პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად 26 წლის ქალი მოიწამლა
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად 26 წლის ქალი მოიწამლა

რუს­თავ­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვის შე­დე­გად 26 წლის ქალ­მა ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო. შემ­თხვე­ვა აბა­ზა­ნა­ში მოხ­და. ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რუს­თა­ვის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს, ახალ­გაზ­რდა ქალს ჩო-თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და, მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დრო­უ­ლად აღ­მო­ჩი­ნეს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის სტა­ბი­ლუ­რია და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა. შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მათ ინ­ტოქ­სი­კა­ცია არ მი­უ­ღი­ათ.

ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის 15-მდე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან ერთი ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. მე-19 მიკ­რო რა­ი­ონ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში 21 წლამ­დე მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მისი 18 წლის მე­უღ­ლე კლი­ნი­კა "რუს­თავ­ში" მო­ა­თავ­სეს.

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად 26 წლის ქალი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად 26 წლის ქალი მოიწამლა

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად 26 წლის ქალმა ინტოქსიკაცია მიიღო. შემთხვევა აბაზანაში მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს ჩო-თი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები ჰქონდა, მას სამედიცინო დახმარება დროულად აღმოჩინეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შემთხვევის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ინტოქსიკაცია არ მიუღიათ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი ფატალურად დასრულდა. მე-19 მიკრო რაიონში, საცხოვრებელ ბინაში 21 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო მისი 18 წლის მეუღლე კლინიკა ,,რუსთავში" მოათავსეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია