მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გაძვირდა უკვე და რა გაძვირდება უახლოეს რამდენიმე კვირაში?
რა გაძვირდა უკვე და რა გაძვირდება უახლოეს რამდენიმე კვირაში?

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ფონ­ზე და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ზის გაძ­ვი­რე­ბის მო­ლო­დინ­მა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის, თამ­ბა­ქო­სა და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბის გაძ­ვი­რე­ბა 10-20 თეთ­რით უკვე გა­მო­იწ­ვია. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გა­უ­ა­რე­სე­ბას იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში პროგ­ნო­ზი­რე­ბენ და მა­შინ უკვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბი­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გაძ­ვი­რე­ბა­საც არ გა­მო­რი­ცხა­ვენ.

სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტებ­ში 1 დო­ლა­რი 2,70 ლა­რის ფარ­გლებ­შია. დიდი ალ­ბა­თო­ბით, წლის ბო­ლომ­დე ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­უ­ა­რეს­დე­ბა, იან­ვრი­დან კი პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ცი­ზის ფა­სიც გა­ორ­მაგ­დე­ბა, რაც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას და პო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის გაძ­ვი­რე­ბას კი­დევ გა­მო­იწ­ვევს.

"ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ას­თან ერ­თად, ბუ­ნებ­რი­ვია, გაძ­ვირ­და თით­ქმის ყვე­ლა პრო­დუქ­ტი იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ჩვენ ძი­რი­თა­დად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ იმ­პორტზე. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა ყა­ლიბ­დე­ბა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტით. შა­ქა­რი, ბრინ­ჯი, წი­წი­ბუ­რა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­დე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად იმი­ტომ, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნა­ზე. ამას ემა­ტე­ბა ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯე­ბი და ეს კი­დევ უფრო სტი­მულს მის­ცემს გაძ­ვი­რე­ბას.

"გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ აქ­ცი­ზი ორ­მაგ­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ბენ­ზი­ნიც გაძ­ვირ­დე­ბა, ეს კი სხვა პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბა­საც გა­მო­იწ­ვევს. ბენ­ზი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 25-30 თეთ­რით გაძ­ვირ­დე­ბა", - ამ­ბობს "მთელ კვი­რას­თან~ სა­უბ­რი­სას ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბი

ლა­რის დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით თით­ქმის ყო­ველ­დღი­ურ­მა გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე გავ­ლე­ნა უკვე მო­ახ­დი­ნა და თით­ქმის ყვე­ლა წა­მა­ლი 5-10 თეთ­რით გაძ­ვირ­და. უფრო მე­ტით კი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია დე­ფი­ცი­ტუ­რი წამ­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, "კორ­ვა­ლო­ლი". სა­ნამ დე­ფი­ცი­ტში იქ­ნე­ბო­და, 65 თეთ­რი ღირ­და, ახლა მისი შე­ძე­ნა მომ­ხმა­რე­ბელს 1 ლა­რამ­დე შე­უძ­ლია. თა­ვის ტკი­ვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა "ციტ­რა­მო­ნი" თუ გა­სულ თვეს 15 თეთ­რი ღირ­და, ახლა მისი შე­ძე­ნა 25 თეთ­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ჯერ არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა გა­ცი­ე­ბის და გრი­პის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი

"ხვე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და გა­ცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩა­ი­ე­ბი ჯერ არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ­თან, მა­გა­ლი­თად, "ეფექ­ტი ჩაი" ისევ 1,20 ლარი ღირს. ყე­ლის წამ­ლე­ბიც იგი­ვე ფას­ში გვაქვს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ძვე­ლი შე­მო­ტა­ნი­ლე­ბი გვაქვს, მერე რა იქ­ნე­ბა არ ვიცი", - გა­ნუ­ცხა­დეს "მთელ კვი­რას" ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რა გაძვირდა უკვე და რა გაძვირდება უახლოეს რამდენიმე კვირაში?

რა გაძვირდა უკვე და რა გაძვირდება უახლოეს რამდენიმე კვირაში?

ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ფონზე დაანონსებული აქციზის გაძვირების მოლოდინმა მედიკამენტების, ნავთობპროდუქტების, თამბაქოსა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება 10-20 თეთრით უკვე გამოიწვია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები სოციალური ფონის გაუარესებას იანვარ-თებერვალში პროგნოზირებენ და მაშინ უკვე მიკროავტობუსით მგზავრობისა და კომუნალური გადასახადების გაძვირებასაც არ გამორიცხავენ.

სავალუტო პუნქტებში 1 დოლარი 2,70 ლარის ფარგლებშია. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი გაუარესდება, იანვრიდან კი პარალელურად აქციზის ფასიც გაორმაგდება, რაც სპეციალისტების აზრით, მდგომარეობის გაუარესებას და პოდუქტებზე ფასების გაძვირებას კიდევ გამოიწვევს.

"ლარის დევალვაციასთან ერთად, ბუნებრივია, გაძვირდა თითქმის ყველა პროდუქტი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძირითადად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ფაქტობრივად, სამომხმარებლო კალათა ყალიბდება იმპორტირებული პროდუქტით. შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა - ეს ყველაფერი ძვირდება ავტომატურად იმიტომ, რომ დამოკიდებული ვართ უცხოეთიდან შემოტანაზე. ამას ემატება ტრანსპორტის ხარჯები და ეს კიდევ უფრო სტიმულს მისცემს გაძვირებას.

"გამომდინარე იქიდან, რომ აქციზი ორმაგდება, ბუნებრივია, ბენზინიც გაძვირდება, ეს კი სხვა პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს. ბენზინი დაახლოებით 25-30 თეთრით გაძვირდება", - ამბობს `მთელ კვირასთან~ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

მედიკამენტები

ლარის დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიურმა გაუფასურებამ მედიკამენტებზე გავლენა უკვე მოახდინა და თითქმის ყველა წამალი 5-10 თეთრით გაძვირდა. უფრო მეტით კი გაძვირებულია დეფიციტური წამლები. მაგალითად, "კორვალოლი". სანამ დეფიციტში იქნებოდა, 65 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა მომხმარებელს 1 ლარამდე შეუძლია. თავის ტკივილის საშუალება "ციტრამონი" თუ გასულ თვეს 15 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა 25 თეთრად არის შესაძლებელი.

ჯერ არ გაძვირებულა გაციების და გრიპის სამკურნალო მედიკამენტები

"ხველების მედიკამენტები და გაციების საწინააღმდეგო ჩაიები ჯერ არ გაძვირებულა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, მაგალითად, "ეფექტი ჩაი" ისევ 1,20 ლარი ღირს. ყელის წამლებიც იგივე ფასში გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით ძველი შემოტანილები გვაქვს, მერე რა იქნება არ ვიცი", - განუცხადეს "მთელ კვირას" ერთ-ერთ აფთიაქში... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი