მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის ფასად აფართოებს საზღვრებს რუსეთი?
რის ფასად აფართოებს საზღვრებს რუსეთი?

ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ას გმობს, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რი იგორ პლოტ­ნიც­კი არც თუ ისე მო­უ­ლოდ­ნელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, - ის დონ­ბა­სის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის მომ­ხრეა.

"ეს მხო­ლოდ შე­თა­ვა­ზე­ბა არ არის, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ასე­თი რე­ფე­რენ­დუ­მი აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა. მის ინი­ცი­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვახ­დენთ და შე­დეგ­საც მი­ვი­ღებთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს... თა­ვი­დან ხომ იდგა სა­კი­თხი, რომ პირ­და­პირ ყი­რი­მის გზას გავ­ყო­ლო­დით, რათა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ვერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ შემ­დეგ, გეგ­მე­ბი ცო­ტა­თი შე­იც­ვა­ლა და რა­ღა­ცე­ე­ბი სხვაგ­ვა­რად გა­მო­ვი­და. ახლა კი დროა, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დეს", - გა­ნა­ცხა­და პლოტ­ნიც­კიმ, რომ­ლის თქმი­თაც, პლე­ბის­ცი­ტის ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იგი­ვე შე­დე­გი იქ­ნე­ბა, რაც ყი­რიმ­ში იყო...

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც გავ­ლე­ნი­ა­ნი და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით აკე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბას, რომ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გია რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი, რუ­სე­თი ხის­ტად თუ ირი­ბად, გავ­ლე­ნე­ბი­სა და სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას გა­ნაგ­რძობს. ეს მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში ჯერ კი­დევ არ არის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა მის­თვის სან­ქცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნი­მე ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რიც სა­უბ­რობს რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე...

უკ­რა­ი­ნე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს არის რუ­სე­თის პა­სუ­ხი უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს ქმე­დე­ბა­ზე, რო­მელ­მაც კი­ე­ვის მიერ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი დონ­ბა­სის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან გა­და­ზიდ­ვე­ბი დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა. უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის, ალექ­სან­დრ ტურ­ჩი­ნო­ვით გან­ცხა­დე­ბით, საბ­ჭომ გა­და­წყვი­ტა, რომ დრო­ე­ბით, მინ­სკის შე­თან­ხმე­ბის გარ­კვე­უ­ლი პუნ­ქტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე შე­წყვი­ტოს სა­კონ­ტაქ­ტო ხა­ზის გავ­ლით გა­და­ზიდ­ვე­ბი...

რო­გორც ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა არ­სენ ავა­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­ვაჭ­რო გზე­ბის გა­და­კეტ­ვა დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ე.წ რეს­პუბ­ლი­კე­ბის გავ­ლით, არ გავ­რცელ­დე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირ­თსა და პი­რად ავ­ტოტ­რან­სპორტზე... ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა რუ­სეთ­მა და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა.

რუ­სე­თის სცე­ნა­რი უკვე ნაც­ნო­ბია, სხვა სა­კი­თხია ვის შეს­წევს მისი ქმე­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია... რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ვი­ნაც­ვლოთ და ყი­რი­მის რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბის პრო­ცე­სი გა­ვიხ­სე­ნოთ. იქ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის შემ­დეგ, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა აღელ­და, - რუ­სე­თის მხრი­დან სრუ­ლი კონ­ტრო­ლის მცდე­ლო­ბას სო­ხუმ­ში რამ­დენ­ჯერ­მე კი­ნა­ღამ სის­ხლისღვრა მოჰ­ყვა... შემ­დეგ რუ­სეთ­მა პო­ლი­ტი­კა შეც­ვა­ლა და ცოტა ხან­ში მას­თან "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმდნენ... პე­რი­ო­დუ­ლად, რუ­სეთს ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­მა­ტე­ბი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბა შე­აქვს, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, - გუ­და­უ­თა­ში, "ეს-300" ტი­პის კომ­პლექ­სე­ბი შე­იყ­ვა­ნა... მი­სა­ღე­ბია ეს აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თუ არა, რუ­სე­თი ამას მა­ინც აკე­თებს.

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი პა­ველ შე­რე­მე­ტი თა­ვის ბლოგ­ში რუ­სულ-აფხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­ნი­ხი­ლავს, - "აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი რე­ა­ლო­ბას თვა­ლებ­ში უყუ­რებს და კა­მა­თობს, - ყი­რი­მი­ვით შე­უ­ერ­თდნენ რუ­სეთს, თუ ისე მო­იქ­ცნენ, ვი­თომ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან... ბოლო დროს, სამ­ხრეთ ოსეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­ხედ­ვით, დიდი მარ­ჩი­ე­ლო­ბა არ უნდა, რომ ცხინ­ვა­ლი ჩრდი­ლო­ეთ ოსეთს, ანუ რუ­სეთს შე­უ­ერ­თდე­ბა. სხვა საქ­მეა მულ­ტი­ეთ­ნი­კუ­რი, უფრო მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი და რუ­სე­თის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აფხა­ზე­თი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გრძნო­ბე­ბი გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი აქვს. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ფო­რუ­მე­ბი, რო­მელ­შიც აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი გა­ყო­ფი­ლია. ისი­ნი, ვი­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ აფხა­ზეთს ამ­ჟა­მად ეთ­ნოკ­რა­ტია მარ­თავს, რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბის მომ­ხრე­ე­ბი არი­ან იმის იმე­დით, რომ ეს სი­ტუ­ა­ცი­ას ცო­ტა­თი გან­მუხ­ტავს. რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბა სურთ ეთ­ნი­კურ რუ­სებ­საც - მათ აფხა­ზეთ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვის და სხვა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის ეში­ნი­ათ. არი­ან ისი­ნიც, რომ­ლე­ბიც, პრინ­ციპ­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრე­ე­ბი არი­ან და რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბა არ სურთ. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აფხა­ზი ხალ­ხის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, რის­თვი­საც მათ ათა­სო­ბით სი­ცო­ცხლე გა­ი­ღეს. და თუ ახალ, "სუ­ვე­რე­ნულ, დე­მოკ­რა­ტი­ულ" აფხა­ზეთ­ში ბევ­რი მში­ე­რი და უმუ­შე­ვა­რია, უნდა მო­ით­მი­ნონ და უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძო­ლონ... ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ბევ­რი აფხა­ზი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის სა­ფა­სუ­რად, მათ რუ­სე­ბის და მათი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის ატა­ნა უწევთ. სამ­ხედ­რო­ე­ბი კი ისე იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში", – ამ­ბობს რუსი ჟურნ­ლას­ტი.

მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლა მათ კი­დევ იმი­ტომ არ აწყობთ, რომ რუ­სეთ­ში უბ­რა­ლოდ და­ი­კარ­გე­ბი­ან... იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან, და­ი­ვი­წყონ მშობ­ლი­უ­რი ენა და ეთ­ნი­კუ­რი იდენ­ტო­ბაც... სხვა სა­კი­თხია, - სჭირ­დე­ბა თუ არა ახლა სან­ქცი­ე­ბით და­ხუნძლულ რუ­სეთს გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი და დან­გრე­უ­ლი აფხა­ზე­თი და კი­დევ უფრო უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი.

რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის თან­მხლებ საფრ­თხე­ებ­ზე მსჯე­ლობს "როს­ბალ­ტიც". გა­მო­ცე­მის თქმით, აფხა­ზე­თი, ყი­რი­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ მსხვერ­პლად არ ღირს... რუ­სე­თი ძა­ლი­ან და­ი­ხარ­ჯა აფხა­ზე­თის "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე", თუმ­ცა ამ და­ნა­ხარ­ჯებს აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კა არ აუყ­ვა­ვე­ბია. რეს­პუბ­ლი­კა უწინ­დე­ბუ­რად ნა­ხევ­რად დან­გრე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მოს­კო­ვის დო­ტა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის დონე კი არ მა­ტუ­ლობს. ის არ­გუ­მენ­ტი, რომ ღა­რიბ რუს ტუ­რისტს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა კე­თილ­მო­უ­წყო­ბელ, სა­მა­გი­ე­როდ, აფხა­ზე­თის იაფ პლა­ჟებს ეწ­ვი­ოს, დიდი ვე­რა­ფე­რი გა­სა­მარ­თლე­ბე­ლია... შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სუ­ლი მე­დია გა­ცხა­რე­ბუ­ლი მსჯე­ლობს, რად უღირს ამ პროგ­რე­სი­რე­ბა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე რუ­სეთს სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, რო­მე­ლიც დი­ვი­დენ­დებს ვერც გრძელ­ვა­დი­ან პერ­სექ­ტი­ვა­ში მო­უ­ტანს და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს გუ­ლის­წყრო­მა­საც ზრდის...

რუ­სე­თის მი­მართ მუდ­მი­ვი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს ყვე­ლას აშშ-ის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ე­რო­ში ნიკი ჰე­ი­ლი. მისი თქმით, რუ­სე­თის მხრი­დან წა­მო­სუ­ლი საფრ­თხე უყუ­რა­დღე­ბოდ არ უნდა დარ­ჩეს.

"სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დეთ ამ სა­კითხს, ჩვენ რუ­სეთს ვერ ვენ­დო­ბით, ჩვენ რუ­სეთს არც არას­დროს უნდა ვენ­დოთ", - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "ენ-ბი-სის­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ად­მი­ნის­ტრა­ცია მოს­კოვ­თან საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას იმა­ზე უკეთ შეძ­ლებს, ვიდ­რე ამას ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცია აკე­თებ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რის ფასად აფართოებს საზღვრებს რუსეთი?

რის ფასად აფართოებს საზღვრებს რუსეთი?

ვიდრე ევროკავშირი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას გმობს, თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის მეთაური იგორ პლოტნიცკი არც თუ ისე მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს, - ის დონბასის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა.

"ეს მხოლოდ შეთავაზება არ არის, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება. მის ინიცირებას აუცილებლად მოვახდენთ და შედეგსაც მივიღებთ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს... თავიდან ხომ იდგა საკითხი, რომ პირდაპირ ყირიმის გზას გავყოლოდით, რათა რუსეთის ფედერაციაში გავერთიანებულიყავით, მაგრამ შემდეგ, გეგმები ცოტათი შეიცვალა და რაღაცეები სხვაგვარად გამოვიდა. ახლა კი დროა, ყველაფერი დალაგდეს", - განაცხადა პლოტნიცკიმ, რომლის თქმითაც, პლებისციტის ჩატარების შემთხვევაში, იგივე შედეგი იქნება, რაც ყირიმში იყო...

იმ ფონზე, როდესაც გავლენიანი დასავლელი ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით აკეთებენ განცხადებას, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგია რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთი ხისტად თუ ირიბად, გავლენებისა და საზღვრების გაფართოებას განაგრძობს. ეს მაშინ, როდესაც ევროპაში ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება მისთვის სანქციების გაგრძელების შესახებ და რამდენიმე ამერიკელი სენატორიც საუბრობს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების აუცილებლობაზე...

უკრაინელი ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს არის რუსეთის პასუხი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ქმედებაზე, რომელმაც კიევის მიერ არაკონტროლირებადი დონბასის ტერიტორიებიდან გადაზიდვები დროებით შეაჩერა. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრ ტურჩინოვით განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ დროებით, მინსკის შეთანხმების გარკვეული პუნქტების გამოქვეყნებამდე შეწყვიტოს საკონტაქტო ხაზის გავლით გადაზიდვები...

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, სარკინიგზო და საავტომობილო სავაჭრო გზების გადაკეტვა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების გავლით, არ გავრცელდება ჰუმანიტარულ ტვირთსა და პირად ავტოტრანსპორტზე... ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა რუსეთმა და შედეგმაც არ დააყოვნა.

რუსეთის სცენარი უკვე ნაცნობია, სხვა საკითხია ვის შესწევს მისი ქმედებების პრევენცია... რამდენიმე წლის წინ გადავინაცვლოთ და ყირიმის რუსეთთან მიერთების პროცესი გავიხსენოთ. იქ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, აფხაზეთის მოსახლეობა აღელდა, - რუსეთის მხრიდან სრული კონტროლის მცდელობას სოხუმში რამდენჯერმე კინაღამ სისხლისღვრა მოჰყვა... შემდეგ რუსეთმა პოლიტიკა შეცვალა და ცოტა ხანში მასთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, რომლის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების დაჯგუფების შესახებ შეთანხმდნენ... პერიოდულად, რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებითი შეიარაღება შეაქვს, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, - გუდაუთაში, "ეს-300" ტიპის კომპლექსები შეიყვანა... მისაღებია ეს აფხაზეთის მოსახლეობისთვის თუ არა, რუსეთი ამას მაინც აკეთებს.

რუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი თავის ბლოგში რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს განიხილავს, - "აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი რეალობას თვალებში უყურებს და კამათობს, - ყირიმივით შეუერთდნენ რუსეთს, თუ ისე მოიქცნენ, ვითომ დამოუკიდებლები არიან... ბოლო დროს, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესების მიხედვით, დიდი მარჩიელობა არ უნდა, რომ ცხინვალი ჩრდილოეთ ოსეთს, ანუ რუსეთს შეუერთდება. სხვა საქმეა მულტიეთნიკური, უფრო მრავალრიცხოვანი და რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აფხაზეთი, სადაც მოსახლეობას ნაციონალური გრძნობები გამძაფრებული აქვს. ამის ნათელი მაგალითია მასობრივი ინფორმაციების ფორუმები, რომელშიც აფხაზეთის მოსახლეობის აზრი გაყოფილია. ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ აფხაზეთს ამჟამად ეთნოკრატია მართავს, რუსეთთან მიერთების მომხრეები არიან იმის იმედით, რომ ეს სიტუაციას ცოტათი განმუხტავს. რუსეთთან მიერთება სურთ ეთნიკურ რუსებსაც - მათ აფხაზეთში უძრავი ქონების წართმევის და სხვა უსიამოვნებების ეშინიათ. არიან ისინიც, რომლებიც, პრინციპში, დამოუკიდებლობის მომხრეები არიან და რუსეთთან მიერთება არ სურთ. ისინი ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლობა აფხაზი ხალხის მთავარი ღირებულებაა, რისთვისაც მათ ათასობით სიცოცხლე გაიღეს. და თუ ახალ, "სუვერენულ, დემოკრატიულ" აფხაზეთში ბევრი მშიერი და უმუშევარია, უნდა მოითმინონ და უკეთესი მომავლისთვის იბრძოლონ... ამ ყველაფერთან ერთად, ბევრი აფხაზი გაღიზიანებულია, რომ დამოუკიდებლობის აღიარების საფასურად, მათ რუსების და მათი სამხედრო ბაზების ატანა უწევთ. სამხედროები კი ისე იქცევიან, როგორც საკუთარ სახლში", – ამბობს რუსი ჟურნლასტი.

მისივე თქმით, აფხაზები ფიქრობენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მათ კიდევ იმიტომ არ აწყობთ, რომ რუსეთში უბრალოდ დაიკარგებიან... იძულებული გახდებიან, დაივიწყონ მშობლიური ენა და ეთნიკური იდენტობაც... სხვა საკითხია, - სჭირდება თუ არა ახლა სანქციებით დახუნძლულ რუსეთს გაღატაკებული და დანგრეული აფხაზეთი და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში მყოფი ცხინვალის რეგიონი.

რუსეთის საზღვრების გაფართოების თანმხლებ საფრთხეებზე მსჯელობს "როსბალტიც". გამოცემის თქმით, აფხაზეთი, ყირიმისგან განსხვავებით, ამ მსხვერპლად არ ღირს... რუსეთი ძალიან დაიხარჯა აფხაზეთის "დამოუკიდებლობაზე", თუმცა ამ დანახარჯებს აფხაზეთის ეკონომიკა არ აუყვავებია. რესპუბლიკა უწინდებურად ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია და მოსკოვის დოტაციაზე იმყოფება. მოსახლეობის ცხოვრების დონე კი არ მატულობს. ის არგუმენტი, რომ ღარიბ რუს ტურისტს საშუალება ექნება კეთილმოუწყობელ, სამაგიეროდ, აფხაზეთის იაფ პლაჟებს ეწვიოს, დიდი ვერაფერი გასამართლებელია... შესაბამისად, რუსული მედია გაცხარებული მსჯელობს, რად უღირს ამ პროგრესირებადი ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთს საზღვრების გაფართოება, რომელიც დივიდენდებს ვერც გრძელვადიან პერსექტივაში მოუტანს და დანარჩენი მსოფლიოს გულისწყრომასაც ზრდის...

რუსეთის მიმართ მუდმივი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს ყველას აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილი. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან წამოსული საფრთხე უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

"სერიოზულად მოეკიდეთ ამ საკითხს, ჩვენ რუსეთს ვერ ვენდობით, ჩვენ რუსეთს არც არასდროს უნდა ვენდოთ", - აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია "ენ-ბი-სისთან" ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მოსკოვთან საქმის მოგვარებას იმაზე უკეთ შეძლებს, ვიდრე ამას ობამას ადმინისტრაცია აკეთებდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე