პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახსრების ტკივილი და მისი მკურნალობის მეთოდები - რევმატოლოგის რჩევები
სახსრების ტკივილი და მისი მკურნალობის მეთოდები - რევმატოლოგის რჩევები

სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. რო­გორ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს პრობ­ლე­მა რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას, ამ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა ექი­მი-რევ­მა­ტო­ლო­გი ირი­ნა მა­ლა­ზო­ნია.

- ქალ­ბა­ტო­ნო ირი­ნა, რო­მე­ლი რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს აღი­ნიშ­ნე­ბა სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი?

- რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით შე­პყრო­ბი­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 30%. რევ­მა­ტულ და­ა­ვა­დე­ბებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა სახ­სრე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი: ოს­ტე­ო­ართრო­ზი, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, ფსო­რი­ა­ზუ­ლი ართრი­ტი, პო­დაგ­რუ­ლი პო­ლი­ართრი­ტი, სახ­სრის ირ­გვლი­ვი რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სხვა.

სახ­სრე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა: ტკი­ვი­ლი, დე­ფორ­მა­ცია, საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლა, პა­თო­ლო­გი­უ­რი მო­ტე­ხი­ლო­ბა და სახ­სრის ირ­გვლი­ვი რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის რე­აქ­ცია.

- უპი­რა­ტე­სად რო­მელ და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს მსხვი­ლი სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი?

- მსხვი­ლი სახ­სრე­ბის პრო­ექ­ცი­ა­ზე ტკი­ვი­ლი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ოს­ტე­ო­ართრო­ზის­თვის. ის სახ­სრე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ძვლე­ბის სა­სახ­სრე ზე­და­პი­რე­ბის მფა­რავ ხრტილს აზი­ა­ნებს, ხრტი­ლი კარ­გავს ელას­ტი­კუ­რო­ბას და სი­სა­და­ვეს, უჩ­ნდე­ბა ნა­ხეთ­ქე­ბი. ამი­ტომ სა­სახ­სრე ზე­და­პი­რე­ბი პირ­ვან­დე­ლი­ვით ად­ვი­ლად აღარ სრი­ა­ლებს. გარ­და ამი­სა, შეც­ვლი­ლი ხრტი­ლი ვე­ღარ იცავს ძვლებს დატ­ვირ­თვი­სა­გან. ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­დე­გად სახ­სარ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით - მოძ­რა­ო­ბი­სას, აღ­მო­ცენ­დე­ბა ტკი­ვი­ლი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი მცირ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბის ამ­პლი­ტუ­და. და­ა­ვა­დე­ბა იწყე­ბა თან­და­თა­ნო­ბით. სა­წყის სტა­დი­ა­ზე ტკი­ვი­ლი მხო­ლოდ მოძ­რა­ო­ბის დროს აღი­ნიშ­ნე­ბა, შემ­დეგ მუდ­მი­ვი ხდე­ბა, და­ზი­ა­ნე­ბულ სახ­სარ­ში იწყე­ბა ხმა­უ­რი და ვი­თარ­დე­ბა დე­ფორ­მა­ცია, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ძვლო­ვა­ნი წა­ნა­ზარ­დე­ბით.

- რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი იწ­ვევს წვრი­ლი სახ­სრე­ბის ტკი­ვილს?

- წვრი­ლი სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი ძი­რი­თა­დად ახა­სი­ა­თებს ან­თე­ბით და­ა­ვა­დე­ბებს: რევ­მა­ტო­ი­დულ ართრიტს, ფსო­რი­ა­ზულ ართრიტს, პო­დაგ­რულ პო­ლი­ართრიტს და სხვა. რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის დროს ზი­ან­დე­ბა მტევ­ნი­სა და ტერ­ფის წვრი­ლი (უპი­რა­ტე­სად პრო­ქ­სი­მუ­ლი ფა­ლან­გთა­შუა) სახ­სრე­ბი. ტკვი­ლი შუ­ა­ღა­მი­სას იწყე­ბა და გამ­თე­ნი­ი­სას ძლი­ერ­დე­ბა. სახ­სრე­ბი სივ­დე­ბა და მოძ­რა­ო­ბა იზღუ­დე­ბა. ანა­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა აქვს ფსო­რი­ა­ზულ ართრიტს. პო­დაგ­რუ­ლი პო­ლი­ართრი­ტის შე­ტე­ვა კი ხა­სი­ათ­დე­ბა უძ­ლი­ე­რე­სი ტკვი­ლით ტერ­ფის, ცერა თი­თის შე­სი­ვე­ბით, ჰი­პე­რე­მი­ით (შე­წით­ლე­ბით), მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვით, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცი­ით, შე­ტე­ვა გრძელ­დე­ბა 5-10 დღე.

- რა არის სახ­სრე­ბის (რო­გორც მსხვი­ლის, ასე­ვე წვრი­ლის) ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზი?

- ტკი­ვილს სახ­სარ­ში მიმ­დი­ნა­რე პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი იწ­ვევს, რო­მე­ლიც ძვლის­საზ­რდე­ლას მდი­და­რი ინერ­ვა­ცი­ი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

სახ­სრის ტკი­ვი­ლის დროს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს - მის ხა­სი­ათს, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და იმას, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ის მოძ­რა­ო­ბას. ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბი­სას ტკი­ვი­ლი მოძ­რა­ო­ბის დრო­საა და მოს­ვე­ნე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქრე­ბა. ხში­რად ტკი­ვი­ლი არ ემ­თხვე­ვა პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ას. კოქ­სართრო­ზით ან ბარ­ძა­ყის ძვლის თა­ვის ასეპ­ტი­კუ­რი ნეკ­რო­ზით მო­ა­ვა­დეთ ტკი­ვი­ლი მოძ­რა­ო­ბი­სას აწუ­ხებთ. ფე­სობ­რი­ვი სინ­დრო­მის დროს ტკი­ვი­ლი უმ­თავ­რე­სად მოს­ვე­ნე­ბი­სას ვლინ­დე­ბა (ხერ­ხემ­ლის ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი, სპონ­დი­ლო­ზი). კოქ­სართრო­ზის დროს ტკი­ვი­ლი ხში­რად მუხ­ლის სახ­სარ­შიც გა­და­ე­ცე­მა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

მქონდა ვირუსი კოვიდი დამეწყო ხელის სახსრების ტკივილები თითების მაჯების .შეშუპებული მაქვს და მოძრაობის დროს ტკივილები .შიგადაშიგ მუხლებიც მტკივა მკლავებიც .მეუბნებიან კოვიდის ბრალია დროთა განმავლობაში გაგივლისო უკვე მესამე თვე დაიწყო და არანაირი შედეგია ყოველ დღე ახალი ადგილი მტკივა .არ ვიღებ არაფერს რადგან პრობლემები მაქვს კუჭზე წყლული მაქვს .გამივლის თუ არა თავისით მართლა დროთა განმავლობაში 

 

დოდო
6

ამას ფული უნდა,ეყვარება

ავტორი:

სახსრების ტკივილი და მისი მკურნალობის მეთოდები - რევმატოლოგის რჩევები

სახსრების ტკივილი და მისი მკურნალობის მეთოდები - რევმატოლოგის რჩევები

სახსრების ტკივილი ბევრი დაავადების მანიშნებელია. როგორ გამოიხატება ეს პრობლემა რევმატოლოგიური დაავადებებისას, ამ საკითხზე გვესაუბრება ექიმი-რევმატოლოგი ირინა მალაზონია.

- ქალბატონო ირინა, რომელი რევმატოლოგიური დაავადებების დროს აღინიშნება სახსრების ტკივილი?

- რევმატული დაავადებებით შეპყრობილია მოსახლეობის 30%. რევმატულ დაავადებებს მიეკუთვნება სახსრების ქრონიკული დაავადებები: ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული პოლიართრიტი, სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების დაავადებები და სხვა.

სახსრების დაავადებების ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა: ტკივილი, დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა, პათოლოგიური მოტეხილობა და სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია.

- უპირატესად რომელ დაავადებას ახასიათებს მსხვილი სახსრების ტკივილი?

- მსხვილი სახსრების პროექციაზე ტკივილი დამახასიათებელია ოსტეოართროზისთვის. ის სახსრების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ძვლების სასახსრე ზედაპირების მფარავ ხრტილს აზიანებს, ხრტილი კარგავს ელასტიკურობას და სისადავეს, უჩნდება ნახეთქები. ამიტომ სასახსრე ზედაპირები პირვანდელივით ადვილად აღარ სრიალებს. გარდა ამისა, შეცვლილი ხრტილი ვეღარ იცავს ძვლებს დატვირთვისაგან. ყოველივე ამის შედეგად სახსარში, განსაკუთრებით - მოძრაობისას, აღმოცენდება ტკივილი, დროთა განმავლობაში კი მცირდება მოძრაობის ამპლიტუდა. დაავადება იწყება თანდათანობით. საწყის სტადიაზე ტკივილი მხოლოდ მოძრაობის დროს აღინიშნება, შემდეგ მუდმივი ხდება, დაზიანებულ სახსარში იწყება ხმაური და ვითარდება დეფორმაცია, რაც განპირობებულია ძვლოვანი წანაზარდებით.

- რომელი დაავადებები იწვევს წვრილი სახსრების ტკივილს?

- წვრილი სახსრების ტკივილი ძირითადად ახასიათებს ანთებით დაავადებებს: რევმატოიდულ ართრიტს, ფსორიაზულ ართრიტს, პოდაგრულ პოლიართრიტს და სხვა. რევმატოიდული ართრიტის დროს ზიანდება მტევნისა და ტერფის წვრილი (უპირატესად პროქსიმული ფალანგთაშუა) სახსრები. ტკვილი შუაღამისას იწყება და გამთენიისას ძლიერდება. სახსრები სივდება და მოძრაობა იზღუდება. ანალოგიური კლინიკა აქვს ფსორიაზულ ართრიტს. პოდაგრული პოლიართრიტის შეტევა კი ხასიათდება უძლიერესი ტკვილით ტერფის, ცერა თითის შესივებით, ჰიპერემიით (შეწითლებით), მოძრაობის შეზღუდვით, ტემპერატურული რეაქციით, შეტევა გრძელდება 5-10 დღე.

- რა არის სახსრების (როგორც მსხვილის, ასევე წვრილის) ტკივილის მიზეზი?

- ტკივილს სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს, რომელიც ძვლისსაზრდელას მდიდარი ინერვაციითაა განპირობებული.

სახსრის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიექცეს - მის ხასიათს, მიმდინარეობას და იმას, უკავშირდება თუ არა ის მოძრაობას. ზოგიერთი დაავადებისას ტკივილი მოძრაობის დროსაა და მოსვენებით მდგომარეობაში ქრება. ხშირად ტკივილი არ ემთხვევა პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციას. კოქსართროზით ან ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზით მოავადეთ ტკივილი მოძრაობისას აწუხებთ. ფესობრივი სინდრომის დროს ტკივილი უმთავრესად მოსვენებისას ვლინდება (ხერხემლის ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი). კოქსართროზის დროს ტკივილი ხშირად მუხლის სახსარშიც გადაეცემა განაგრძეთ კითხვა