ქრონიკული დაღლილობა, რაც შრომით საქმიანობას ეხება, ბელგიაში ოფიციალურად ავადმყოფობად გამოაცხადეს და მას "სამსახურში გადაღლა" უწოდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში ქრონიკული დაღლილობის გამო ყოველწლიურად ათი ათასობით ადამიანი მიმართავს ექიმს.
ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი, მაგი დე ბლოკი ამ საკითხს გამოეხმაურა. მან დაღლილობა დაავადებად მიიჩნია და საზოგადოებას "გადაღლილობის" პროფილაქტიკისთვის საჭირო ზომების მიღებას დაჰპირდა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ფენომენის დაავადებად აღიარება იმ თანხას, რასაც სადაზღვევო კომპანია მომუშავე პირს ექიმთან ვიზიტის შემთვევაში უნაზღაურებს 70 % -მდე გაზრდის.
სამსახურში მოსახლეობის ფსიქოლოგიურმა დატვირთვამ ბოლო დროს შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია. 2015 წელს 8,2 ათასმა ადამიანმა სამსახურში დატვირთვისა და ქრონიკული დაღლილობის გამო შვებულება აიღო. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მათგან 500 ადამიანი შტატგარეშე მომუშავე იყო. მოცემული მონაცემებით, ადრე თუ გვიან, ბელგიის მოსახლეობის ყოველი მეათე ადამიანი სამსახურში "გადაღლილობითაა" დაავადებული. "გადაღლილობის" მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დაკარგული აქვს მოტივაცია და სასიცოცხლო ძალები, სძულს საკუთარი ცხოვრების წესი... განაგრძეთ კითხვა