ბავშვის პირველი კბილი დედისთვის დიდი სიხარულია. თუმცა კბილებს ბევრი უსიამოვნებაც მოაქვთ. ჭირვეულობა და ტირილი, მადის დაქვეითება, ძილის დარღვევა - კბილების ამოჭრა პატარასთვის საკმაოდ მტკივნეულია, დასუსტებულ ორგანიზმს კი ადვილად ერევა ინფექციები. კბილები მშობლებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. გთავაზობთ 6 მთავარ ფაქტორს ბავშვის კბილების შესახებ.
1. კბილების ამოჭრის საყოველთაოდ მიღებული გრაფიკისგან გადახრა ნახევარი წლით ადრე თუ გვიან - ნორმაა.
2. კბილების ამოჭრის თანმიმდევრობის ან თანკბილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დარღვევა არ ნიშნავს ბავშვის განვითარების დარღვევას ან დაავადებას.
3. არაფერს არ შეუძლია იმოქმედოს კბილების ამოჭრის ტემპზე. ამიტომ ზედმეტად ნუ გაჭყიპავთ
ბავშვს ვიტამინებითა და სხვა სტიმულატორებით. ჯობია დედა იკვებოს სრულფასოვნად და ვიტამინებს ის რძით გადასცემს ბავშვს.
4. კბილების ამოჭრისას ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქება სპეციალური მალამოებით შეიძლება. ამ დროს იყენებენ როგორც მალამოებს, ასევე საღეჭ, რეზინის სათამაშოებს. განაგრძეთ კითხვა