Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქმნებოდა ფილმი "როცა აყვავდა ნუში"
როგორ იქმნებოდა ფილმი "როცა აყვავდა ნუში"

ნუ­შის ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი დგე­ბა. ჰა­ერ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს, მზე გე­ა­ლერ­სე­ბა და მო­ა­ბი­ჯებ რო­მან­ტი­კულ ფიქ­რებ­სა და ოც­ნე­ბებ­ში გზა­აბ­ნე­უ­ლი... ამ დროს, გია ყან­ჩე­ლის ჰან­გე­ბი გახ­სენ­დე­ბა, მერე - ის კად­რი, ვე­ლო­სი­პე­დით რო­გორ მო­სე­ირ­ნო­ბენ ამ ჰან­გის ფონ­ზე თინა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი და ზურა ყიფ­ში­ძე...

უკვე 44 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ეკ­რან­ზე გა­მო­ვი­და ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის - "როცა აყ­ვავ­და ნუში", ფილ­მი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე შე­იყ­ვა­რა მა­ყუ­რე­ბელ­მა და რო­მე­ლიც დღე­საც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას... რო­გორც ვიცი, ეკა მა­ღა­ლაშ­ვი­ლის­თვის, რო­მელ­მაც ფილმში თა­ვი­სი მო­სა­ხე­ლე პერ­სო­ნა­ჟი გა­ნა­სა­ხი­ე­რა, ეს როლი ერ­თა­დერ­თია - მან პრო­ფე­სი­ად მხატ­ვრო­ბა აირ­ჩია. ჩვენს ინ­ტერ­ვი­უ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ეკა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ლა­მაზ პე­რი­ოდ­ზე გვი­ამ­ბობს და იხ­სე­ნებს, თუ რა ხდე­ბო­და ნუ­შის ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად დიდი ხნის წინ იყო, რომ ხან­და­ხან მგო­ნია, სხვა ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბო­და. ფილმში 15 წლის ვარ. რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე დე­დას მე­გო­ბა­რი იყო, შვი­ლე­ბიც ვმე­გობ­რობ­დით. თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ სცე­ნა­რი იწე­რე­ბო­და და ისიც, რომ ერთ-ერთ პერ­სო­ნა­ჟად პუტ­კუ­ნა, გუ­ლუბ­რყვი­ლო და ცოტა სა­სა­ცი­ლო ტი­პაჟს ეძებ­დნენ. ასე­თი ორი ვყავ­დით. გაგვგზავ­ნეს სინ­ჯებ­ზე და რა­ტომ­ღაც, მე ამარ­ჩი­ეს. დღეს რომ ვუ­ყუ­რებ, სუ­ლაც არ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ პუტ­კუ­ნა ვარ. წო­ნის პრობ­ლე­მა არ მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ გარ­და­მა­ვალ ასაკ­ში შე­სამ­ჩნე­ვად მოვ­სუქ­დი. ამის გამო დედა სულ მე­უბ­ნე­ბო­და: "ეკა, ნუ ჭამ! დი­ე­ტუ­რად იკ­ვე­ბე!" გა­და­ღე­ბე­ბი რომ და­ი­წყო, აღ­მოჩ­ნდა, რომ არც ისე­თი მსუ­ქა­ნი ვი­ყა­ვი, რო­გო­რიც ფილ­მის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ, ამი­ტომ დე­დაც და ქალ­ბა­ტო­ნი ლა­ნაც დამ­დევ­დნენ: ეკა, ჭამე! ეკა, ჭა­მეო!

ხომ იცით, თბი­ლი­სი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია, ამი­ტომ გა­და­ღე­ბის და­წყე­ბამ­დე, ფილ­მის თით­ქმის ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით: ზოგი ჩემი სკო­ლე­ლი იყო, ზოგი უბ­ნე­ლი, ზო­გიც მე­გობ­რის მე­გო­ბა­რი: გოგა ფი­ფი­აც, ზურა ყიფ­ში­ძეც (რო­მე­ლიც 2-3 წლი­თაა ჩემ­ზე უფ­რო­სი) და თინა ვარ­და­ნაშ­ვი­ლიც. თუმ­ცა, გა­და­ღე­ბი­სას ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით.

- გა­და­ღე­ბე­ბი სად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და?

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

როგორ იქმნებოდა ფილმი "როცა აყვავდა ნუში"

როგორ იქმნებოდა ფილმი "როცა აყვავდა ნუში"

ნუშის ყვავილობის პერიოდი დგება. ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, მზე გეალერსება და მოაბიჯებ რომანტიკულ ფიქრებსა და ოცნებებში გზააბნეული... ამ დროს, გია ყანჩელის ჰანგები გახსენდება, მერე - ის კადრი, ველოსიპედით როგორ მოსეირნობენ ამ ჰანგის ფონზე თინა ვარდანაშვილი და ზურა ყიფშიძე...

უკვე 44 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოვიდა ლანა ღოღობერიძის - "როცა აყვავდა ნუში", ფილმი, რომელიც თავიდანვე შეიყვარა მაყურებელმა და რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას... როგორც ვიცი, ეკა მაღალაშვილისთვის, რომელმაც ფილმში თავისი მოსახელე პერსონაჟი განასახიერა, ეს როლი ერთადერთია - მან პროფესიად მხატვრობა აირჩია. ჩვენს ინტერვიუში ქალბატონი ეკა თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზ პერიოდზე გვიამბობს და იხსენებს, თუ რა ხდებოდა ნუშის ყვავილობის პერიოდში.

- ეს ყველაფერი იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ხანდახან მგონია, სხვა ცხოვრებაში ხდებოდა. ფილმში 15 წლის ვარ. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დედას მეგობარი იყო, შვილებიც ვმეგობრობდით. თავიდანვე ვიცოდი, რომ სცენარი იწერებოდა და ისიც, რომ ერთ-ერთ პერსონაჟად პუტკუნა, გულუბრყვილო და ცოტა სასაცილო ტიპაჟს ეძებდნენ. ასეთი ორი ვყავდით. გაგვგზავნეს სინჯებზე და რატომღაც, მე ამარჩიეს. დღეს რომ ვუყურებ, სულაც არ მეჩვენება, რომ პუტკუნა ვარ. წონის პრობლემა არ მაწუხებდა, მაგრამ გარდამავალ ასაკში შესამჩნევად მოვსუქდი. ამის გამო დედა სულ მეუბნებოდა: "ეკა, ნუ ჭამ! დიეტურად იკვებე!" გადაღებები რომ დაიწყო, აღმოჩნდა, რომ არც ისეთი მსუქანი ვიყავი, როგორიც ფილმისთვის სჭირდებოდათ, ამიტომ დედაც და ქალბატონი ლანაც დამდევდნენ: ეკა, ჭამე! ეკა, ჭამეო!

ხომ იცით, თბილისი პატარა ქალაქია, ამიტომ გადაღების დაწყებამდე, ფილმის თითქმის ყველა მსახიობი ერთმანეთს ვიცნობდით: ზოგი ჩემი სკოლელი იყო, ზოგი უბნელი, ზოგიც მეგობრის მეგობარი: გოგა ფიფიაც, ზურა ყიფშიძეც (რომელიც 2-3 წლითაა ჩემზე უფროსი) და თინა ვარდანაშვილიც. თუმცა, გადაღებისას ძალიან დავახლოვდით.

- გადაღებები სად მიმდინარეობდა?

წაიკითხეთ სრულად

1006 ახალი ინფიცირებული და 25 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში საქართველოში 17 349 ტესტი ჩატარდა

სკოლების პედაგოგებს, სადაც სწავლა 1-ელი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განახლდება, PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

"კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე 41% მყარ "არას" არ ამბობს, საჭიროა მეტი განათლება, ექიმების მიმართ ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეკლესიის როლი" - კულუმბეგოვი