"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს პარტიის ყრილობის შემდეგ განუცხადა. მისი ინფორმაციით, იგი პარტიის რიგით წევრად რჩება.
ალასანიას შეფასებით, პარტიამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, ყველაზე ვაჟკაცი და კომპეტენტური ადამიანი - შალვა შავგულიძე აირჩია თავმჯდომარედ.
"ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არ იყო მომენტი, რომ შალვა შავგულიძეს პარტიასთან ერთად სწორი პოზიცია არ დაეკავებინა. შავგულიძე ის კაცია, რომელიც გაუძღვება პარტიას შემდგომ არევნებში. დარწმუნებული ვარ, მართლაც მოვა დრო, როცა პარლამენტი გახდება მრავალპარტიული, შევცვლით საარჩევნო სისტემას და ქვეყანაში საპარლამენტო მრავალპარტიულობას დავაბრუნებთ", - განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.