პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკიდან მიდის?
მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკიდან მიდის?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი მი­ნი­მუმ მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კურ ტაიმ-აუტს იღებს. რო­გორც მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ის რჩე­ბა პარ­ტი­ის აქ­ტი­ურ მხარ­დამ­ჭე­რად და წევ­რად, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­გან შე­ის­ვე­ნებს.

"ვი­ღებ პო­ლი­ტი­კურ ტაიმ-აუტს, თუნ­დაც, რომ მო­მი­წი­ოს შეს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში, ვერ ვხე­დავ რე­სურსს ის საქ­მე გა­ვა­კე­თო რაც მე მა­ინ­ტე­რე­სებს. ეს პარ­ლა­მენ­ტი ეკო­ნო­მი­კა­ში არა­ფერს შეც­ვლის. რა ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბიც არ უნდა წა­მოგ­ვე­წია, გვპა­სუ­ხობ­დნენ რა დროს ეკო­ნო­მი­კაა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო. 27 ადა­მი­ა­ნი შე­დის ჩვენ­გან პარ­ლა­მენ­ტში, ვიბ­რძვით მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის­თვის და თუ მოგ­ვი­წია კი­დევ შეს­ვლა, უმ­ჯო­ბე­სია ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ვიდ­ნენ, ვი­საც მეტი გა­მოწ­ვე­ვა ექ­ნე­ბათ. პარ­ტი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არც ვარ. რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე ვიქ­ნე­ბი აქ­ტი­უ­რი, გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზეც". შე­საძ­ლოა, პარ­ტი­ის სა­ხე­ლით აღარ გა­ვა­კე­თოთ ბრი­ფინ­გე­ბი, თუმ­ცა და­ვეხ­მა­რე­ბი და მხარს და­ვუ­ჭერ, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხია ამ პარ­ტი­ა­ში და ერთი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა გვაქვს. პარ­ტი­ის წევ­რი რა თქმა უნდა, ისევ ვიქ­ნე­ბი, ასე­ვე ვიქ­ნე­ბი აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი და ჩემს სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ას ყო­ველ­თვის ღიად და­ვა­ფიქ­სი­რებ", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ტაიმ-აუ­ტის პე­რი­ოდ­ში სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბით და­კავ­დე­ბა. "მა­ინ­ტე­რე­სებს დი­სერ­ტა­ცია და­ვიც­ვა პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, მა­ინ­ტე­რე­სებს ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა. მე ვფიქ­რობ, რომ მო­მავ­ლის­თვის უნდა მო­ვემ­ზა­დო. ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, ძა­ლი­ან დიდი პრაქ­ტი­კა მაქვს და მინ­და ამის რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნო. პო­ლი­ტი­კა ხომ იცით, რო­გო­რი რა­ღა­ცაა? მუდ­მი­ვად შე­საძ­ლოა დაბ­რუნ­დე როცა გირ­ჩევს გუ­მა­ნი, რომ დროა დაბ­რუ­ნე­ბის. გა­დავ­დე­ქი მი­ნის­ტრო­ბი­დან, მაგ­რამ ერთ წელ­ში ისევ პარ­ლა­მენ­ტში შე­ვე­დი", - აღ­ნიშ­ნა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკიდან მიდის?

მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკიდან მიდის?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი მინიმუმ მომდევნო 4 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებს. როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის რჩება პარტიის აქტიურ მხარდამჭერად და წევრად, თუმცა ამ ეტაპზე პოლიტიკური საქმიანობისგან შეისვენებს.

"ვიღებ პოლიტიკურ ტაიმ-აუტს, თუნდაც, რომ მომიწიოს შესვლა პარლამენტში, ვერ ვხედავ რესურსს ის საქმე გავაკეთო რაც მე მაინტერესებს. ეს პარლამენტი ეკონომიკაში არაფერს შეცვლის. რა ეკონომიკური საკითხებიც არ უნდა წამოგვეწია, გვპასუხობდნენ რა დროს ეკონომიკაა, ყველაფერი კარგად არისო. 27 ადამიანი შედის ჩვენგან პარლამენტში, ვიბრძვით მაჟორიტარებისთვის და თუ მოგვიწია კიდევ შესვლა, უმჯობესია ახალი ადამიანები შევიდნენ, ვისაც მეტი გამოწვევა ექნებათ. პარტიულ თანამდებობაზე არც ვარ. რაღაც საკითხებზე ვიქნები აქტიური, გავაქტიურდები "ფეისბუქზეც". შესაძლოა, პარტიის სახელით აღარ გავაკეთოთ ბრიფინგები, თუმცა დავეხმარები და მხარს დავუჭერ, რადგან ძალიან კარგი ხალხია ამ პარტიაში და ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს. პარტიის წევრი რა თქმა უნდა, ისევ ვიქნები, ასევე ვიქნები აქტიური მხარდამჭერი და ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველთვის ღიად დავაფიქსირებ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანი პოლიტიკური ტაიმ-აუტის პერიოდში სამეცნიერო საქმიანობით დაკავდება. "მაინტერესებს დისერტაცია დავიცვა პოლიტიკურ მეცნიერებებში, მაინტერესებს ლექციების წაკითხვა. მე ვფიქრობ, რომ მომავლისთვის უნდა მოვემზადო. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს და მინდა ამის რეალიზაცია მოვახდინო. პოლიტიკა ხომ იცით, როგორი რაღაცაა? მუდმივად შესაძლოა დაბრუნდე როცა გირჩევს გუმანი, რომ დროა დაბრუნების. გადავდექი მინისტრობიდან, მაგრამ ერთ წელში ისევ პარლამენტში შევედი", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."