მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილის შემდგომ სული ცოცხალია...
სიკვდილის შემდგომ სული ცოცხალია...

ყო­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნი დი­ლის ლოც­ვე­ბის კი­თხვი­სას წარ­მოთ­ქვამს მრწამ­სის ამ სი­ტყვებს: "მო­ვე­ლი აღ­დგო­მა­სა მკვდრე­თით და ცხოვ­რე­ბა­სა მერ­მი­სა მის სა­უ­კუ­ნე­სა­სა". მაგ­რამ არა მხო­ლოდ ათე­ის­ტებს, არა­მედ ბევრ ჩვენ­გან­საც ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა აღეძ­რას ეჭვი და დას­ვას კი­თხვა: "არ­სე­ბობს კი ის სამ­ყა­რო, იქ­ნებ აქ ყვე­ლა­ფე­რი თავ­დე­ბა? ჩაგ­დე­ბენ მი­წა­ში, და­ა­ფა­რე­ბენ შენს ჩა­სას­ვე­ნე­ბელს სა­ხუ­რავს და ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა ამ­გვა­რად. შე­საძ­ლოა მოხ­დეს კი­დევ უა­რე­სი რამ, სა­საფ­ლა­ო­ზე დაგ­ტო­ვე­ბენ და გა­რეგ­ნუ­ლად კი ცო­ცხა­ლი არა ხარ, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლა­ფერს გრძნობ, გეს­მის, გა­ნიც­დი და თან სიბ­ნე­ლე­ში გა­უნ­ძრევ­ლად წევ­ხარ, შენი გამ­გო­ნი კი არა­ვი­ნაა. გზაფ­რავს ამის წარ­მოდ­გე­ნა, მე­ტად მძი­მეა იგი აღ­საქ­მე­ლად. ხან კი­დევ იმე­დი გაქვს, რომ მი­წა­ზე სი­ცო­ცხლე არ თავ­დე­ბა, ის სიკ­ვდი­ლის შემ­დგო­მაც გრძელ­დე­ბა, აქ მარ­ტო­ო­დენ სხე­უ­ლი რჩე­ბა, რო­მე­ლიც თან­და­თა­ნო­ბით იხ­რწნე­ბა, მის­გან კი ბო­ლოს ძვლე­ბი­ღაა, სული კი ამო­დის და მიფ­რი­ნავს სა­დღაც სხვა­გან. ხან ძლი­ერ­დე­ბა ეს იმე­დი, ხა­ნაც კი­დევ სუს­ტდე­ბა..." (და­ვით ციცქიშ­ვი­ლი).

მარ­თლაც დღი­თი­დღე ილე­ვა ჩვე­ნი სი­ცო­ცხლის ჟამი. ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო დღე გვა­ახ­ლო­ებს გარ­და­უ­ვალ სიკ­ვდილ­თან. მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი სიკ­ვდილს არ ემ­დუ­რი­ან. ერთ-ერთი ღირ­სი მამა ამ­ბობ­და: "სიკ­ვდილს რად და­ვემ­დუ­რო, ღმერ­თო ცო­ცხა­ლო? ადა­მი­ან­მა თა­ვად შექ­მნა მის­გან საფრ­თხო­ბე­ლა. სიკ­ვდილ­ზე მე­ტად არა­ფე­რი მი­ბიძ­გებს შენ­თან შე­სახ­ვედ­რად, უფა­ლო". სე­რა­ფი­მე რო­უ­ზის წიგნ­ში "მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მო­ძღვრე­ბის მოკ­ლე გად­მო­ცე­მა" სუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგო­მი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ: ღმერ­თს რომ მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლე არ მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, უსა­ზღვრო და ამაო იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი მწუ­ხა­რე­ბა ახ­ლო­ბელ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. აზრს და­კარ­გავ­და კა­ცის ცხოვ­რე­ბა, სიკ­ვდი­ლით რომ თავ­დე­ბო­დეს იგი. ან რა სარ­გე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მა­შინ სათ­ნო­ე­ბა­თა და კე­თილ საქ­მე­თა­გან? მარ­თალ­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვინც ამ­ბობს: ვჭა­მოთ და ვსვათ, რა­მე­თუ აღარ ვიქ­ნე­ბით ხვალ. მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი ხომ უკ­ვდა­ვე­ბის­თვის არის შექ­მნი­ლი და ქრის­ტე­მაც თა­ვი­სი აღ­დგო­მით ზე­ცი­უ­რი სა­მე­ფოს კა­რე­ბი გა­უ­ღო მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბი­სათ­ვის მათ, ვი­საც სწამ­და მისი და მარ­თლად გა­ა­ტა­რა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა. ჩვე­ნი მი­წი­ე­რი სი­ცო­ცხლე მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მზა­დე­ბაა, ეს მზა­დე­ბა კი სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. "ადა­მი­ა­ნებს ერთხელ უწე­რი­ათ სიკ­ვდი­ლი და მერე გან­კი­თხვა" (ებრ. 9,27). ამ დროს ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა თა­ვი­სი მი­წი­ე­რი საზ­რუ­ნა­ვი­სა­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, მისი სხე­უ­ლი კი იხ­რწნე­ბა, რათა კვლავ აღ­დგეს სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მი­სას.

სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ სული აგ­რძე­ლებს არ­სე­ბო­ბას და არ წყვეტს მას ერთი წა­მი­თაც კი. მიც­ვა­ლე­ბულ­თა მოვ­ლი­ნე­ბის მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბით ჩვენ ნა­წი­ლობ­რივ უკვე მოგ­ვე­ცა იმის ცოდ­ნა, თუ რა მოს­დის სულს, რო­დე­საც ის სხე­ულს ტო­ვებს. როცა ადა­მი­ა­ნის ხორ­ცი­ე­ლი თვა­ლით ხედ­ვა მთავ­რდე­ბა, დგე­ბა ჟამი მისი სუ­ლი­ე­რი ჭვრე­ტი­სა.

მი­მარ­თავ­და რა თა­ვის მო­მაკ­ვდავ დას, ეპის­კო­პო­სი თე­ო­ფა­ნე და­ყუ­დე­ბუ­ლი წერ­და: "შენ ხომ მარ­თლაც­და არ მოკ­ვდე­ბი, შენი სხე­უ­ლი შე­წყვეტს მხო­ლოდ არ­სე­ბო­ბას, თა­ვად კი სხვა სამ­ყა­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებ, ცო­ცხა­ლი, სა­კუ­თა­რი თა­ვის ხსოვ­ნი­თა და გარე სამ­ყა­როს ცნო­ბის უნა­რით".

სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ სული ცო­ცხა­ლია და ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით მეტს გრძნობს. რამ­დე­ნა­დაც სული სიკ­ვდი­ლის შემ­დგო­მაც აგ­რძე­ლებს სი­ცო­ცხლეს, - გვას­წავ­ლის წმინ­და ამ­ბრი­სი მე­დი­ო­ლა­ნე­ლი, - მას რჩე­ბა სი­კე­თის შეგ­რძნე­ბის უნა­რი და ეს უნა­რი არა­თუ არ იკარ­გე­ბა ამ დროს, არა­მედ მა­ტუ­ლობს კი­დეც. სულს ვერ აჩე­რებს სიკ­ვდი­ლით მო­ტა­ნი­ლი ვე­რა­ვი­თა­რი დაბ­რკო­ლე­ბა, მისი აქ­ტი­ვო­ბა იზ­რდე­ბა, რად­გა­ნაც მოქ­მე­დე­ბას იწყებს უკვე თა­ვის არე­ში, სხე­ულ­თან ყო­ველ­გვა­რი კავ­ში­რის გა­რე­შე, რო­მე­ლიც უფრო ტვირ­თია მის­თვის, ვიდ­რე სარ­გებ­ლო­ბის მომ­ტა­ნი.

ღირ­სი მამა ამბა დო­რო­თე, აჯა­მებს რა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ად­რინ­დელ ქრის­ტი­ან­თა შე­ხე­დუ­ლე­ბებს, აღ­ნიშ­ნავს: რო­გორც მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, სუ­ლებს ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი მი­წა­ზე ყო­ფი­ლა წარ­მოთ­ქმუ­ლი, ნა­მოქ­მე­და­რი, ნა­აზ­რე­ვი. აქე­დან არაფ­რის და­ვი­წყე­ბა არ ხდე­ბა. ფსალ­მუნ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "მას დღე­სა შინა წარ­წყმდი­ან ყო­ველ­ნი ზრახ­ვა­ნი მის­ნი" (ფს. 145,4). "აქ ლა­პა­რა­კია ამ­ქვეყ­ნი­ურ ზრახ­ვა­თა - შე­ნე­ბის, მშობ­ლე­ბის, შვი­ლე­ბის, ქო­ნე­ბის, ყო­ველ­გვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ. სუ­ლის მიერ სხე­უ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ყო­ვე­ლი­ვე ეს იკარ­გე­ბა... ხოლო რაც სათ­ნო­ე­ბას­თან ან ვნე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სულს ახ­სოვს, აქე­დან არა­ფე­რი ქრე­ბა მის­თვის უკ­ვა­ლოდ... ასე­ვე, რო­გორც ით­ქვა, სულს არა­ფე­რი ავი­წყდე­ბა იქი­და­ნაც, რაც მი­წა­ზე გა­უ­კე­თე­ბია, მას ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს და თა­ნაც უფრო ცხა­დად და კარ­გად, რო­გორც გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულს თა­ვი­სი სხე­უ­ლი­დან.

სუ­ლის აქ­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ნათ­ლად აღგ­ვი­წერს V სა­უ­კუ­ნის დიდი მოღ­ვა­წე, ღირ­სი იო­ა­ნე კა­სი­ა­ნე თა­ვის წე­რილ­ში იმ ერე­ტი­კო­სე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც თვლიდ­ნენ, რომ სული გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ ცნო­ბა­და­კარ­გულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, სულ­თა არ­სე­ბო­ბა სხე­ულ­თან გან­შო­რე­ბი­სას სუ­ლაც არ ხდე­ბა უაზ­რო, მოკ­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­გვარ მგრძნო­ბე­ლო­ბას. ამას ადას­ტუ­რებს თუნ­დაც სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი იგა­ვი მდიდ­რი­სა და ლა­ზა­რეს შე­სა­ხებ (ლუკა 23,22-28)... გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლე­ბი არა მხო­ლოდ არ თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან თა­ვი­ან­თი გრძნო­ბე­ბი­სა­გან, არა­მედ არ კარ­გა­ვენ სა­კუ­თარ გან­წყო­ბი­ლე­ბებს, იმე­დებ­სა და შიშს, სი­ხა­რულ­სა და მწუ­ხა­რე­ბას. ისი­ნი ასე­ვე გარ­კვე­ულ­წი­ლად იწყე­ბენ რა­ღაც ისე­თის გან­ცდა­საც, რაც მო­ე­ლით სა­ყო­ველ­თაო სამ­სჯავ­რო­ზე... ამ დროს სუ­ლე­ბი შე­და­რე­ბით აქ­ტი­ურ­ნიც ხდე­ბი­ან და უფრო გულ­მოდ­გი­ნედ ცდი­ლო­ბენ შე­უ­ერ­თდნენ ღვთის მა­დი­დე­ბელთ.

თუ წმინ­და წე­რი­ლის მი­თი­თე­ბებს სუ­ლის ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­და მი­ხედ­ვით გან­ვი­ხი­ლავთ, უგუ­ნუ­რო­ბა გა­მო­დის და­უშ­ვა ის, რომ ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი, სული, რო­მელ­შიც, მო­ცი­ქუ­ლის თქმით, ღვთის ხა­ტე­ბა და მსგავ­სე­ბაა მო­ცე­მუ­ლი (1კორ. 11,7; კოლ. 3,10), სხე­უ­ლი­დან გან­სვლის შემ­დეგ უგ­რძნო­ბი ხდე­ბა. განა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ეს მას­ზე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი არ­სით წარ­მო­ად­გენს მთე­ლი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­წყისს და უმ­თავ­რეს პი­რო­ბას, ვინც თა­ნა­ზი­ა­რო­ბით მგრძნო­ბი­ა­რეს ხდის თვით უტყვ და უგ­რძნობ სხე­ულ­საც კი? აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს და თა­ნაც გო­ნე­ბის ბუ­ნე­ბაც მო­ი­თხოვს, რომ სულ­მა სხე­ულ­თან (რო­მე­ლიც იმ დრო­ი­სათ­ვის სუს­ტდე­ბა) გან­შო­რე­ბი­სას მო­იყ­ვა­ნოს მთე­ლი თა­ვი­სი გო­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბი უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კი არ და­კარ­გოს იგი, არა­მედ აღად­გი­ნოს უფრო წმინ­და და დახ­ვე­წი­ლი სა­ხით.

თა­ნა­მედ­რო­ვე "სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ­მა" გა­მოც­დი­ლე­ბამ ხალ­ხი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­ხა­და იმის შე­სა­ხებ, რომ სული გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგო­მაც ინარ­ჩუ­ნებს ცნო­ბი­ე­რე­ბას, მათ წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნათ გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა დიდ სი­მახ­ვი­ლე­სა და აზ­როვ­ნე­ბის სის­წრა­ფე­ზე ამ დროს. მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ უჩ­ვე­უ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი "უს­ხე­უ­ლო" სფე­როს გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი­სა­გან და­იც­ვა, მარ­ტო­ო­დენ ამ­გვა­რი ცოდ­ნის არ­სე­ბო­ბა არ კმა­რა. სა­ჭი­როა იც­ნობ­დე ქრის­ტი­ა­ნულ სწავ­ლე­ბა­საც ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

სხე­უ­ლის აღ­დგო­მა

რო­დე­საც ეს ხრწნა­დი სამ­ყა­რო თა­ვის და­სას­რულს მი­აღ­წევს და დად­გე­ბა ჟამი მა­რა­დი­უ­ლი ზე­ცი­უ­რი მე­უ­ფე­ბი­სა, სა­დაც შე­წყა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბი თა­ვი­ანთ აღ­მდგარ სხე­უ­ლებს შე­ერ­თე­ბულ­ნი, უკ­ვდავ­ნი და უხრწნელ­ნი მუ­დამ იქ­ნე­ბი­ან თა­ვის მა­ცხო­ვარ იესო ქრის­ტეს­თან ერ­თად, მა­შინ ის ნა­წი­ლობ­რი­ვი სი­ხა­რუ­ლი და დი­დე­ბა, რო­მელ­საც ახ­ლაც კი გა­ნიც­დი­ან სუ­ლე­ბი ზე­ცა­ში, შე­იც­ვლე­ბა ახა­ლი ქმნი­ლე­ბის იმ სრულ­ფა­სო­ვა­ნი სი­ხა­რუ­ლით, რის­თვი­საც ადა­მი­ა­ნია სა­ერ­თოდ შექ­მნი­ლი. მაგ­რამ ისი­ნი, რომ­ლებ­მაც არ მი­ი­ღეს ქრის­ტეს მიერ ნაჩ­ვე­ნე­ბი გზა ხსნი­სა, თა­ვი­ანთ აღ­მდგარ სხე­უ­ლებ­თან ერ­თად მუდ­მი­ვად და­ი­ტან­ჯე­ბი­ან ჯო­ჯო­ხე­თის უფსკრუ­ლებ­ში. იო­ა­ნე და­მას­კე­ლი "მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის უცი­ლო­ბე­ლი გად­მო­ცე­მის" ბოლო თავ­ში ასე აღ­წერს სუ­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ სა­ბო­ლოო მდგო­მა­რე­ო­ბას: "ჩვენ გვჯე­რა მიც­ვა­ლე­ბულ­თა მკვდრე­თით აღ­დგო­მი­სა, რა­მე­თუ ჭეშ­მა­რი­ტად იქ­ნე­ბა იგი, მაგ­რამ ვსა­უბ­რობთ რა მის შე­სა­ხებ, სხე­ულ­თა აღ­დგო­მას წარ­მო­ვიდ­გენთ ხოლ­მე ამ დროს, რა­მე­თუ აღ­დგო­მა ხომ და­ცე­მუ­ლის აღ­დგე­ნაა ხელ­მე­ო­რედ". და მა­ინც, რა სა­ხით აღ­დგე­ბი­ან უკ­ვდა­ვე­ბა­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სუ­ლე­ბი? თუ სიკ­ვდილს, რო­გორც სხე­უ­ლი­დან სუ­ლის გან­სვლას, ისე მი­იჩ­ნე­ვენ, მა­შინ აღ­დგო­მა მათი ხელ­მე­ო­რედ შე­ერ­თე­ბა გა­მო­დის, უკვე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი, გახ­რწნი­ლი სხე­უ­ლის უხრწნე­ლი ფორ­მით აღ­დგე­ნა. და მარ­თლაც, მას, ვინც ადა­მი­ა­ნი მი­წის­გან შექ­მნა, განა ისევ არ შე­უძ­ლია აღად­გი­ნოს იგი­და ეს გა­ა­კე­თოს მას შემ­დე­გაც, როცა ღვთი­უ­რი დაშ­ვე­ბით ის აღეს­რუ­ლე­ბა და და­უბ­რუნ­დე­ბა ისევ მი­წას, იმ მი­წას, რომ­ლის­გა­ნაც შე­იქ­მნა თავ­და­პირ­ვე­ლად?

ცხა­დია, თუ მხო­ლოდ სული ეს­წრა­ფო­და სათ­ნო­ე­ბებს, მა­შინ დი­დე­ბით შე­ი­მო­სე­ბა მარ­ტო­ო­დენ ის. ასე­ვე თუ მხო­ლოდ სული ეძი­ებ­და სი­ა­მოვ­ნე­ბებს, დას­ჯი­ლი იქ­ნე­ბა მარ­ტო­ო­დენ ის. მაგ­რამ რად­გან არც სათ­ნო­ე­ბებს და არც მან­კი­ე­რე­ბებს სული არ მი­ელტვო­და სხე­უ­ლის გა­რე­შე, ამი­ტო­მაც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს, ორი­ვეს ერ­თად მი­ე­ზღოს სა­მა­გი­ე­რო.

მაშ ასე, ჩვენ აღვდგე­ბით, ჩვე­ნი სუ­ლე­ბი კვლავ შე­უ­ერ­თდე­ბი­ან თა­ვი­ანთ სხე­უ­ლებს, გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა უკ­ვდა­ვე­ბა­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ახა­ლი ქმნი­ლე­ბა ხრწნა­დო­ბი­სა­გან და ჩვენ ყვე­ლა­ნი ქრის­ტეს სა­ში­ნე­ლი სამ­სჯავ­როს წი­ნა­შე წარვდგე­ბით. სა­ტა­ნა თა­ვი­სი დე­მო­ნე­ბით, ან­ტიქ­რის­ტე, ბი­წი­ე­რი ცოდ­ვი­ლი ხალ­ხი მი­ე­ცე­მი­ან მა­რა­დი­ულ ცე­ცხლს, არა მა­ტე­რი­ა­ლურს, რო­გორც ეს ჩვენ­თა­ნაა, არა­მედ ისეთს, რო­მე­ლიც იცის მხო­ლოდ ღმერ­თმა. კე­თი­ლის მოქ­მედ­ნი კი მზე­სა­ვით მა­რა­დი­უ­ლად გაბრ­წყინ­დე­ბი­ან ან­გე­ლო­ზებ­თან, ჩვენს უფალ იესო ქრის­ტეს­თან ერ­თად. ისი­ნი, მა­რად მომ­ზი­რალ­ნი მა­ცხოვ­რი­სა, თვი­თო­ნაც მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბი­ან რა მისი თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში, დატ­კბე­ბი­ან უზე­ნა­ე­სის­გან მომ­დი­ნა­რე სი­ხა­რუ­ლით და გა­ნა­დი­დე­ბენ მას მა­მას­თან და სუ­ლიწ­მინ­დას­თან ერ­თად უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ".

ათე­იზ­მის სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლის­თვის, ვი­საც არ სწამს მა­რა­დი­უ­ლი სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბა, სა­გუ­ლის­ხმო იქ­ნე­ბო­და ამ ამ­ბის მო­თხრო­ბა, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ მოხ­და:

თა­ვა­დი ვლა­დი­მერ სერ­გის ძე დოლ­გო­რუ­კი რუ­სე­თის მე­ფის კარ­ზე მსა­ხუ­რობ­და. იქ თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბით და­ა­ვად­და, არც ღვთის და არც იმ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის აღარ სჯე­რო­და. ეს რომ მის­მა ძმამ, თა­ვად­მა პეტ­რემ შე­ი­ტყო, შე­წუხ­და და წე­რი­ლი მის­წე­რა: "მერ­წმუ­ნე, ძმაო, ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს ბედ­ნი­ე­რე­ბა. იგი აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვი­საც". უხ­სნი­და, არ­წმუ­ნებ­და, მაგ­რამ - ამა­ოდ. ამ­გვა­რი წე­რი­ლე­ბი მხო­ლოდ ღი­მილს ჰგვრი­და ვლა­დი­მერს.

ერთხე­ლაც მე­ფის­გან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ძლი­ე­რი დაღ­ლი­ლო­ბა იგ­რძნო, დაწ­ვა და ჩა­ე­ძი­ნა. უცებ იგ­რძნო, თით­ქოს ვი­ღა­ცამ სა­ბა­ნი გა­და­უ­წია, მი­უ­ახ­ლოვ­და და ცივი ხელი ხელ­ზე მო­უ­ჭი­რა. შე­ხე­და - მის წინ პეტ­რე იდგა. "ირ­წმუ­ნე!" - უთხრა ძმას. ძმის უე­ცა­რი გა­მო­ჩე­ნით გა­ხა­რე­ბულ­მა წა­მო­ი­წია, რომ მოხ­ვე­ო­და, მაგ­რამ ხილ­ვა გაქ­რა. იმ­დე­ნად ცხა­დად მო­ეჩ­ვე­ნა, ძმა ჩა­მო­ვი­დაო, რომ მსა­ხუ­რებ­საც ჰკი­თხა - სად წა­ვი­და ჩემი ძმაო. ბო­ლოს, დარ­წმუნ­და, ალ­ბათ მო­მეჩ­ვე­ნა ან და­მე­სიზ­მრაო. თუმ­ცა ძმის ნათ­ქვამ­მა, "ირ­წმუ­ნე!", მოს­ვე­ნე­ბა მა­ინც და­უ­კარ­გა.

ჩა­ი­წე­რა რი­ცხვი, სა­ა­თი და წუთი, როცა ეს ხილ­ვა ჰქონ­და. ძა­ლი­ან მალე მი­ი­ღო ცნო­ბა, რომ სწო­რედ იმ დღეს და იმ დროს გარ­და­იც­ვა­ლა პეტ­რე დოლ­გო­რუ­კი.

იმ დღი­დან იგი ჭეშ­მა­რი­ტი მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნი გახ­და.

წყა­რო: karibche.ge

სიკვდილის შემდგომ სული ცოცხალია...

სიკვდილის შემდგომ სული ცოცხალია...

ყოველი ქრისტიანი დილის ლოცვების კითხვისას წარმოთქვამს მრწამსის ამ სიტყვებს: "მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა". მაგრამ არა მხოლოდ ათეისტებს, არამედ ბევრ ჩვენგანსაც ზოგჯერ შეიძლება აღეძრას ეჭვი და დასვას კითხვა: "არსებობს კი ის სამყარო, იქნებ აქ ყველაფერი თავდება? ჩაგდებენ მიწაში, დააფარებენ შენს ჩასასვენებელს სახურავს და ყველაფერი დასრულდება ამგვარად. შესაძლოა მოხდეს კიდევ უარესი რამ, სასაფლაოზე დაგტოვებენ და გარეგნულად კი ცოცხალი არა ხარ, მაგრამ მაინც ყველაფერს გრძნობ, გესმის, განიცდი და თან სიბნელეში გაუნძრევლად წევხარ, შენი გამგონი კი არავინაა. გზაფრავს ამის წარმოდგენა, მეტად მძიმეა იგი აღსაქმელად. ხან კიდევ იმედი გაქვს, რომ მიწაზე სიცოცხლე არ თავდება, ის სიკვდილის შემდგომაც გრძელდება, აქ მარტოოდენ სხეული რჩება, რომელიც თანდათანობით იხრწნება, მისგან კი ბოლოს ძვლებიღაა, სული კი ამოდის და მიფრინავს სადღაც სხვაგან. ხან ძლიერდება ეს იმედი, ხანაც კიდევ სუსტდება..." (დავით ციცქიშვილი).

მართლაც დღითიდღე ილევა ჩვენი სიცოცხლის ჟამი. ყოველი მომდევნო დღე გვაახლოებს გარდაუვალ სიკვდილთან. მაგრამ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები სიკვდილს არ ემდურიან. ერთ-ერთი ღირსი მამა ამბობდა: "სიკვდილს რად დავემდურო, ღმერთო ცოცხალო? ადამიანმა თავად შექმნა მისგან საფრთხობელა. სიკვდილზე მეტად არაფერი მიბიძგებს შენთან შესახვედრად, უფალო". სერაფიმე როუზის წიგნში "მართლმადიდებლური მოძღვრების მოკლე გადმოცემა" სულის გარდაცვალების შემდგომი მდგომარეობის შესახებ ვკითხულობთ: ღმერთს რომ მარადიული სიცოცხლე არ მიენიჭებინა ადამიანისათვის, უსაზღვრო და ამაო იქნებოდა ჩვენი მწუხარება ახლობელთა გარდაცვალების გამო. აზრს დაკარგავდა კაცის ცხოვრება, სიკვდილით რომ თავდებოდეს იგი. ან რა სარგებელი იქნებოდა მაშინ სათნოებათა და კეთილ საქმეთაგან? მართალნი აღმოჩნდებოდნენ ამ შემთხვევაში, ვინც ამბობს: ვჭამოთ და ვსვათ, რამეთუ აღარ ვიქნებით ხვალ. მაგრამ ადამიანი ხომ უკვდავებისთვის არის შექმნილი და ქრისტემაც თავისი აღდგომით ზეციური სამეფოს კარები გაუღო მარადიული ნეტარებისათვის მათ, ვისაც სწამდა მისი და მართლად გაატარა თავისი ცხოვრება. ჩვენი მიწიერი სიცოცხლე მომავალი ცხოვრებისათვის მზადებაა, ეს მზადება კი სიკვდილით მთავრდება. "ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა" (ებრ. 9,27). ამ დროს ადამიანი ყველა თავისი მიწიერი საზრუნავისაგან თავისუფლდება, მისი სხეული კი იხრწნება, რათა კვლავ აღდგეს საყოველთაო აღდგომისას.

სიკვდილის შემდგომ სული აგრძელებს არსებობას და არ წყვეტს მას ერთი წამითაც კი. მიცვალებულთა მოვლინების მრავალი შემთხვევის წყალობით ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოგვეცა იმის ცოდნა, თუ რა მოსდის სულს, როდესაც ის სხეულს ტოვებს. როცა ადამიანის ხორციელი თვალით ხედვა მთავრდება, დგება ჟამი მისი სულიერი ჭვრეტისა.

მიმართავდა რა თავის მომაკვდავ დას, ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული წერდა: "შენ ხომ მართლაცდა არ მოკვდები, შენი სხეული შეწყვეტს მხოლოდ არსებობას, თავად კი სხვა სამყაროში გადაინაცვლებ, ცოცხალი, საკუთარი თავის ხსოვნითა და გარე სამყაროს ცნობის უნარით".

სიკვდილის შემდგომ სული ცოცხალია და ადრინდელთან შედარებით მეტს გრძნობს. რამდენადაც სული სიკვდილის შემდგომაც აგრძელებს სიცოცხლეს, - გვასწავლის წმინდა ამბრისი მედიოლანელი, - მას რჩება სიკეთის შეგრძნების უნარი და ეს უნარი არათუ არ იკარგება ამ დროს, არამედ მატულობს კიდეც. სულს ვერ აჩერებს სიკვდილით მოტანილი ვერავითარი დაბრკოლება, მისი აქტივობა იზრდება, რადგანაც მოქმედებას იწყებს უკვე თავის არეში, სხეულთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, რომელიც უფრო ტვირთია მისთვის, ვიდრე სარგებლობის მომტანი.

ღირსი მამა ამბა დოროთე, აჯამებს რა ამ საკითხთან დაკავშირებით ადრინდელ ქრისტიანთა შეხედულებებს, აღნიშნავს: როგორც მამები ამბობენ, სულებს ყველაფერი ახსოვთ, ყველაფერი, რაც კი მიწაზე ყოფილა წარმოთქმული, ნამოქმედარი, ნააზრევი. აქედან არაფრის დავიწყება არ ხდება. ფსალმუნში ვკითხულობთ: "მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი" (ფს. 145,4). "აქ ლაპარაკია ამქვეყნიურ ზრახვათა - შენების, მშობლების, შვილების, ქონების, ყოველგვარი საქმიანობისა და სწავლების შესახებ. სულის მიერ სხეულის დატოვების შემდეგ ყოველივე ეს იკარგება... ხოლო რაც სათნოებასთან ან ვნებებთან არის დაკავშირებული, სულს ახსოვს, აქედან არაფერი ქრება მისთვის უკვალოდ... ასევე, როგორც ითქვა, სულს არაფერი ავიწყდება იქიდანაც, რაც მიწაზე გაუკეთებია, მას ყველაფერი ახსოვს და თანაც უფრო ცხადად და კარგად, როგორც განთავისუფლებულს თავისი სხეულიდან.

სულის აქტიურ მდგომარეობას სიკვდილის შემდეგ ნათლად აღგვიწერს V საუკუნის დიდი მოღვაწე, ღირსი იოანე კასიანე თავის წერილში იმ ერეტიკოსებისადმი, რომლებიც თვლიდნენ, რომ სული გარდაცვალების შემდგომ ცნობადაკარგულ მდგომარეობაში იმყოფება. როგორც ის აღნიშნავს, სულთა არსებობა სხეულთან განშორებისას სულაც არ ხდება უაზრო, მოკლებული ყოველგვარ მგრძნობელობას. ამას ადასტურებს თუნდაც სახარებისეული იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ (ლუკა 23,22-28)... გარდაცვლილთა სულები არა მხოლოდ არ თავისუფლდებიან თავიანთი გრძნობებისაგან, არამედ არ კარგავენ საკუთარ განწყობილებებს, იმედებსა და შიშს, სიხარულსა და მწუხარებას. ისინი ასევე გარკვეულწილად იწყებენ რაღაც ისეთის განცდასაც, რაც მოელით საყოველთაო სამსჯავროზე... ამ დროს სულები შედარებით აქტიურნიც ხდებიან და უფრო გულმოდგინედ ცდილობენ შეუერთდნენ ღვთის მადიდებელთ.

თუ წმინდა წერილის მითითებებს სულის ბუნების შესახებ ჩვენი აზროვნების შესაძლებლობებისდა მიხედვით განვიხილავთ, უგუნურობა გამოდის დაუშვა ის, რომ ადამიანის ყველაზე ღირებული ნაწილი, სული, რომელშიც, მოციქულის თქმით, ღვთის ხატება და მსგავსებაა მოცემული (1კორ. 11,7; კოლ. 3,10), სხეულიდან განსვლის შემდეგ უგრძნობი ხდება. განა შეიძლება ითქვას ეს მასზე, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მთელი გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის საწყისს და უმთავრეს პირობას, ვინც თანაზიარობით მგრძნობიარეს ხდის თვით უტყვ და უგრძნობ სხეულსაც კი? აქედან გამომდინარეობს და თანაც გონების ბუნებაც მოითხოვს, რომ სულმა სხეულთან (რომელიც იმ დროისათვის სუსტდება) განშორებისას მოიყვანოს მთელი თავისი გონებრივი ძალები უკეთეს მდგომარეობაში, კი არ დაკარგოს იგი, არამედ აღადგინოს უფრო წმინდა და დახვეწილი სახით.

თანამედროვე "სიკვდილის შემდგომმა" გამოცდილებამ ხალხი ინფორმირებული გახადა იმის შესახებ, რომ სული გარდაცვალების შემდგომაც ინარჩუნებს ცნობიერებას, მათ წარმოდგენა შეექმნათ გონებრივ შესაძლებლობათა დიდ სიმახვილესა და აზროვნების სისწრაფეზე ამ დროს. მაგრამ იმისათვის, რომ უჩვეულო მდგომარეობაში მყოფი "უსხეულო" სფეროს გამოვლინებებისაგან დაიცვა, მარტოოდენ ამგვარი ცოდნის არსებობა არ კმარა. საჭიროა იცნობდე ქრისტიანულ სწავლებასაც ამ საკითხთან დაკავშირებით.

სხეულის აღდგომა

როდესაც ეს ხრწნადი სამყარო თავის დასასრულს მიაღწევს და დადგება ჟამი მარადიული ზეციური მეუფებისა, სადაც შეწყალებულთა სულები თავიანთ აღმდგარ სხეულებს შეერთებულნი, უკვდავნი და უხრწნელნი მუდამ იქნებიან თავის მაცხოვარ იესო ქრისტესთან ერთად, მაშინ ის ნაწილობრივი სიხარული და დიდება, რომელსაც ახლაც კი განიცდიან სულები ზეცაში, შეიცვლება ახალი ქმნილების იმ სრულფასოვანი სიხარულით, რისთვისაც ადამიანია საერთოდ შექმნილი. მაგრამ ისინი, რომლებმაც არ მიიღეს ქრისტეს მიერ ნაჩვენები გზა ხსნისა, თავიანთ აღმდგარ სხეულებთან ერთად მუდმივად დაიტანჯებიან ჯოჯოხეთის უფსკრულებში. იოანე დამასკელი "მართლმადიდებლური სარწმუნოების უცილობელი გადმოცემის" ბოლო თავში ასე აღწერს სულის სიკვდილის შემდგომ საბოლოო მდგომარეობას: "ჩვენ გვჯერა მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომისა, რამეთუ ჭეშმარიტად იქნება იგი, მაგრამ ვსაუბრობთ რა მის შესახებ, სხეულთა აღდგომას წარმოვიდგენთ ხოლმე ამ დროს, რამეთუ აღდგომა ხომ დაცემულის აღდგენაა ხელმეორედ". და მაინც, რა სახით აღდგებიან უკვდავებამინიჭებული სულები? თუ სიკვდილს, როგორც სხეულიდან სულის განსვლას, ისე მიიჩნევენ, მაშინ აღდგომა მათი ხელმეორედ შეერთება გამოდის, უკვე აღსრულებული, გახრწნილი სხეულის უხრწნელი ფორმით აღდგენა. და მართლაც, მას, ვინც ადამიანი მიწისგან შექმნა, განა ისევ არ შეუძლია აღადგინოს იგიდა ეს გააკეთოს მას შემდეგაც, როცა ღვთიური დაშვებით ის აღესრულება და დაუბრუნდება ისევ მიწას, იმ მიწას, რომლისგანაც შეიქმნა თავდაპირველად?

ცხადია, თუ მხოლოდ სული ესწრაფოდა სათნოებებს, მაშინ დიდებით შეიმოსება მარტოოდენ ის. ასევე თუ მხოლოდ სული ეძიებდა სიამოვნებებს, დასჯილი იქნება მარტოოდენ ის. მაგრამ რადგან არც სათნოებებს და არც მანკიერებებს სული არ მიელტვოდა სხეულის გარეშე, ამიტომაც სამართლიანობა მოითხოვს, ორივეს ერთად მიეზღოს სამაგიერო.

მაშ ასე, ჩვენ აღვდგებით, ჩვენი სულები კვლავ შეუერთდებიან თავიანთ სხეულებს, განთავისუფლდება უკვდავებამინიჭებული ახალი ქმნილება ხრწნადობისაგან და ჩვენ ყველანი ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე წარვდგებით. სატანა თავისი დემონებით, ანტიქრისტე, ბიწიერი ცოდვილი ხალხი მიეცემიან მარადიულ ცეცხლს, არა მატერიალურს, როგორც ეს ჩვენთანაა, არამედ ისეთს, რომელიც იცის მხოლოდ ღმერთმა. კეთილის მოქმედნი კი მზესავით მარადიულად გაბრწყინდებიან ანგელოზებთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან ერთად. ისინი, მარად მომზირალნი მაცხოვრისა, თვითონაც მუდმივად იქნებიან რა მისი თვალთახედვის არეში, დატკბებიან უზენაესისგან მომდინარე სიხარულით და განადიდებენ მას მამასთან და სულიწმინდასთან ერთად უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

ათეიზმის სენით დაავადებულისთვის, ვისაც არ სწამს მარადიული სამყაროს არსებობა, საგულისხმო იქნებოდა ამ ამბის მოთხრობა, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა:

თავადი ვლადიმერ სერგის ძე დოლგორუკი რუსეთის მეფის კარზე მსახურობდა. იქ თავისუფალი აზროვნებით დაავადდა, არც ღვთის და არც იმქვეყნიური ცხოვრების აღარ სჯეროდა. ეს რომ მისმა ძმამ, თავადმა პეტრემ შეიტყო, შეწუხდა და წერილი მისწერა: "მერწმუნე, ძმაო, ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე არ არსებობს ბედნიერება. იგი აუცილებელია მომავალი ცხოვრებისთვისაც". უხსნიდა, არწმუნებდა, მაგრამ - ამაოდ. ამგვარი წერილები მხოლოდ ღიმილს ჰგვრიდა ვლადიმერს.

ერთხელაც მეფისგან დაბრუნებულმა ძლიერი დაღლილობა იგრძნო, დაწვა და ჩაეძინა. უცებ იგრძნო, თითქოს ვიღაცამ საბანი გადაუწია, მიუახლოვდა და ცივი ხელი ხელზე მოუჭირა. შეხედა - მის წინ პეტრე იდგა. "ირწმუნე!" - უთხრა ძმას. ძმის უეცარი გამოჩენით გახარებულმა წამოიწია, რომ მოხვეოდა, მაგრამ ხილვა გაქრა. იმდენად ცხადად მოეჩვენა, ძმა ჩამოვიდაო, რომ მსახურებსაც ჰკითხა - სად წავიდა ჩემი ძმაო. ბოლოს, დარწმუნდა, ალბათ მომეჩვენა ან დამესიზმრაო. თუმცა ძმის ნათქვამმა, "ირწმუნე!", მოსვენება მაინც დაუკარგა.

ჩაიწერა რიცხვი, საათი და წუთი, როცა ეს ხილვა ჰქონდა. ძალიან მალე მიიღო ცნობა, რომ სწორედ იმ დღეს და იმ დროს გარდაიცვალა პეტრე დოლგორუკი.

იმ დღიდან იგი ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტიანი გახდა.

წყარო: karibche.ge

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა - ცოტნე გამსახურდიას ექიმი

ექიმი - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა დამატებითი ოპერაცია დასჭირდეს