პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა ინფორმაცია C ჰეპატიტის შესახებ
ყველა ინფორმაცია C ჰეპატიტის შესახებ

C ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 6,7%-ია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. მისი გავ­რცე­ლე­ბა კი­დევ უფრო მა­ღა­ლია ინ­ტრა­ვე­ნურ ნარ­კო­მა­ნებ­ში და 70%-ს აღ­წევს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს უფა­სო სკი­ნინგ-ცენ­ტრე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ მა­ინც არ იცის C ჰე­პა­ტი­ტის გავ­რცე­ლე­ბის რის­კებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე.

რა არის C ჰე­პა­ტი­ტი, რო­გო­რია ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის გზე­ბი და რა შემ­თხვე­ვა­ში შე­გიძ­ლი­ათ აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

მარი: სამ­სა­ხუ­ში მყავს თა­ნამ­შრო­მე­ლი ქალი, რო­მელ­საც აქვს ც ჰე­პა­ტი­ტი და არ მკურ­ნა­ლობს, არის თუ არა სა­ში­ში გარ­შე­მო მყოფ­თათ­ვის მას­თან კონ­ტაქ­ტი?

-ძა­ლი­ან ცუდი თუ არ მკურ­ნა­ლობს, ის საფრ­თხეს უქ­მნის ოჯა­ხის წევ­რებს, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა ისარ­გებ­ლონ ქა­ლის კუთ­ვნი­ლი ისე­თი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით, რო­მელ­საც სის­ხლთან შე­ხე­ბა შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს: სა­პარ­სით, პე­დი­კუ­რის და მა­ნი­კი­უ­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით, კბი­ლის ჯაგ­რი­სით. სამ­სა­ხურ­ში ის პრობ­ლე­მას არ ქმნის, თუ არ მუ­შა­ობს ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც პა­ცი­ენ­ტის კან­თან უწევს შე­ხე­ბა. არ უნდა იყოს მა­ნი­კი­უ­რის და პე­დი­კი­უ­რის ხე­ლო­სა­ნი, არ უნდა აკე­თებ­დეს ტა­ტუს, პირ­სინგს და ა.შ. ჰე­პა­ტი­ტი არ გა­და­დის ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით. იქ­ნებ აუხ­სნას ვინ­მემ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის რა საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია.

მაკო: ჩემს მე­უღ­ლეს აქვს ც ჰე­პა­ტი­ტი .არის თუ არა გა­დამ­დე­ბი? შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი ბო­ლომ­დე გან­კურ­ნე­ბა?

-გა­დამ­დე­ბი არის, მაგ­რამ მცი­რე პრო­ცენ­ტით. ამი­ტომ სჯობს დრო­უ­ლა გა­ი­კე­თოთ სკრი­ნინ­გი და მე­უღ­ლე­საც სას­წრა­ფოდ და­ა­წყე­ბი­ნოთ მკურ­ნა­ლო­ბა, რა­გან რაც უფრო მარ­ტი­ვია და­ა­ვა­დე­ბის ფორ­მა, მით მა­ღა­ლია სწრა­ფად და ბო­ლომ­დე გან­კურ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ც ჰე­პა­ტი­ტი ბო­ლომ­დე იკურ­ნე­ბა.

ჟანა: იმ­კურ­ნა­ლა და ანა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა რომ აღარ აქვს. ახლა ხელ­მე­ო­რედ უწევს ანა­ლი­ზის ჩა­ბა­რე­ბა. ხელ­მე­ო­რედ აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ისევ აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო?

-თუ ერთხელ აღარ და­ფიქ­სირ­და, ე.ი. გა­ნი­კურ­ნა. ხელ­მო­ე­რედ რა­ტომ იკე­თებს? თუ ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო კვლე­ვაა ა და­ა­ვა­დე­ბა ისევ და­ფიქ­სირ­დე­ბა, რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფო კვლავ აფი­ნან­სებს მკურ­ნა­ლო­ბას.

მა­ნა­ნა: და­ვას­რუ­ლე მკურ­ნა­ლო­ბის სამ­თვი­ა­ნი კურ­სი, სა­ბო­ლოო ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა რომ ვირუ­სი აღარ მაქვს, მაგ­რამ ვგრძნობ იგი­ვე სიმპტო­მებს, რას მირ­ჩევთ, სხვა სკრი­ნინგ ცენ­ტრში ხომ არ იქ­ნე­ბა უკე­თე­სი გა­და­მოწ­მე­ბა, შე­და­რე­ბი­სათ­ვის. გმად­ლობთ.

-სჯობს თქვენს მკურ­ნალ ექიმ­თან დას­ვათ კი­თხვე­ბი. თვით­ნე­ბუ­რად ნუ იმოქ­მე­დებთ.

ანა: რო­დე­საც ადა­მი­ანს აქვს ჰე­პა­ტი­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი, რამ­დენ ხან­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი იმის დად­გე­ნა აქვს თუ არა ჰე­პა­ტი­ტი. ანუ რა დრო სჭირ­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ვას, ანა­ლი­ზებს და სა­ბო­ლოო დი­აგ­ნო­ზის დას­მას. მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორც C ასე­ვე B-ს შემ­თხვე­ვა­ში.

-შე­საძ­ლოა ც ჰე­პა­ტი­ტი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უსიმპტო­მოდ მი­მა­დი­ნა­რე­ობ­დეს და ძა­ლი­ან გვი­ან გა­მოჩ­ნდეს სიმპტო­მე­ბი. ამ დრო­ის­თვის ღვიძ­ლი ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. ამი­ტო­მაც სჯობს, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ი­კე­თოს გა­მოკ­ვლე­ვა სკრი­ნინგ ცენ­ტრებ­ში, რომ­ლე­ბიც უფა­სოა და და­ად­გი­ნოს სჭირს თუ არა და­ა­ვა­დე­ბა. სკრი­ნინგ ცენ­ტრში პირ­ვე­ლა­დი გა­მოკ­ვლე­ვის­თვის, რო­მე­ლიც გიჩ­ვე­ნებთ გაქვთ თუ არა ვირუ­სი, სულ ათი წუთი კმა­რა სწრა­ფი ტეს­ტით პა­სუ­ხის მი­ღე­ბას. თუ ვირუ­სის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და­ფიქ­სირ­დე­ბა, მა­შინ შემ­დე­გი ეტა­პის გა­მოვ­კვლე­ვა დაგ­ჭირ­დე­ბათ, რის შე­სა­ხე­ბაც ად­გილ­ზე­ვე და­გაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბენ და და­გეხ­მა­რე­ბი­ან.

ქეთი: ამ­ბო­ბენ C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მა უქ­მდე­ბაო, მარ­თა­ლია?

-სიც­რუ­ეა. მე­ტიც, აბ­სურ­დი. სა­ქარ­თვე­ლო არის მო­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, სა­ი­და­ნაც უნდა გა­და­ი­ღონ მა­გა­ლი­თი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ც ჰე­პა­ტი­ტის და­მარ­ცხე­ბა. ამის­თვის შე­იქ­მნა ელი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრის პროგ­რა­მა, რაც არამ­ხო­ლოდ ც ჰე­პა­ტი­ტი­ზე უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბას ნიშ­ნავს, ასე­ვე მო­ი­ცავს სკრი­ნინგს, ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნას და და­ა­ვა­დე­ბის წარ­მომ­ქმნე­ლი რის­კფაქ­ტო­რე­ბის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფას.

ლა­უ­რა: რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, როცა ოჯახ­ში ავად­მყო­ფია?

-ნუ აგ­რძნო­ბი­ნებთ, რომ ის ავად არის, მეტი სიყ­ვა­რუ­ლით მო­ე­ქე­ცით. ნუ იხ­მართ მის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო საგ­ნებს, სხვა მხრივ მის­გან საფრ­თხე არ გე­ლით. სიყ­ვა­რუ­ლი, კოც­ნა, ჩა­ხუ­ტე­ბა ც ჰე­პა­ტი­ტის საფრ­თხეს არ ქმნის.

ნანა: ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან რა ხნის შემ­დეგ არის და­დე­ბი­თი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი?

-ვირუ­სის ინ­კუ­ბა­ცი­ას სჭირ­დე­ბა 3-დან 6 თვემ­დე პე­რი­ო­დი. ამი­ტო­მაც თუ ეჭვი შე­გე­პა­რათ, რომ შე­საძ­ლოა და­ვირუს­დით, და­ე­ლო­დეთ ამ პე­რი­ო­დის გას­ვლას. სა­ერ­თოდ კი უპ­რი­ა­ნია ყვე­ლამ ჩა­ი­ტა­როს სკრი­ნინ­გი, კვლე­ვა, რად­გან საფრ­თხე ძა­ლი­ან ბევ­რგან არის ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა ვერც მიხ­ვდეთ, რომ ოდეს­ღაც ამ საფრ­თხეს­თან შე­ხე­ბა გქონ­დათ.

 

ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხოთ: რა ბედი ელის C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პრო­ექტს - "მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ინატ­რე­ბენ სას­წა­ულს, რაც აქ ხდე­ბა"

    დღის ვიდეო
    00:00 / 00:00
    ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

    ყველა ინფორმაცია C ჰეპატიტის შესახებ

    ყველა ინფორმაცია C ჰეპატიტის შესახებ

    C ჰეპატიტის ვირუსით საქართველოს მოსახლეობის 6,7%-ია ინფიცირებული. მისი გავრცელება კიდევ უფრო მაღალია ინტრავენურ ნარკომანებში და 70%-ს აღწევს.

    მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უფასო სკინინგ-ცენტრები, საზოგადოების უმეტესობამ მაინც არ იცის C ჰეპატიტის გავრცელების რისკებსა და მკურნალობის მეთოდებზე.

    რა არის C ჰეპატიტი, როგორია ინფექციის გადაცემის გზები და რა შემთხვევაში შეგიძლიათ აიცილოთ თავიდან დაინფიცირების რისკი.

    გამოგზავნილი კითხვები:

    მარი: სამსახუში მყავს თანამშრომელი ქალი, რომელსაც აქვს ც ჰეპატიტი და არ მკურნალობს, არის თუ არა საშიში გარშემო მყოფთათვის მასთან კონტაქტი?

    -ძალიან ცუდი თუ არ მკურნალობს, ის საფრთხეს უქმნის ოჯახის წევრებს, რომლებმაც შესაძლოა ისარგებლონ ქალის კუთვნილი ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომელსაც სისხლთან შეხება შესაძლოა ჰქონდეს: საპარსით, პედიკურის და მანიკიურისთვის განკუთვნილი მოწყობილობით, კბილის ჯაგრისით. სამსახურში ის პრობლემას არ ქმნის, თუ არ მუშაობს ისეთ დაწესებულებაში, სადაც პაციენტის კანთან უწევს შეხება. არ უნდა იყოს მანიკიურის და პედიკიურის ხელოსანი, არ უნდა აკეთებდეს ტატუს, პირსინგს და ა.შ. ჰეპატიტი არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. იქნებ აუხსნას ვინმემ ოჯახის წევრებისთვის რა საფრთხის მატარებელია.

    მაკო: ჩემს მეუღლეს აქვს ც ჰეპატიტი .არის თუ არა გადამდები? შეიძლება თუ არა მისი ბოლომდე განკურნება?

    -გადამდები არის, მაგრამ მცირე პროცენტით. ამიტომ სჯობს დროულა გაიკეთოთ სკრინინგი და მეუღლესაც სასწრაფოდ დააწყებინოთ მკურნალობა, რაგან რაც უფრო მარტივია დაავადების ფორმა, მით მაღალია სწრაფად და ბოლომდე განკურნების შესაძლებლობა. საბედნიეროდ, ც ჰეპატიტი ბოლომდე იკურნება.

    ჟანა: იმკურნალა და ანალიზების შედეგად გაირკვა რომ აღარ აქვს.  ახლა ხელმეორედ უწევს ანალიზის ჩაბარება. ხელმეორედ აღმოჩენის შემთხვევაში ისევ აფინანსებს სახელმწიფო?

    -თუ ერთხელ აღარ დაფიქსირდა, ე.ი. განიკურნა. ხელმოერედ რატომ იკეთებს? თუ ეს სავალდებულო კვლევაა ა დაავადება ისევ დაფიქსირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კვლავ აფინანსებს მკურნალობას.

    მანანა: დავასრულე მკურნალობის სამთვიანი კურსი, საბოლოო ანალიზმა აჩვენა რომ ვირუსი აღარ მაქვს, მაგრამ ვგრძნობ იგივე სიმპტომებს, რას მირჩევთ, სხვა სკრინინგ ცენტრში ხომ არ იქნება უკეთესი გადამოწმება, შედარებისათვის. გმადლობთ.

    -სჯობს თქვენს მკურნალ ექიმთან დასვათ კითხვები. თვითნებურად ნუ იმოქმედებთ.

    ანა: როდესაც ადამიანს აქვს ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რამდენ ხანშია შესაძლებელი იმის დადგენა აქვს თუ არა ჰეპატიტი. ანუ რა დრო სჭირდება გამოკვლევას, ანალიზებს და საბოლოო დიაგნოზის დასმას. მაინტერესებს როგორც C ასევე B-ს შემთხვევაში.

    -შესაძლოა ც ჰეპატიტი დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმადინარეობდეს და ძალიან გვიან გამოჩნდეს სიმპტომები. ამ დროისთვის ღვიძლი ძალიან დაზიანებულია. ამიტომაც სჯობს, ყველა მოქალაქემ დაუყოვნებლივ გაიკეთოს გამოკვლევა სკრინინგ ცენტრებში, რომლებიც უფასოა და დაადგინოს სჭირს თუ არა დაავადება. სკრინინგ ცენტრში პირველადი გამოკვლევისთვის, რომელიც გიჩვენებთ გაქვთ თუ არა ვირუსი, სულ ათი წუთი კმარა სწრაფი ტესტით პასუხის მიღებას. თუ ვირუსის ანტისხეულები დაფიქსირდება, მაშინ შემდეგი ეტაპის გამოვკვლევა დაგჭირდებათ, რის შესახებაც ადგილზევე დაგაკვალიანებენ და დაგეხმარებიან.

    ქეთი: ამბობენ C ჰეპატიტის პროგრამა უქმდებაო, მართალია?

    -სიცრუეა. მეტიც, აბსურდი. საქართველო არის მოდელი სახელმწიფო, საიდანაც უნდა გადაიღონ მაგალითი, როგორ შეიძლება ც ჰეპატიტის დამარცხება. ამისთვის შეიქმნა ელიმინაციის აღმოფხვრის პროგრამა, რაც არამხოლოდ ც ჰეპატიტიზე უფასო მკურნალობას ნიშნავს, ასევე მოიცავს სკრინინგს, ყველა დაავადებულის გამოვლენას და დაავადების წარმომქმნელი რისკფაქტორების გაუვნებელყოფას.

    ლაურა: როგორ მოვიქცეთ, როცა ოჯახში ავადმყოფია?

    -ნუ აგრძნობინებთ, რომ ის ავად არის, მეტი სიყვარულით მოექეცით. ნუ იხმართ მის საყოფაცხოვრებო საგნებს, სხვა მხრივ მისგან საფრთხე არ გელით. სიყვარული, კოცნა, ჩახუტება ც ჰეპატიტის საფრთხეს არ ქმნის.

    ნანა: ინფიცირებიდან რა ხნის შემდეგ არის დადებითი ანალიზის პასუხი?

    -ვირუსის ინკუბაციას სჭირდება 3-დან 6 თვემდე პერიოდი. ამიტომაც თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ შესაძლოა დავირუსდით, დაელოდეთ ამ პერიოდის გასვლას. საერთოდ კი უპრიანია ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი, კვლევა, რადგან საფრთხე ძალიან ბევრგან არის ჩასაფრებული და შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რომ ოდესღაც ამ საფრთხესთან შეხება გქონდათ.

     

    ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: რა ბედი ელის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს - "მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ინატრებენ სასწაულს, რაც აქ ხდება"

    ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

    რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

    რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას