მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის საბანკო სესხს თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში?
რა ბედი ელის საბანკო სესხს თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში?

ბან­კი­დან სეს­ხის აღე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა. რთუ­ლია, შეხ­ვდეთ ისეთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კრე­დი­ტით არ სარ­გებ­ლობს ან მას არ ფა­რავს. რა მოხ­დე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მსეს­ხე­ბე­ლი გარ­და­იც­ვლე­ბა, კრე­დი­ტი კი ბო­ლომ­დე და­ფა­რუ­ლი არ არის? AMBEBI.GE აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე რამ­დე­ნი­მე ბანკს და­უ­კავ­შირ­და.

"თი-ბი-სი" ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სეს­ხის და­ფარ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­ზე გა­და­დის.

"მსეს­ხებ­ლის ოჯა­ხის წევ­რმა, ბან­კის ნე­ბის­მი­ერ ფი­ლი­ალ­ში, მსეს­ხებ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცნო­ბა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს. ექ­სპერ­ტი სეს­ხის პი­რო­ბას ნა­ხავს, მსეს­ხებ­ლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­ნი­ხი­ლავს და სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბა მოხ­დე­ბა. თუ კლი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ვი­თა­რე­ბა და­ზღვე­უ­ლია, სეს­ხის თან­ხა სა­და­ზღვე­ოს მიერ ანა­ზღა­ურ­დე­ბა," - გან­მარ­ტა­ვენ ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მემ­კვიდ­რე­ო­ბა ოჯახ­ზე პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ გა­და­დის და თუ ამ პე­რი­ოდ­ში სეს­ხის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, თან­ხის და­ფარ­ვა არ ხდე­ბა, მას სა­ჯა­რი­მო თან­ხა ემა­ტე­ბა. ბან­კში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სა­ჯა­რი­მო თან­ხა პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ირი­ცხე­ბა, რაც შემ­დეგ მემ­კვიდ­რე­ებ­მა უნდა და­ფა­რონ, ხოლო თუ ისი­ნი ვერ იხ­დი­ან, შემ­თხვე­ვის გა­და­ცე­მა პრობ­ლე­მუ­რი აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვის კომ­პა­ნი­ა­ზე ხდე­ბა.

"თუ სეს­ხის და­ფარ­ვის თა­ო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბა ვერ მოხ­და, სა­კი­თხი, შე­საძ­ლოა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცეს. გან­ჩი­ნე­ბა რო­გო­რი იქ­ნე­ბა, ამას წი­ნას­წარ ვერ ვი­ტყვით, თუმ­ცა სეს­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, სა­სა­მარ­თლომ მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით მო­ახ­დი­ნოს," - აღ­ნიშ­ნა­ვენ "თი-ბი-სი" ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სეს­ხის და­ფარ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ზე გა­და­დის.

"მემ­კვირდრემ პი­როვ­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცნო­ბა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს, რის შემ­დე­გაც ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­თან­ხმდე­ბი­ან, თუ რო­გორ და რა პი­რო­ბე­ბით უნდა მოხ­დეს სეს­ხის და­ფარ­ვა," - გან­მარ­ტა­ვენ ბან­კში.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თან­ხის და­ფარ­ვას მემ­კვიდ­რე ვერ ახერ­ხებს, საქ­მე ჯერ პრობ­ლე­მუ­რი აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვის კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცე­მა, ხოლო ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა თუ უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, სეს­ხის და­ფარ­ვა, ძი­რი­თა­დად, გარ­დაც­ვლი­ლის ქო­ნებ­რი­ვი ნაშ­თი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ლი­ბერ­თი ბან­კის" შემ­თხვე­ვა­ში კი საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თავ­მდებ პი­რებ­ზე გა­და­დის, თუ ასე­თი არ არ­სე­ბობს, მა­შინ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე.

"ოჯა­ხის წევ­რმა ბან­კის კრე­დიტ ოფი­ცერს უნდა მი­მარ­თოს, რათა სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ზუს­ტდეს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი ჩა­მო­წე­რა ან გა­უქ­მე­ბა მოხ­დეს. თუ სეს­ხის ჩა­მო­წე­რა მოხ­და, ესე იგი ის უქ­მდე­ბა და არა­ვის­ზე არ გა­და­დის, მი­ზე­ზად კი მსეს­ხებ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ხელ­დე­ბა," - გან­მარ­ტა­ვენ "ლი­ბერ­თი ბან­კში".

მსეს­ხებ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ლი­ბერ­თი ბან­კი კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ახ­დენს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­თან, ასე­ვე სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებ­თან: თავ­მდე­ბი, თა­ნამ­სეს­ხე­ბე­ლი, გი­რა­ოს მე­სა­კუთ­რე ( ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში). გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სეს­ხის შემ­დგომ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, მის სრულ ან ნა­წი­ლობ­რივ პა­ტი­ე­ბა­ზე, სხვა სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო პი­რო­ბებ­ზე მი­ი­ღე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში და და­მო­კი­დე­ბუ­ლია სეს­ხის და­ფარ­ვის წყა­რო­ზე, არ­სე­ბი­თია თუ ასე­თი წყა­რო იყო მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლის შე­მო­სა­ვა­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თით­ქმის ყვე­ლა ბან­კის პრაქ­ტი­კა, მსეს­ხებ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის თავ­მდებ­ზე ან ოჯა­ხის წევ­რებ­ზე გა­და­ცე­მაა.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა ბედი ელის საბანკო სესხს თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში?

რა ბედი ელის საბანკო სესხს თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში?

ბანკიდან სესხის აღება დღევანდელობის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რთულია, შეხვდეთ ისეთ ადამიანს, რომელიც კრედიტით არ სარგებლობს ან მას არ ფარავს. რა მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გარდაიცვლება, კრედიტი კი ბოლომდე დაფარული არ არის? AMBEBI.GE აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე ბანკს დაუკავშირდა.

"თი-ბი-სი" ბანკის ინფორმაციით, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სესხის დაფარვის ვალდებულება ოჯახის წევრებზე გადადის.

"მსესხებლის ოჯახის წევრმა, ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მსესხებლის გარდაცვალების ცნობა უნდა წარმოადგინოს. ექსპერტი სესხის პირობას ნახავს, მსესხებლის ხელშეკრულებას განიხილავს და სიცოცხლის დაზღვევის პირობების დაზუსტება მოხდება. თუ კლიენტის გარდაცვალების ვითარება დაზღვეულია, სესხის თანხა სადაზღვეოს მიერ ანაზღაურდება," - განმარტავენ ბანკის წარმომადგენლები.

მემკვიდრეობა ოჯახზე პირის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ გადადის და თუ ამ პერიოდში სესხის პირობების მიხედვით, თანხის დაფარვა არ ხდება, მას საჯარიმო თანხა ემატება. ბანკში განმარტავენ, რომ საჯარიმო თანხა პირის გარდაცვალების გათვალისწინებით ირიცხება, რაც შემდეგ მემკვიდრეებმა უნდა დაფარონ, ხოლო თუ ისინი ვერ იხდიან, შემთხვევის გადაცემა პრობლემური აქტივების მართვის კომპანიაზე ხდება.

"თუ სესხის დაფარვის თაობაზე შეთანხმება ვერ მოხდა, საკითხი, შესაძლოა, სასამართლოს გადაეცეს. განჩინება როგორი იქნება, ამას წინასწარ ვერ ვიტყვით, თუმცა სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა, სასამართლომ მისი ანაზღაურება უძრავი ქონებით მოახდინოს," - აღნიშნავენ "თი-ბი-სი" ბანკის წარმომადგენლები.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, სესხის დაფარვის ვალდებულება მემკვიდრეზე გადადის.

"მემკვირდრემ პიროვნების გარდაცვალების ცნობა უნდა წარმოადგინოს, რის შემდეგაც ბანკის წარმომადგენელი და მომხმარებელი შეთანხმდებიან, თუ როგორ და რა პირობებით უნდა მოხდეს სესხის დაფარვა," - განმარტავენ ბანკში.

იმ შემთხვევაში, თუ თანხის დაფარვას მემკვიდრე ვერ ახერხებს, საქმე ჯერ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას გადაეცემა, ხოლო ეს ღონისძიება თუ უშედეგო აღმოჩნდა, სესხის დაფარვა, ძირითადად, გარდაცვლილის ქონებრივი ნაშთიდან ხორციელდება.

"ლიბერთი ბანკის" შემთხვევაში კი საკრედიტო ვალდებულება თავმდებ პირებზე გადადის, თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ ოჯახის წევრებზე.

"ოჯახის წევრმა ბანკის კრედიტ ოფიცერს უნდა მიმართოს, რათა სასესხო ვალდებულების შესახებ ინფორმაცია დაზუსტდეს და საჭიროების შემთხვევაში, მისი ჩამოწერა ან გაუქმება მოხდეს. თუ სესხის ჩამოწერა მოხდა, ესე იგი ის უქმდება და არავისზე არ გადადის, მიზეზად კი მსესხებლის გარდაცვალება სახელდება," - განმარტავენ "ლიბერთი ბანკში".

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში ლიბერთი ბანკი კომუნიკაციას ახდენს გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე სესხის ხელშეკრულებაში ჩართულ მხარეებთან: თავმდები, თანამსესხებელი, გირაოს მესაკუთრე ( ასეთის არსებობის შემთხვევაში). გადაწყვეტილება სესხის შემდგომ მომსახურებაზე, მის სრულ ან ნაწილობრივ პატიებაზე, სხვა სახელშეკრულებო პირობებზე მიიღება მოლაპარაკების პროცესში და დამოკიდებულია სესხის დაფარვის წყაროზე, არსებითია თუ ასეთი წყარო იყო მხოლოდ გარდაცვლილის შემოსავალი.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ბანკის პრაქტიკა, მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, სასესხო ვალდებულების თავმდებზე ან ოჯახის წევრებზე გადაცემაა.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ჯაჭვით არიან გადაბმულები, არ უშვებენ მანქანებს ავტოსადგომიდან... კალაძე ფეხით წავა სახლში" - აქცია თბილისის მერიასთან

ფოტოები გიორგი გასვიანის ჯვრისწერიდან - ვინ არიან ტელეწამყვანის მეჯვარეები და როგორი კაბა აცვია პატარძალს