მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი
რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი

აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის შეხ­ვედ­რა­ზე მიღ­წე­ულ იქნა კონ­კრე­ტუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორ­ტის, ასე­ვე, სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის ზრდის კუ­თხით, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­რიგ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც 19 ოქ­ტომ­ბერს, პრა­ღა­ში გა­ი­მარ­თა, ზუ­რაბ აბა­ში­ძემ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვებ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან შექ­მნილ რთულ ვი­თა­რე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. ამ კონ­ტექ­სტში ხაზი გა­ეს­ვა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­გორც რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის უმ­თავ­რეს ფორ­მატს.

"შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს პრა­ღის ფორ­მა­ტის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი - სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კურ, სატ­რან­სპორ­ტო და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სფე­რო­ში ურ­თი­ერთქმე­დე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. მიღ­წე­ულ იქნა კონ­კრე­ტუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორ­ტის, ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის ზრდის კუ­თხით. აღი­ნიშ­ნა, რომ მხა­რე­ე­ბი ხელს შე­უ­წყო­ბენ ორი ქვეყ­ნის ბიზ­ნეს­წრე­ებს შო­რის საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ხაზი გა­ეს­ვა იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა გა­ი­ზარ­და, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმა­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ. პო­ზი­ტი­უ­რად შე­ფას­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის არ­ქი­ვის რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მი­აწ­ვდის. შეხ­ვედ­რა­ზე ზუ­რაბ აბა­ში­ძემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა 2011 წელს "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბას შო­რის სა­ბა­ჟო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და სა­სა­ქონ­ლო ვაჭ­რო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ" შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­ზე და ამ­ჟა­მად ქარ­თუ­ლი მხა­რე რუ­სე­თის მხა­რის კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ელო­დე­ბა. შეხ­ვედ­რი­სას ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი - კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით, სას­ჯელს იხ­დი­ან. აღი­ნიშ­ნა, რომ გან­ვლილ პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თარ ოჯახს სა­ქარ­თვე­ლოს 7 მო­ქა­ლა­ქე და­უბ­რუნ­და. რუ­სუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შემ­დგო­მი გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ზუ­რაბ აბა­ში­ძი­სა და გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის მო­რი­გი შეხ­ვედ­რის თა­რი­ღი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი

რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის, ასევე, სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 19 ოქტომბერს, პრაღაში გაიმართა, ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

"შეხვედრაზე განიხილეს პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთქმედების გაღრმავების პერსპექტივები. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კონტაქტების განვითარებას. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ. პოზიტიურად შეფასდა ის გარემოება, რომ უახლოეს პერიოდში, ქართული ფილმების არქივის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი დაიწყება, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიაწვდის. შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა 2011 წელს "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე რუსეთის მხარის კონკრეტულ ინფორმაციას ელოდება. შეხვედრისას ასევე განიხილეს ჰუმანიტარული - კერძოდ, საქართველოს იმ მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში, ჯაშუშობის ბრალდებით, სასჯელს იხდიან. აღინიშნა, რომ განვლილ პერიოდში საკუთარ ოჯახს საქართველოს 7 მოქალაქე დაუბრუნდა. რუსული მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."