სტატუსის მქონეები ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას იოლად იღებდნენ. როგორც ვიცი, საბერძნეთი აპრილის მიწურულიდან იწყებს პროცედურების გამარტივებას იმ მუშაკებისთვის, რომლებიც არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებიან და არ ჩაუდენიათ დანაშაული. სავარაუდოდ, გაზაფხულზე მათთვის ამნისტიის პერიოდი გამოცხადდება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"