ქვეყნის პირველი პირების არჩევისას პირველ რიგში, მათი გამოცდილებით, კვალიფიკაციით, მსოფლმხედველობითა და სამომავლო გეგმებით ანუ ე.წ საარჩევნო პროგრამით ვხელმძღვანელობთ. ცოტა ადამიანი თუ გამოჩნდება, ვინც ქვეყნის ლიდერს ხმას მისი გარეგნობის გამო მისცემს. ამის მიუხედავად, მაინც შეიძლება იმ ქვეყნების გამორჩევა, რომლებსაც ყველაზე სიმპათიური მამაკაცები მართავენ.
1. ჯასტინ ტრიუდო - კანადის პრემიერ-მინისტრი
მთავრობის 43 წლის მეთაური კინოვარსკვლავივით უფრო გამოიყურება, ვიდრე პოლიტიკოსივით. ის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ლიდერების ჩარტის პირველ ადგილს ხშირად იკავებს.
2. ენრიკე პენია ნიეტო - მექსიკის პრეზიდენტი
ენრიკე მექსიკის 57-ე პრეზიდენტად 2012 წლის პირველ იანვარს აირჩიეს. მექსიკის პირველ პირს მოსახლეობის 39%-მა დაუჭირა მხარი. ის კი ქვეყნის რთული მდგომარეობიდან ამოყვანას ენთუზიაზმით შეუდგა.
3. ბორუტ პაჰორი - სლოვენიის პრეზიდენტი
შესაძლოა, სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოსა და ასევე მრავალი სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ იცნობდეს, თუმცა მისი თვალების დანახვა საკმარისია, რომ მისი სახე სამუდამოდ დაგამახსოვრდეთ. წაიკითხეთ გაგრძელება