საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ჯანჯღავა - კარიერისტი თუ ღირსეული სამხედრო?
ნიკოლოზ ჯანჯღავა - კარიერისტი თუ ღირსეული სამხედრო?

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის, გე­ნე­რალ ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ას პირ­ველ მო­ად­გი­ლედ, პოლ­კოვ­ნი­კი ნი­კო­ლოზ ჯან­ჯღა­ვა და­ი­ნიშ­ნა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და ზო­გა­დად, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის პერ­სო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა, - ერთი ნა­წი­ლის თქმით, ის ღირ­სე­უ­ლი სამ­ხედ­როა, ჯა­რის­კა­ცუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბი­თა და ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით. თუმ­ცა, მე­ომ­რე­ბის ნა­წი­ლის­თვის ჯან­ჯღა­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, - მათი თქმით, პოლ­კოვ­ნიკ ჯან­ჯღა­ვას გენშტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ნიშ­ვნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის არ­ჩე­ვა­ნი არ არის, ის შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი და ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ინა­ნებს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ პოლ­კოვ­ნიკ ჯან­ჯღა­ვას წარ­სულ­ზე და მას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თე­ლო­ბის დროს, არა­ე­ფექ­ტუ­რი რე­ზერ­ვის სის­ტე­მის შექ­მნას ახ­სე­ნე­ბენ.

მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ნა­წი­ლის თქმით, ჯან­ჯღა­ვას მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი წარ­მოდ­გე­ნა, მის მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. ისე­ვე, რო­გორც ლე­გენ­დე­ბი, რო­მელ­საც მას­ზე ჰყვე­ბი­ან და რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ჯუნ­გლებ­ში გაშ­ვე­ბუ­ლი "კო­მან­დო­სის" 50-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი­დან, რო­მელ­თაც შო­რი­საც იყო ნი­კო­ლოზ ჯან­ჯღა­ვა, ორნი გა­დარ­ჩნენ, - ერთი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი და ჯან­ჯღა­ვა; ისიც, რომ ამე­რი­კის ბა­ზა­ზე, სა­დაც რე­ინ­ჯე­რებს წვრთნი­ან, დღემ­დე წე­რია: "შენ შე­იძ­ლე­ბა გახ­დე რე­ინ­ჯე­რი, მაგ­რამ ვე­რას­დროს გახ­დე­ბი ჯან­ჯღა­ვა".

თუმ­ცა, მე­ო­რე ნა­წი­ლის თქმით, - ჯან­ჯღა­ვა გა­მორ­ჩე­უ­ლია სამ­ხედ­რო დის­ციპ­ლი­ნით, რო­მე­ლიც ასე აკ­ლია ქარ­თულ არ­მი­ას. ერთხელ ის ჯარს მი­მარ­თავ­და სი­ტყვით, რა დრო­საც ქუდი მოს­ძვრა, რის­თვი­საც პოლ­კოვ­ნიკ­მა თავი და­ი­სა­ჯა... მა­თი­ვე თქმით, ამე­რი­კა­ში სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ჯან­ჯღა­ვას პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და სიმ­კაც­რე მი­უ­ღე­ბე­ლია ბევ­რის­თვის. მის მი­მართ ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი გან­წყო­ბა იმი­თაც აიხ­სნე­ბა, რომ თა­ვის დრო­ზე, ჯან­ჯღა­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აპ­რო­ტეს­ტებ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას, რო­მელ­თაც წო­დე­ბის შე­სა­ფე­რი­სი სამ­ხედ­რო გა­ნაღ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, რის გა­მოც მათ გუ­ლის­წყრო­მა­საც ვერ ას­ცდა...

რაც შე­ე­ხე­ბა, რე­ზერ­ვის სა­კითხს, რე­ზერვგა­მოვ­ლი­ლე­ბის თქმით, მა­შინ რო­დე­საც გვარ­დი­ის სარ­და­ლი ჯან­ჯღა­ვა იყო, რე­ზერ­ვი დის­ციპ­ლი­ნით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა მისი წას­ვლის შემ­დეგ, სის­ტე­მა მა­ლე­ვე მო­ირ­ყა... გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს მას აქ­ცი­ის დაშ­ლა უბ­რძა­ნეს, რა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და, რაც მასა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზი გახ­და...

2012 წლის, 20 აგ­ვის­ტოს ის პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მას ორ­თვი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სას­ჯე­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­და და იზო­ლა­ტო­რი 12 დღით ადრე და­ტო­ვა. მა­შინ, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ჯან­ჯღა­ვა ამ­ბობ­და, რომ მის ოჯახ­ზე ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რათა არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ყო მისი და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი...

და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე პოლ­კოვ­ნი­კი ჯან­ჯღა­ვა, სულ რამ­დე­ნი­მე დღის დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო ვა­შინგტო­ნი­დან, სა­დაც მან პენ­ტა­გო­ნის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი აკა­დე­მია "ომის კო­ლე­ჯი" და­ამ­თავ­რა. ჯან­ჯღა­ვა ფიქ­რობს, რომ იგი და­ა­პა­ტიმ­რეს პი­რა­დად ბაჩო ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით, რო­მე­ლიც, რომ დას­ცლო­და, კი­დევ ერთ ახალ შეთ­ქმუ­ლე­ბას "გახ­სნი­და" შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში.

გა­ა­მარ­თლებს თუ არა, ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ას, რო­გორც სამ­ხედ­რო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი აცხა­დებს, "რის­კი­ა­ნი არ­ჩე­ვა­ნი", ამის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე კარგ პა­სუხს დრო გაგ­ვცემს, მა­ნამ­დე კი, გა­დავ­ხე­დოთ ნი­კო­ლოზ ჯან­ჯღა­ვას მიერ გან­ვლილ გზას.

გა­ნათ­ლე­ბა:

და­ამ­თავ­რა ქ. თბი­ლი­სის 64-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა (ვერ­ცხლის მე­და­ლი), რის შემ­დე­გაც ის­ტო­რი­ის და სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის გან­ხრით გა­ნაგ­რძო სწავ­ლა თბი­ლი­სის ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 2003 წელს ჯან­ჯღა­ვას მი­ე­ნი­ჭა ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის წო­დე­ბა.

1989-1992 წწ. ჯან­ჯღა­ვა სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­ხედ­რო კა­თედ­რა­ზე, ხოლო 1993 წელს გა­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის ოფი­ცერ-არ­ტი­ლე­რის­ტთა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი. 1995-96 წლებ­ში, ჯან­ჯღა­ვამ გა­ი­ა­რა აშშ-ს არ­მი­ის ქვე­ი­თი ჯა­რის ას­მე­თა­უ­რის, აშშ-ს არ­მი­ის სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო და აშშ-ს არ­მი­ის რე­ინ­ჯე­რის კურ­სე­ბი ფორტ ბე­ნინ­გში, ჯორ­ჯი­ის შტატ­ში. 1999-2000 წლებ­ში, ნი­კო­ლოზ ჯან­ჯღა­ვამ გა­ი­ა­რა აშშ-ს არ­მი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის ოფიც­რის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი, ფორტ ბრაგ­ში, ჩრდ. კა­რო­ლი­ნის შტა­ტი, აშშ, ხოლო 2001-2002 წლებ­ში კი აშშ-ს არ­მი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის აკა­დე­მია, ფორტ ლე­ვენ­ვორსში, კან­ზა­სის შტა­ტი.

რე­ფორ­მა და და­პი­რის­პი­რე­ბა:

პოლ­კოვ­ნიკ ჯან­ჯღა­ვას აქვს პირ­და­პი­რი, მკაც­რი რე­ფორ­მის­ტის იმი­ჯი, რო­მელ­მაც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად უკვე ორ­ჯერ და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს არ­მი­ის რი­გე­ბი. პირ­ვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ჯან­ჯღა­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის 1997 წელს მოხ­და, რო­დე­საც იმ დროს ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად უც­ნობ­მა ჯან­ჯღა­ვამ, "სა­გა­ზე­თო აღ­სა­რე­ბა­ში" ღიად გა­აკ­რი­ტი­კა იმ­დრო­ინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი - გე­ნე­რა­ლი ვარ­დი­კო ნა­დი­ბა­ი­ძე. მა­შინ ჯან­ღა­ვა სა­უბ­რობ­და "გე­ნე­რალ­თა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე, მან­კი­ერ სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ზე და შიდა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე, რაც, სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შით, რე­ა­ლურ საფრ­თხეს უქ­მნი­და ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას". გე­ნე­რალ­მა ნა­დი­ბა­ი­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, კა­პი­ტა­ნი ჯან­ჯღა­ვა არ­მი­ის რი­გე­ბი­დან და­ი­თხო­ვა.

2002 წლის 19 ივ­ლისს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გე­ნე­რალ­მა და­ვით თევ­ზა­ძემ უკვე ვიცე-პოლ­კონ­ვიკ ჯან­ჯღა­ვას ბრა­ლი დას­დო "ინ­ტრი­გა­ნო­ბა­ში, ოფიც­რე­ბის წა­ქე­ზე­ბა­სა და არა­ა­დეკ­ვა­ტურ საქ­ცი­ელ­ში". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 25 მა­ი­სის მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვარ და­საყ­რდენს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბის "კო­მან­დო­სის" ბა­ტა­ლი­ო­ნი წარ­მო­ად­გენ­და, რომ­ლის სარ­დლად ნი­კო­ლოზ ჯან­ჯღა­ვა თა­ვად გე­ნე­რა­ლი თევ­ზა­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ი­ნიშ­ნა.

არ­მი­ის რი­გებს ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ჯან­ჯღა­ვა ქარ­თულ ჯარს მხო­ლოდ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ და­უბ­რუნ­და, საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის და სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის რან­გში.

ნამ­სა­ხუ­რე­ო­ბის ნუს­ხა:

1992 ოქ­ტომ­ბე­რი -1996 ივ­ნი­სი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ოფი­ცე­რი.

1996 ივ­ნი­სი - 1998, მა­ი­სი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ტაქ­ტი­კუ­რი დაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ოფი­ცე­რი;

1998 მა­ი­სი - 2000, აპ­რი­ლი კო­ჯრის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი;

2000 აპ­რი­ლი - 2002, ივ­ნი­სი სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბის სარ­და­ლი;

2002 ივ­ნის-ივ­ლი­სი სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­და­ლის მ.შ;

2004 აპ­რი­ლი - 2005 ოქ­ტომ­ბე­რი, საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის და სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი;

2005 ოქ­ტომ­ბე­რი - 2007იან­ვა­რი, მე-4ე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი:

2007 იან­ვა­რი-დე­კემ­ბე­რი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი;

2008 მარ­ტი - 2009 აგ­ვის­ტო, სამ­ხედ­რო ატა­შე სა­ბერ­ძნეთ­ში, სერ­ბეთ­ში და მა­კე­დო­ნი­ა­ში;

2009 აგ­ვის­ტო, ჟ-5 სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვი­სა და სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო;

ჯილ­დო­ე­ბი:

ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი; 2001

უმ­წიკ­ლო სამ­სა­ხუ­რის 1 ხა­რის­ხის მე­და­ლი (სა­ქარ­თვე­ლო); 2009

სამ­ხედ­რო ღირ­სე­ბის მე­და­ლი;

აშშ-ს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დის სა­დე­სან­ტო ნი­შა­ნი; 1996

აშშ-ს, კა­ნა­დის, სა­ბერ­ძნე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­დე­სან­ტო ნიშ­ნე­ბი;

აშშ-ს არ­მი­ის "რე­ინ­ჯე­რის" და "სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის" სამ­ხრე ნი­შა­ნი.

ნი­კო­ლოზ ჯან­ჯღა­ვა სხვა­დას­ხვა დროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და კო­ჯრის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბა­ტა­ლი­ონს, იყო IV ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სარ­და­ლი, სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­და­ლი, ავ­ღა­ნეთ­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

(სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­მა­სა­ლე­ბი)

ნიკოლოზ ჯანჯღავა - კარიერისტი თუ ღირსეული სამხედრო?

ნიკოლოზ ჯანჯღავა - კარიერისტი თუ ღირსეული სამხედრო?

გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირველ მოადგილედ, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაინიშნა.

შეიარაღებულ ძალებსა და ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში მის პერსონასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, - ერთი ნაწილის თქმით, ის ღირსეული სამხედროა, ჯარისკაცული სულისკვეთებითა და ამერიკული განათლებით. თუმცა, მეომრების ნაწილისთვის ჯანჯღავა კატეგორიულად მიუღებელია, - მათი თქმით, პოლკოვნიკ ჯანჯღავას გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილის პოზიციაზე დანიშვნა თავდაცვის მინისტრის არჩევანი არ არის, ის შეცდომაშია შეყვანილი და ის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ინანებს. შეიარაღებულ ძალებში აქტიურად საუბრობენ პოლკოვნიკ ჯანჯღავას წარსულზე და მას "ნაციონალური მოძრაობის" მმართელობის დროს, არაეფექტური რეზერვის სისტემის შექმნას ახსენებენ.

მოქმედი და ყოფილი სამხედროების ნაწილის თქმით, ჯანჯღავას მიმართ საზოგადოებაში შექმნილი წარმოდგენა, მის მაღალპროფესიონალიზმზე, საფუძველს მოკლებულია. ისევე, როგორც ლეგენდები, რომელსაც მასზე ჰყვებიან და რომლის თანახმადაც ჯუნგლებში გაშვებული "კომანდოსის" 50-კაციანი ჯგუფიდან, რომელთაც შორისაც იყო ნიკოლოზ ჯანჯღავა, ორნი გადარჩნენ, - ერთი ფერადკანიანი და ჯანჯღავა; ისიც, რომ ამერიკის ბაზაზე, სადაც რეინჯერებს წვრთნიან, დღემდე წერია: "შენ შეიძლება გახდე რეინჯერი, მაგრამ ვერასდროს გახდები ჯანჯღავა".

თუმცა, მეორე ნაწილის თქმით, - ჯანჯღავა გამორჩეულია სამხედრო დისციპლინით, რომელიც ასე აკლია ქართულ არმიას. ერთხელ ის ჯარს მიმართავდა სიტყვით, რა დროსაც ქუდი მოსძვრა, რისთვისაც პოლკოვნიკმა თავი დაისაჯა... მათივე თქმით, ამერიკაში სამხედრო განათლება მიღებული ჯანჯღავას პრინციპულობა და სიმკაცრე მიუღებელია ბევრისთვის. მის მიმართ ასეთი რადიკალური განწყობა იმითაც აიხსნება, რომ თავის დროზე, ჯანჯღავა კატეგორიულად აპროტესტებდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დიდი რაოდენობით მაღალი რანგის სამხედროების არსებობას, რომელთაც წოდების შესაფერისი სამხედრო განაღლება და გამოცდილება არ ჰქონდათ, რის გამოც მათ გულისწყრომასაც ვერ ასცდა...

რაც შეეხება, რეზერვის საკითხს, რეზერვგამოვლილების თქმით, მაშინ როდესაც გვარდიის სარდალი ჯანჯღავა იყო, რეზერვი დისციპლინით გამოირჩეოდა, თუმცა მისი წასვლის შემდეგ, სისტემა მალევე მოირყა... გავრცელებული ინფორმაციით, 2007 წლის 7 ნოემბერს მას აქციის დაშლა უბრძანეს, რაზეც უარი განაცხადა, რაც მასა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას შორის განხეთქილების დაწყების მიზეზი გახდა...

2012 წლის, 20 აგვისტოს ის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მას ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელი შეუმსუბუქდა და იზოლატორი 12 დღით ადრე დატოვა. მაშინ, პატიმრობიდან გათავისუფლებული ჯანჯღავა ამბობდა, რომ მის ოჯახზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა არ გახმაურებულიყო მისი დაკავების ფაქტი...

დაპატიმრებამდე პოლკოვნიკი ჯანჯღავა, სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო ვაშინგტონიდან, სადაც მან პენტაგონის ყველაზე პრესტიჟული აკადემია "ომის კოლეჯი" დაამთავრა. ჯანჯღავა ფიქრობს, რომ იგი დააპატიმრეს პირადად ბაჩო ახალაიას ბრძანებით, რომელიც, რომ დასცლოდა, კიდევ ერთ ახალ შეთქმულებას "გახსნიდა" შეიარაღებულ ძალებში.

გაამართლებს თუ არა, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, როგორც სამხედროების ერთი ნაწილი აცხადებს, "რისკიანი არჩევანი", ამის შესახებ ყველაზე კარგ პასუხს დრო გაგვცემს, მანამდე კი, გადავხედოთ ნიკოლოზ ჯანჯღავას მიერ განვლილ გზას.

განათლება:

დაამთავრა ქ. თბილისის 64-ე საშუალო სკოლა (ვერცხლის მედალი), რის შემდეგაც ისტორიის და სამართალმცოდნეობის განხრით განაგრძო სწავლა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წელს ჯანჯღავას მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

1989-1992 წწ. ჯანჯღავა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე, ხოლო 1993 წელს გაიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ოფიცერ-არტილერისტთა მოსამზადებელი კურსი. 1995-96 წლებში, ჯანჯღავამ გაიარა აშშ-ს არმიის ქვეითი ჯარის ასმეთაურის, აშშ-ს არმიის საჰაერო-სადესანტო და აშშ-ს არმიის რეინჯერის კურსები ფორტ ბენინგში, ჯორჯიის შტატში. 1999-2000 წლებში, ნიკოლოზ ჯანჯღავამ გაიარა აშშ-ს არმიის სპეციალური დანიშნულების ძალების ოფიცრის მოსამზადებელი კურსი, ფორტ ბრაგში, ჩრდ. კაროლინის შტატი, აშშ, ხოლო 2001-2002 წლებში კი აშშ-ს არმიის გენერალური შტაბის აკადემია, ფორტ ლევენვორსში, კანზასის შტატი.

რეფორმა და დაპირისპირება:

პოლკოვნიკ ჯანჯღავას აქვს პირდაპირი, მკაცრი რეფორმისტის იმიჯი, რომელმაც პროტესტის ნიშნად უკვე ორჯერ დატოვა საქართველოს არმიის რიგები. პირველი დაპირისპირება ჯანჯღავასა და საქართველოს მთავრობას შორის 1997 წელს მოხდა, როდესაც იმ დროს ჯერ კიდევ სრულიად უცნობმა ჯანჯღავამ, "საგაზეთო აღსარებაში" ღიად გააკრიტიკა იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი - გენერალი ვარდიკო ნადიბაიძე. მაშინ ჯანღავა საუბრობდა "გენერალთა კორუმპირებულობაზე, მანკიერ საკადრო პოლიტიკაზე და შიდა დაპირისპირებულობაზე, რაც, საბოლოო ანგარიშით, რეალურ საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას". გენერალმა ნადიბაიძემ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების გამო, კაპიტანი ჯანჯღავა არმიის რიგებიდან დაითხოვა.

2002 წლის 19 ივლისს, თავდაცვის მინისტრმა გენერალმა დავით თევზაძემ უკვე ვიცე-პოლკონვიკ ჯანჯღავას ბრალი დასდო "ინტრიგანობაში, ოფიცრების წაქეზებასა და არაადეკვატურ საქციელში". მიუხედავად იმისა, რომ 25 მაისის მუხროვანის ამბოხების დროს საქართველოს ხელისუფლების მთავარ დასაყრდენს სწრაფი რეაგირების ძალების "კომანდოსის" ბატალიონი წარმოადგენდა, რომლის სარდლად ნიკოლოზ ჯანჯღავა თავად გენერალი თევზაძის რეკომენდაციით დაინიშნა.

არმიის რიგებს ჩამოცილებული ვიცე-პოლკოვნიკი ჯანჯღავა ქართულ ჯარს მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაუბრუნდა, საბრძოლო მომზადების და სამხედრო მომზადების დეპარტამენტის უფროსის რანგში.

ნამსახურეობის ნუსხა:

1992 ოქტომბერი -1996 ივნისი, თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობების სამმართველოს ოფიცერი.

1996 ივნისი - 1998, მაისი თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ტაქტიკური დაზვერვის სამმართველოს უფროსი ოფიცერი;

1998 მაისი - 2000, აპრილი კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეთაური;

2000 აპრილი - 2002, ივნისი სწრაფი რეაგირების ძალების სარდალი;

2002 ივნის-ივლისი სახმელეთო ჯარების სარდალის მ.შ;

2004 აპრილი - 2005 ოქტომბერი, საბრძოლო მომზადების და სამხედრო მომზადების დეპარტამენტის უფროსი;

2005 ოქტომბერი - 2007იანვარი, მე-4ე ქვეითი ბრიგადის მეთაური:

2007 იანვარი-დეკემბერი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი;

2008 მარტი - 2009 აგვისტო, სამხედრო ატაშე საბერძნეთში, სერბეთში და მაკედონიაში;

2009 აგვისტო, ჟ-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტრო;

ჯილდოები:

ღირსების ორდენი; 2001

უმწიკლო სამსახურის 1 ხარისხის მედალი (საქართველო); 2009

სამხედრო ღირსების მედალი;

აშშ-ს ეროვნული გვარდის სადესანტო ნიშანი; 1996

აშშ-ს, კანადის, საბერძნეთის და საქართველოს სადესანტო ნიშნები;

აშშ-ს არმიის "რეინჯერის" და "სპეციალური დანიშნულების ძალების" სამხრე ნიშანი.

ნიკოლოზ ჯანჯღავა სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონს, იყო IV ქვეითი ბრიგადის მეთაური, ეროვნული გვარდიის სარდალი, სახმელეთო ჯარების სარდალი, ავღანეთში მონაწილე ქართული სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"