რუსეთი პერმანენტულად ებრძვის ალკოჰოლიზმს, ევროპელები კი სვამენ. ბრიტანელები სამსახურის მერე ადგილობრივ პაბებს სტუმრობენ. ფრანგული ღვინო, ყველი და ბაგეტები მხოლოდ ექსპორტისთვის არ არის განკუთვნილი. გერმანელების ლუდისადმი სიყვარული ცნობილია. მაგრამ დღეს ვისაუბროთ ევროპის ჩემპიონებზე ღვინის სმის საკითხებში (თუმცა, უფრო მაგარ სასმელებზეც არ ამბობენ უარს ჩვენი გმირები) - იტალიელებზე.
ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა
წელიწადში 54 ლიტრი ღვინის დალევა სულაც არ არის ბევრი - 1 ლიტრზე ცოტათი მეტია კვირაში. მაგრამ სწორედ იტალიელები ლიდერობენ არაფორმალურად ღვინის სმაში.
თუმცა, იტალიის ალკოჰოლურ ტრადიციებს არა მათი ევროპული ლიდერობის, არამედ სხვა მიზეზის გამო მივმართე: მათთვის ღვინო - ტრაპეზის ნაწილია. ცნობილია, რომ იტალიელებს ჭამა უყვართ, ამ საკითხს დიდი გრძნობითა და მონდომებით უდგებიან, იცავენ განრიგის მკაცრ წესებს, რომლის დარღვევაც, განსაკუთრებით სოფლებში, დანაშაულის ტოლფასია! იქნებ, სწორედ ამაშია ხლემთაშუა ზღვის დღეგრძელი ცხოვრების საიდუმლო? მიდგომა ”კი არ ვსვამთ - ვმკურნალობთ” (უფრო სწორედ, პროფილაქტიკას ვიტარებთ) - სწორედაც რომ იტალიურია. მთავარია - განრიგი!