საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გასული წლის შემოსავალმა ამ პოსტზე 75859.05 ლარი შეადგინა. ასეთია მინისტრის მიერ 27 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მონაცემები.
დეკლარაციის თანახმად, მინისტრი ბორჯომში, წაღვერში 90 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომელიც 2011 წელს
მემკვიდრეობით მიიღო და ამავე მისამართზე არსებულ 2006 წელს 5 000 ლარად ნაყიდ 232 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი "მერსედესი 350". დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს "ტერა ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 14 800 ლარი ერიცხებოდა. ასევე ნაღდი ფულადი თანხის სახით ჰქონდა 75 ათასი დოლარი.