პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალი" ლიდერები სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ
"ნაციონალი" ლიდერები სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ზუგ­დიდ­ში სან­დრა რუ­ლოვ­სი მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობს. რო­გორც რუ­ლოვსმა "ოდი­ში ნი­უს­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, უსა­მარ­თლო არ­ჩევ­ნე­ბის ფონ­ზე მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია.

სა­არ­ჩევ­ნო სიის მე­ო­რე ნომ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აკ­რი­ტი­კე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი. რო­გორც გივი თარ­გა­მა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს აზი­ა­ნებს ზო­გა­დად მე­ო­რე ტუ­რე­ბის კამ­პა­ნი­ას. მი­სი­ვე თქმით, პარ­ტია არ იზი­ა­რებს სან­დრა რუ­ლოვ­სის პო­ზი­ცი­ას და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­უ­ლე­ბის თა­ნახ­მად იმოქ­მე­დებს.

"პარ­ტი­ამ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მე­ო­რე ტუ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქალ­ბა­ტო­ნი სან­დრას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის მი­უ­ღე­ბე­ლი. მე­ტიც, ის აზი­ა­ნებს ზო­გა­დად მე­ო­რე ტუ­რე­ბის კამ­პა­ნი­ას. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცო­დით წი­ნას­წარ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი დაგ­ვი­პი­რის­პი­რებ­და უკი­დუ­რეს ძა­ლა­დო­ბას, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას და და­ში­ნე­ბას და აქ ახა­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

ის, რომ ბრძო­ლას აქვს აზრი, ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­დას­ტუ­რა გუ­შინ მარ­ნე­უ­ლის ამომ­რჩე­ველ­მა. ჩვენ ვთვლით, რომ ამომ­რჩევ­ლის დაც­ვა არის არა მათი ბრძო­ლი­დან არი­დე­ბა, არა­მედ ბრძო­ლა­ში მათ გვერ­დით დგო­მა და მას­თან ერ­თად გა­მარ­ჯვე­ბის მიღ­წე­ვა. ჩვენ გო­ნივ­რუ­ლად გა­და­ვა­ნა­წი­ლებთ ძა­ლებს. შევა თუ არა სან­დრა რუ­ლოვ­სი პარ­ლა­მენ­ტში - ეს ყვე­ლა­ფე­რი სან­დრას უნდა ჰკი­თხოთ. მისი გა­და­სა­წყვე­ტია. მან მი­ი­ღო პი­რე­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­ი­ღებს ალ­ბათ მე­ო­რე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც. თუმ­ცა პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრა პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე და ჩვენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მივ­ყვე­ბით", - გა­ნა­ცხა­და გივი თარ­გა­მა­ძემ.

რო­გორც პარ­ტი­ის კი­დევ ერ­თმა წევ­რმა სერ­გო რა­ტი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე იცის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მი­ი­ღო მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. "ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ მე­ო­რე ტურ­ში. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რომ ივა­ნიშ­ვილს არ ჰქონ­დეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა. ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­ი­ყე­ნებ­და ყვე­ლა მე­თოდს და იქ­ნე­ბო­და და­ში­ნე­ბა, ძა­ლა­დო­ბა. ჩვენ იმა­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის დაც­ვა არის ისე­თი საქ­ცი­ე­ლი, რო­გო­რიც მოხ­და გუ­შინ, მარ­ნე­ულ­ში, სა­დაც ჩვენ ვიბ­რძო­ლეთ და გა­ვი­მარ­ჯვეთ. ეს არის სა­ფუძ­ვე­ლი იმის, რომ ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და­ცუ­ლი.

სან­დრა რუ­ლოვ­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვფიქ­რობ, მე­ო­რე ტუ­რის წინ არის სამ­წუ­ხა­რო და გარ­კვე­ულ­წი­ლად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი. ზუგ­დი­დი არის რე­გი­ო­ნი, რო­მელ­შიც ჩვენ, რო­გორც წესი, გვაქვს და გვქონ­და გა­მარ­ჯვე­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა", - გა­ნა­ცხა­და სერ­გო რა­ტი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ნაციონალი" ლიდერები სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

"ნაციონალი" ლიდერები სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. როგორც რულოვსმა "ოდიში ნიუსთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა მისთვის შეურაცხმყოფელია.

საარჩევნო სიის მეორე ნომრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. როგორც გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას. მისივე თქმით, პარტია არ იზიარებს სანდრა რულოვსის პოზიციას და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტიულების თანახმად იმოქმედებს.

"პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურებში მონაწილეობაზე. აქედან გამომდინარე ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი. მეტიც, ის აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას. ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ვიცოდით წინასწარ, რომ ივანიშვილი დაგვიპირისპირებდა უკიდურეს ძალადობას, მანიპულაციას და დაშინებას და აქ ახალი არაფერი მომხდარა.

ის, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ყველაზე მეტად დაადასტურა გუშინ მარნეულის ამომრჩეველმა. ჩვენ ვთვლით, რომ ამომრჩევლის დაცვა არის არა მათი ბრძოლიდან არიდება, არამედ ბრძოლაში მათ გვერდით დგომა და მასთან ერთად გამარჯვების მიღწევა. ჩვენ გონივრულად გადავანაწილებთ ძალებს. შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში - ეს ყველაფერი სანდრას უნდა ჰკითხოთ. მისი გადასაწყვეტია. მან მიიღო პირეველი გადაწყვეტილება, მიიღებს ალბათ მეორე გადაწყვეტილებასაც. თუმცა პარტიის გადაწყვეტილება განისაზღვრა პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივყვებით", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

როგორც პარტიის კიდევ ერთმა წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო მეორე ტურში მონაწილეობის გადაწყვეტილება. "ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ივანიშვილი გამოიყენებდა ყველა მეთოდს და იქნებოდა დაშინება, ძალადობა. ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაცვა არის ისეთი საქციელი, როგორიც მოხდა გუშინ, მარნეულში, სადაც ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან დაცული.

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი. ზუგდიდი არის რეგიონი, რომელშიც ჩვენ, როგორც წესი, გვაქვს და გვქონდა გამარჯვების მაღალი ალბათობა", - განაცხადა სერგო რატიანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."