პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა
გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა

მსა­ხი­ობ გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვი­და. ექ­სპრე­მი­ერ­მა მსა­ხი­ო­ბის სახ­ლი კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვა.

დღეს 17.00 სა­ა­თი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი და­აკ­ლდა არა მხო­ლოდ ქვე­ყა­ნას და ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას, არა­მედ ზო­გა­დად კულ­ტუ­რის სფე­როს.

მსა­ხი­ობ გივი ბე­რი­კაშ­ვილს ხვალ, 15:00 სა­ათ­ზე, სა­ბურ­თა­ლო­ზე, ამაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. გარ­დაც­ვლილს ხვალ დი­ლით მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­დაც 12:00 სა­ათ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თე­ბა.

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი 83 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი 1933 წლის 12 მა­ისს, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კო­ლაგ­ში და­ი­ბა­და. 1956 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში და ბო­ლოს კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში. არის სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი (1979), კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, წლის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა

გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა

მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. ექსპრემიერმა მსახიობის სახლი კომენტარის გარეშე დატოვა.

დღეს 17.00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, მსახიობები, მომღერლები, კომპოზიტორები და რიგითი მოქალაქეები.

კულტურის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, გივი ბერიკაშვილი დააკლდა არა მხოლოდ ქვეყანას და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას, არამედ ზოგადად კულტურის სფეროს.

მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხვალ, 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. გარდაცვლილს ხვალ დილით მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 12:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი