პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რა ქონებას იღებს სახელმწიფოსგან 1 ლარად წლების განმავლობაში
ვინ და რა ქონებას იღებს სახელმწიფოსგან 1 ლარად წლების განმავლობაში

2013-2016 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ 232 გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­მოს­ცა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კონ­კრე­ტულ ფი­ზი­კურ პი­რებ­სა თუ კომ­პა­ნი­ებს სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა სიმ­ბო­ლურ ფა­სად გა­და­ე­ცათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კა AMBEBI.GE-ს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ა­წო­და.

რიგ შემ­თხვე­ვა­ში ერთი გან­კარ­გუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მა ხდე­ბო­და ერთ ან რამ­დე­ნი­მე პირ­ზე. ეს ნიშ­ნავს, რომ რე­ა­ლუ­რად ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 232 ერ­თე­ულ­ზე ბევ­რად მეტი ქო­ნე­ბაა გას­ხვი­სე­ბუ­ლი. სა­უ­ბა­რია ძი­რი­თა­დად უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე - გან­კარ­გუ­ლე­ბა­თა უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის გა­და­ცე­მას ეხე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა სიმ­ბო­ლურ ფა­სად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეთ იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რებს, ეკო­მიგ­რან­ტებს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას და ინ­ვეს­ტო­რებს წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით. სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის უსას­ყიდ­ლოდ სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს რო­გორც პი­რო­ბე­ბით, ასე­ვე პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე.

იმ კომ­პა­ნი­ე­ბის რი­ცხვში, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბოდ­ნენ რო­გორც ინ­ვეს­ტო­რე­ბი და მათ­ზე სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბით ხდე­ბო­და, არი­ან: "მ2"," შატო მუხ­რა­ნი", "სო­კარ ჯორ­ჯია გაზი" და სხვა მრა­ვა­ლი კომ­პა­ნია. ასე­ვე, ქო­ნე­ბის არა­ერ­თგზის მიმ­ღებ­თა სი­ა­ში არი­ან - "თე­ლა­სი" და Georgian Water and Power.

ფი­ზი­კურ პი­რებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ზე გა­და­ცე­მის გან­კარ­გუ­ლე­ბებ­ში ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მის პი­რო­ბე­ბი არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი.

2013 წელს სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ სულ 24 ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა. მათ­გან 8 გან­კარ­გუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მიმ­ღე­ბი იყო კერ­ძო კომ­პა­ნია ან ა(ა)იპ, 10 გან­კარ­გუ­ლე­ბით - ფი­ზი­კუ­რი პირი, 3 გან­კარ­გუ­ლე­ბით - სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია და 3 გან­კარ­გუ­ლე­ბით - ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნი­ლე­ბი. კერ­ძო პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი­დან ერთი ეხე­ბო­და და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს - ამ ბრძა­ნე­ბით 21 ოჯახს გა­და­ე­ცა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც ბოლო წლებ­ში ქო­ნე­ბა 1 ლა­რად გა­და­ე­ცათ

2014 წელს სხვა წლებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე მეტი - 84 გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­ი­ცა. მათ­გან 53 გან­კარ­გუ­ლე­ბით ქო­ნე­ბა გა­და­ე­ცა კომ­პა­ნი­ას ან ა(ა)იპ-ს, 15 გან­კარ­გუ­ლე­ბით - ფი­ზი­კურ პირს, 18 გან­კარ­გუ­ლე­ბით - სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ას და 8 გან­კარ­გუ­ლე­ბით - ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნი­ლებს.

2015 წელს ქო­ნე­ბის სიმ­ბო­ლურ ფა­სად გას­ხვი­სე­ბის 55 გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­ი­ცა. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან 38 გან­კარ­გუ­ლე­ბით ქო­ნე­ბა გას­ხვის­და კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ზე ან ა(ა)იპ-ზე, 14 გან­კარ­გუ­ლე­ბით - კერ­ძო პირ­ზე, 1 გან­კარ­გუ­ლე­ბით - სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ზე და 2 გან­კარ­გუ­ლე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნი­ლებ­ზე.

2016 წელს სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის სიმ­ბო­ლურ ფა­სად გას­ხვი­სე­ბის 68 გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­ი­ცა. მათ­გან 40 გან­კარ­გუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მიმ­ღე­ბი იყო კერ­ძო კომ­პა­ნია ან ა(ა)იპ, 25 გან­კარ­გუ­ლე­ბით - ფი­ზი­კუ­რი პირი, 3 გან­კარ­გუ­ლე­ბით კი - ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნი­ლე­ბი.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით პრი­ვა­ტი­ზე­ბა ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბით და "სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვი­სა და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და და შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებს ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, რომ­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბი­თაც გა­ი­ცე­მო­და სხვა­დას­ხვა სა­ხის ქო­ნე­ბა კერ­ძო პი­რებ­ზე.

ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და­კარ­გა. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით პრი­ვა­ტი­ზე­ბას, წი­ლე­ბი­სა და აქ­ცი­ე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბით გა­და­ცე­მას პირ­და­პი­რი გა­და­ცე­მის ფორ­მით მთავ­რო­ბა ახორ­ცი­ე­ლებს.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც ბოლო წლებ­ში ქო­ნე­ბა 1 ლა­რად გა­და­ე­ცათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ვინ და რა ქონებას იღებს სახელმწიფოსგან 1 ლარად წლების განმავლობაში

ვინ და რა ქონებას იღებს სახელმწიფოსგან 1 ლარად წლების განმავლობაში

2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობამ 232 განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, კონკრეტულ ფიზიკურ პირებსა თუ კომპანიებს სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცათ. აღნიშნული სტატისტიკა AMBEBI.GE-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე მიაწოდა.

რიგ შემთხვევაში ერთი განკარგულებით რამდენიმე ქონების გადაცემა ხდებოდა ერთ ან რამდენიმე პირზე. ეს ნიშნავს, რომ რეალურად ამ წლების განმავლობაში 232 ერთეულზე ბევრად მეტი ქონებაა გასხვისებული. საუბარია ძირითადად უძრავ ქონებაზე - განკარგულებათა უმეტესობა სწორედ მიწის ნაკვეთების გადაცემას ეხება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად შეიძლება გადაეცეთ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეკომიგრანტებს, სოციალურად დაუცველებს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ინვესტორებს წახალისების მიზნით. სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს როგორც პირობებით, ასევე პირობების გარეშე.

იმ კომპანიების რიცხვში, რომლებიც სახელმწიფოს მიერ განიხილებოდნენ როგორც ინვესტორები და მათზე სახელმწიფო ქონების გადაცემა საინვესტიციო პირობით ხდებოდა, არიან: "მ2"," შატო მუხრანი", "სოკარ ჯორჯია გაზი" და სხვა მრავალი კომპანია. ასევე, ქონების არაერთგზის მიმღებთა სიაში არიან - "თელასი" და Georgian Water and Power.

ფიზიკურ პირებსა და საქართველოს სამოციქული ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გადაცემის განკარგულებებში ქონების გადაცემის პირობები არ არის დაზუსტებული.

2013 წელს სახელმწიფო ქონების გასხვისების შესახებ სულ 24 ბრძანება გაიცა. მათგან 8 განკარგულებით სახელმწიფო ქონების მიმღები იყო კერძო კომპანია ან ა(ა)იპ, 10 განკარგულებით - ფიზიკური პირი, 3 განკარგულებით - საქართველოს სამოციქული ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია და 3 განკარგულებით - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები. კერძო პირებზე გაცემული განკარგულებებიდან ერთი ეხებოდა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს - ამ ბრძანებით 21 ოჯახს გადაეცა უძრავი ქონება.

ასევე წაიკითხეთ: ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები, რომელთაც ბოლო წლებში ქონება 1 ლარად გადაეცათ

2014 წელს სხვა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი - 84 განკარგულება გაიცა. მათგან 53 განკარგულებით ქონება გადაეცა კომპანიას ან ა(ა)იპ-ს, 15 განკარგულებით - ფიზიკურ პირს, 18 განკარგულებით - საქართველოს სამოციქული ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიას და 8 განკარგულებით - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს.

2015 წელს ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების 55 განკარგულება გაიცა. საერთო რაოდენობიდან 38 განკარგულებით ქონება გასხვისდა კერძო კომპანიაზე ან ა(ა)იპ-ზე, 14 განკარგულებით - კერძო პირზე, 1 განკარგულებით - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და 2 განკარგულებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებზე.

2016 წელს სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების 68 განკარგულება გაიცა. მათგან 40 განკარგულებით სახელმწიფო ქონების მიმღები იყო კერძო კომპანია ან ა(ა)იპ, 25 განკარგულებით - ფიზიკური პირი, 3 განკარგულებით კი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები.

სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით რეგულირდებოდა. აღნიშნული კანონის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდა და შესაბამის პირობებს ადგენდა საქართველოს პრეზიდენტი, რომლის განკარგულებითაც გაიცემოდა სხვადასხვა სახის ქონება კერძო პირებზე.

ივანიშვილის მთავრობის მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმის უფლებამოსილება დაკარგა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემას პირდაპირი გადაცემის ფორმით მთავრობა ახორციელებს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები, რომელთაც ბოლო წლებში ქონება 1 ლარად გადაეცათ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი