მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაკალი - უნივერსალური სამკურნალო მცენარე
კაკალი - უნივერსალური სამკურნალო მცენარე

კა­კა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდით­გან­ვე სა­კულ­ტო ხედ ით­ვლე­ბო­და. ახალ­გაზ­რდა მწვა­ნე ნა­ყო­ფი მდი­და­რია ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვით (3000 მგ პრო­ცენ­ტამ­დე) და კა­რო­ტი­ნით, ამი­ტომ ვი­ტა­მი­ნი­ა­ნი კონ­ცენ­ტრა­ტის სა­უ­ცხოო მა­სა­ლაა. ფოთ­ლებ­შიც ვი­ტა­მინ C-ს შემ­ცვე­ლო­ბა 4500 მგ პრო­ცენ­ტამ­დე აღ­წევს.

ფოთ­ლე­ბი­სა და წენ­გოს ნა­ხარშს ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში კუ­ჭი­სა და გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, თირკმლე­ბი­სა და სა­შარ­დე ბუშ­ტის, სტო­მა­ტი­ტი­სა და ან­გი­ნის სამ­კურ­ნა­ლოდ ხმა­რო­ბენ. გარ­და ამი­სა სვა­მენ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და ორ­გა­ნიზ­მის გა­სა­მაგ­რებ­ლად ავი­ტა­მი­ნო­ზის დროს. წენ­გოს ფხვნი­ლი სის­ხლდე­ნის შე­მა­ჩე­რე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად ით­ვლე­ბა. ამ უკა­ნას­კნელ დრომ­დე წენ­გო­სა­გან კეთ­დე­ბო­და პრე­პა­რა­ტი "იუ­გლო­ნი" კა­ნის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სამ­კურ­ნა­ლოდ. ქარ­თულ ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში ეგ­ზე­მის წი­ნა­აღ­მდეგ დიდი ეფექ­ტუ­რო­ბით იყე­ნე­ბენ წენ­გოს და ჩვილ მწვა­ნე ნა­ყო­ფებს, მათ ჭრი­ან და უს­ვა­მენ ეგ­ზე­მურ ად­გი­ლებ­ზე.

კაკ­ლის ზეთი კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტე­ბის და შუა ყუ­რის ან­თე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა უფრო ხში­რად კაკ­ლის ფო­თოლს იყე­ნებს. ფოთ­ლე­ბის ჩაის - 50 გ. 1 ლ წყალ­ზე სვა­მენ კა­ნის ნა­ირ­გვა­რი და­ა­ვა­დე­ბი­სას, ვე­ნე­რი­უ­ლი სნე­უ­ლე­ბე­ბის, მრგვა­ლი ჭი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და კუჭ-ნაწ­ლა­ვის კა­ტა­რის სამ­კურ­ნა­ლოდ. აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ დი­ა­ბე­ტი­ა­ნებს შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბას უმ­ცი­რებს შარ­დში.

წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ჩვი­ლი ნა­ყო­ფე­ბი­დან სპირტზე ნა­ყენს ამ­ზა­დე­ბენ. ბოთ­ლში ჩაყ­რილ კა­კალს ას­ხა­მენ სპირტს და მზე­ზე დგა­მენ 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. შავ, სურ­ნე­ლო­ვან ნა­ყენს გა­და­ას­ხა­მენ სხვა ჭურ­ჭელ­ში და დარ­ჩე­ნილ კა­კალს კი შა­ქარს აყ­რი­ან, კარ­გად ურე­ვენ და თით­ქმის მთე­ლი თვე დგა­მენ. ასე მი­ი­ღე­ბა სა­უ­ცხოო ლი­ქი­ო­რი. ნა­ყე­ნიც და ლი­ქი­ო­რიც მი­ი­ღე­ბა კუ­ჭი­სა და ნაწ­ლა­ვე­ბის ტკი­ვი­ლის, კუ­ჭის აშ­ლი­ლო­ბის დროს (გან­სა­კუთ­რე­ბით საჭ­მლის გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი მო­ნე­ლე­ბი­სას). ლი­ქი­ო­რი უფრო ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რად მოქ­მე­დებს, მაგ­რამ მე­ტად კარ­გი გე­მო­სია. იღე­ბენ ჭა­მის შემ­დეგ საჭ­მლის ძნე­ლად მო­ნე­ლე­ბის არარ­თუ­ლი ფორ­მის დროს.ნა­ყე­ნი­სათ­ვის იღე­ბენ და­ახ­ლო­ე­ბით 30 კა­კალს 1 ლ სპირტზე. ლი­ქი­ორს კი გე­მოვ­ნე­ბით მი­ხაკ­საც უმა­ტე­ბენ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

კაკალი - უნივერსალური სამკურნალო მცენარე

კაკალი - უნივერსალური სამკურნალო მცენარე

კაკალი საქართველოში ოდითგანვე საკულტო ხედ ითვლებოდა. ახალგაზრდა მწვანე ნაყოფი მდიდარია ასკორბინის მჟავით (3000 მგ პროცენტამდე) და კაროტინით, ამიტომ ვიტამინიანი კონცენტრატის საუცხოო მასალაა. ფოთლებშიც ვიტამინ C-ს შემცველობა 4500 მგ პროცენტამდე აღწევს.

ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხურ მედიცინაში კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის სამკურნალოდ ხმარობენ. გარდა ამისა სვამენ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის გასამაგრებლად ავიტამინოზის დროს. წენგოს ფხვნილი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად ითვლება. ამ უკანასკნელ დრომდე წენგოსაგან კეთდებოდა პრეპარატი "იუგლონი" კანის ტუბერკულოზის სამკურნალოდ. ქართულ ხალხურ მედიცინაში ეგზემის წინააღმდეგ დიდი ეფექტურობით იყენებენ წენგოს და ჩვილ მწვანე ნაყოფებს, მათ ჭრიან და უსვამენ ეგზემურ ადგილებზე.

კაკლის ზეთი კონიუნქტივიტების და შუა ყურის ანთების სამკურნალოდ გამოიყენება.

ხალხური მედიცინა უფრო ხშირად კაკლის ფოთოლს იყენებს. ფოთლების ჩაის - 50 გ. 1 ლ წყალზე სვამენ კანის ნაირგვარი დაავადებისას, ვენერიული სნეულებების, მრგვალი ჭიების წინააღმდეგ და კუჭ-ნაწლავის კატარის სამკურნალოდ. აღნიშნავენ, რომ დიაბეტიანებს შაქრის შემცველობას უმცირებს შარდში.

წვრილად დაჭრილი ჩვილი ნაყოფებიდან სპირტზე ნაყენს ამზადებენ. ბოთლში ჩაყრილ კაკალს ასხამენ სპირტს და მზეზე დგამენ 14 დღის განმავლობაში. შავ, სურნელოვან ნაყენს გადაასხამენ სხვა ჭურჭელში და დარჩენილ კაკალს კი შაქარს აყრიან, კარგად ურევენ და თითქმის მთელი თვე დგამენ. ასე მიიღება საუცხოო ლიქიორი. ნაყენიც და ლიქიორიც მიიღება კუჭისა და ნაწლავების ტკივილის, კუჭის აშლილობის დროს (განსაკუთრებით საჭმლის გაძნელებული მონელებისას). ლიქიორი უფრო ნაკლებეფექტურად მოქმედებს, მაგრამ მეტად კარგი გემოსია. იღებენ ჭამის შემდეგ საჭმლის ძნელად მონელების არართული ფორმის დროს.ნაყენისათვის იღებენ დაახლოებით 30 კაკალს 1 ლ სპირტზე. ლიქიორს კი გემოვნებით მიხაკსაც უმატებენ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს