იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ANSA.IT წერს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.

მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. გამოცემის ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს, სისხლის კვალი არ შეიმჩნეოდა, შესაბამისად, არის ვარაუდი, რომ ის სხვა ადგილას მოკლეს და ცხედარი სკვერში დააგდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საელჩო და საკონსულო. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოკლულის ოჯახი სამინისტროში დღეს შეიტანს შესაბამის განცხადებას და ამის შემდეგ დაიწყება გადმოსვენების პროცედურები.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია