სიახლე იმის შესახებ, რომ ემბერ ჰერდი ჯონი დეპისგანაა ორსულად, დღეს გავრცელდა ამერიკულ ტაბლოიდებზე. ცხადია, რომ მსახიობის ორსულობის შესახებ ინფორმაცია ბევრ რამეს შეცვლის განქორწინების პროცესში.
ასეთი კოზირის ქონის დროს, ემბერს ბევრად მეტი თანხის მოთხოვნა შეუძლია ყოფილი ქმრისგან.
როგორც ამბობენ, ემბერს ორსულობამ გადააწყვეტინა წასულიყო ქმრისგან - გოგონა დაიღალა მთვრალი ჯონის გამოხტომების მოთმენით, რომელმაც მისი თქმით, რამდენჯერმე ხელიც კი დაარტყა.
ჰერდი არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობაზეც ნერვიულობდა. ოჯახური ძალადობის შესახებ მან სასამართლოს მიმართა. დამამტკიცებელ საბუთად, სურათები გამოიყენა, რომელზეც თვალი აქვს ჩალურჯებული. ამ ეტაპზე, დეპს არ აქვს ყოფილ ცოლთან მიახლოების უფლება, მომდევნო 15 თვის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის მიხედვით, რომელიც ემბერმა და ჯონიმ ქორწინებამდე შეადგინეს და რომელიც გოგონას ინიციატივით შედგა, მას ყოფილი ქმრის ქონების ნახევარი ეკუთვნის. თუმცა ფაქტი, რომ ემბერი მანამდე უკვე იყო ტასა ვან რიზე დაქორწინებული და კალიფორნიის შტატის კანონების მიხედვით, განქორწინება არ გაუფორმებია, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიზეზი გახდეს.