მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭი, რომელიც წიგნებს "აცოცხლებს"
ბიჭი, რომელიც წიგნებს "აცოცხლებს"

ცი­დან ჩა­მო­ვარ­დნი­ლი 100 თი­ნე­ი­ჯე­რის ამ­ბა­ვი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­ბი­ტა­ლუ­რი სად­გუ­რი, უმ­კაც­რე­სი წე­სე­ბი - ეს ერთ-ერთი წიგ­ნის ანი­მა­ცი­უ­რი გან­ხილ­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მე­სი­ჯე­ბია, რომ­ლის ავ­ტო­რი 21 წლის სტუ­დენ­ტი, ზურა ნა­რო­ზა­უ­ლია. აი, რო­გორ იწყე­ბა მის მიერ შექ­მნი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ინო­ვა­ცი­უ­რი ვი­დეო:

"კეს მორ­გა­ნის "ასე­უ­ლი" მოგ­ვი­თხრობს ცი­დან ჩა­მო­ვარ­დნილ 100 თი­ნე­ი­ჯერ­ზე - ეს, რა თქმა უნდა, გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, წიგ­ნის ში­ნა­არ­სი საკ­მა­ოდ მის­ტი­უ­რია. ძი­რი­თა­დი ჟან­რი არის ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა პოს­ტა­პო­კა­ლიფ­სუ­რი ელე­მენ­ტე­ბით. და რო­გორც თით­ქმის ყვე­ლა პოს­ტა­პო­კა­ლიფ­სურ სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კას ახა­სი­ა­თებს, დე­და­მი­წა, რა­ტომ­ღაც, აქაც ნად­გურ­დე­ბა. ახლა, რა­შია საქ­მე: სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა და­ი­წყეს ბრძო­ლა ერ­თმა­ნეთ­თან მი­წე­ბის­თვის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის, ბლა, ბლა, ბლა...და რა­ტომ­ღაც ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებს აზ­რად მო­უ­ვი­დათ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი. შე­დე­გი თა­ვის­თა­ვად ნა­თე­ლი იყო."

რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა შე­დე­გი, ამის მოს­მე­ნა მსურ­ველს წიგნ "ასე­უ­ლის" ანი­მა­ცი­უ­რი გან­ხილ­ვი­დან შე­უძ­ლია. ვი­დე­ო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, ინ­ფორ­მა­ცი­ით დატ­ვირ­თუ­ლი აუ­დიო-ის­ტო­რია და თე­მა­ტუ­რი მე­ლო­დია ვი­დე­ოს ვი­ზი­ტორს უბიძ­გებს წიგ­ნის წა­კი­თხვის­კენ გა­დად­გმუ­ლი ამ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯით სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე მი­ვი­დეს და წიგნს გა­ეც­ნოს(იხი­ლეთ ვი­დეო)

ახლა კი ცოტა რამ ვი­დე­ოს ავ­ტო­რის, მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და კეს მორ­გა­ნის "ასე­უ­ლის" შე­სა­ხებ, რა­ზეც თა­ვად ზურა ნა­რო­ზა­უ­ლი მოგ­ვი­თხრობს:

პრო­ფე­სია და ჰობი

"ამ­ჟა­მად მე-4 კურ­სის სრუ­დენ­ტი ვარ, ტუ­რიზ­მის ბიზ­ნე­სის სპე­ცი­ა­ლო­ბას ვე­უფ­ლე­ბი. ხში­რად ვსარ­გებ­ლობ youtube-ით. იქ გა­და­ვა­წყდი ვი­დე­ოს, სა­დაც ერთ-ერთი youtuber-ი, ანი­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით აკე­თებ­და სა­მო­ტი­ვა­ციო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვი­დე­ო­ებს. ვი­ფიქ­რე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ასე­თი ანი­მა­ცი­უ­რი ვი­დე­ო­ე­ბი წიგ­ნებ­ზეც ყო­ფი­ლი­ყო, რომ ხალ­ხს წიგ­ნის წა­კი­თხვამ­დე ორი­გი­ნა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა შექ­მნო­და თა­ვად ნა­წარ­მო­ებ­ზე. ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, არ არის. ამ დროს უკვე "ლი­ბერ­თინ­სის" წევ­რი ვი­ყა­ვი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბამ, შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს ჩემი თვა­ლით და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბამ, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო იდეა გა­მი­ჩი­ნა. მათ­გან ერ­თერ­თია წიგ­ნის ანი­მა­ცი­უ­რი გან­ხილ­ვე­ბი. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ჩემ­თვის ჰობი უფ­როა. ვფიქ­რობ, ასე­თი ანი­მა­ცი­ის გა­კე­თე­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლია. მთა­ვა­რია, მონ­დო­მე­ბა და მი­ზა­ნი".

ანი­მა­ცი­ე­ბის შექ­მნის პრო­ცე­სი და სა­ჭი­რო პროგ­რა­მე­ბი

"ანი­მა­ცი­ებს ვა­კე­თებ პროგ­რა­მა videoScribe-ის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ პროგ­რა­მის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე არ­სე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან და სხვა youtuber-ების გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღე გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა და მი­მარ­თუ­ლე­ბა - თუ რა და რო­გორ მინ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო ვი­დე­ო­ში. ვი­დე­ოს შექ­მნის დროს ყვე­ლა­ზე დიდ სირ­თუ­ლეს ყო­ველ­თვის ხმა წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა­საც ვცდი­ლობ. 2-დან 3 წუ­თამ­დე ვი­დე­ოს აუ­დი­ოს ჩა­წე­რას და და­მუ­შა­ვე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ა­თი­დან სა­ათ­ნა­ხევ­რამ­დე დრო სჭირ­დე­ბა. ანი­მა­ცი­ის აწყო­ბას კი - და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 სა­ა­თი. მაგ­რამ აქ თა­ვად წიგ­ნის ში­ნა­არსზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად მაძ­ლევს ანი­მა­ცი­ა­ში გა­ცო­ცხლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას".

წიგ­ნის შე­სა­ხებ

"კეს მორ­გა­ნის "ასე­უ­ლის" მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი, რა­მაც პი­რა­დად ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლაა. ის, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­დარ­ჩე­ნის­თვის ერ­თად დგო­მა და ზოგ­ჯერ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა, რომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც დი­დად არ გსი­ა­მოვ­ნებს. ასე­თი შემ­თხვე­ვა ალ­ბათ ყვე­ლას გვქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში. და კი­დევ ერთი: ძლი­ე­რად ფი­გუ­რი­რებს ახალ­გაზ­რდე­ბის, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის როლი ახა­ლი მო­მავ­ლის შე­ნე­ბა­ში. მათი ჩარ­თუ­ლო­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მელ­საც ყვე­ლა ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­ექ­ტი "ლი­ბერ­თინ­სი"

"ლი­ბერ­თინ­სის" პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მის ერთ-ერთი მომ­ხრე და ინი­ცი­ა­ტო­რი ვი­ყა­ვი. ვთვლი, რომ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ქმნი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მკი­თხველ ახალ­გაზ­რდო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ინ­ტე­რე­სებს. "ლი­ბერ­თინ­სის" სე­რი­ის წიგ­ნე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რს მოს­წონს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თე­ბის­გან კრი­ტი­კაც გვეს­მის და ამას ხში­რად წიგ­ნის წა­კი­თხვამ­დე წყვე­ტენ. ჩემი აზ­რით, არ არ­სე­ბობს ცუდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი. ყვე­ლა წიგ­ნი რა­ღა­ცას გვაძ­ლევს, რა­ღაც ახალს ვი­გებთ. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "ლი­ბერ­თინ­სის" პრო­ექ­ტის წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლად შე­მო­ი­ტა­ნეს YA ჟან­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვი­ან. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან მე ლუის ლო­უ­რის "გამ­ღებს" გა­მოვ­ყოფ­დი, რო­მელ­შიც, ისევ და ისევ, ახალ­გაზ­რდე­ბის როლ­ზეა აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი.

რჩე­ვე­ბი თა­ნა­ტო­ლებს

"ახალ­გაზ­რდებს მინ­და ვუ­სურ­ვო, პირ­ველ რიგ­ში, მიხ­ვდნენ, რა სურთ ცხოვ­რე­ბა­ში - რისი მიღ­წე­ვა უნ­დათ. ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი რამ უნდა სცა­დონ. პი­რად მა­გა­ლითს მო­გი­თხრობთ: მა­ნამ, სა­ნამ ამ ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რას და­ვი­წყებ­დი, ათას პრო­ფე­სი­ას მო­ვე­დე, სა­ნამ რა­ღაც სა­ჩე­მო არ ვნა­ხე - ის, რაც ჩემ­თან ახ­ლოს იყო. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში დიდ როლს თა­მა­შობს წიგ­ნი. წიგ­ნი, რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი წყა­რო. ვფიქ­რობ, სწო­რედ წიგნ­ში დევს ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, ევო­ლუ­ცი­ის გა­სა­ღე­ბი. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ბევ­რს კი­თხუ­ლობს. ხში­რად ვხე­დავ ქუ­ჩა­ში, მეტ­რო­სა და ავ­ტო­ბუს­ში ახალ­გაზ­რდებს, თი­ნე­ი­ჯე­რებს წიგ­ნე­ბით ხელ­ში, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს".

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

"ვფიქ­რობ, ჩემ მიერ შექ­მნი­ლი ვი­დე­ო­ე­ბი მხო­ლოდ 30%-ია იმი­სა, რის გა­კე­თე­ბა­საც შევ­ძლებ­დი, სა­თა­ნა­დო რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა რომ მქო­ნო­და. ჩემს გა­მომ­წე­რებს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაწ­ვდი ახალ სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ო­ებს მო­მა­ვალ­ში. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე­ო­თხე კურ­სზე ვსწავ­ლობ, დრო­ში შე­ზღუ­დუ­ლი ვარ, მაგ­რამ ვი­დო­ე­ბის ჩა­წე­რას მა­ინც არ შევ­წყვეტ. ამ სა­კი­თხში კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" ძა­ლი­ან მი­ჭერს მხარს. აქვე მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ნახა და არხი გა­მო­ი­წე­რა".

რა არის ლი­ბერ­თინ­სი?

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ბიჭი, რომელიც წიგნებს "აცოცხლებს"

ბიჭი, რომელიც წიგნებს "აცოცხლებს"

ციდან ჩამოვარდნილი 100 თინეიჯერის ამბავი, სპეციალური ორბიტალური სადგური, უმკაცრესი წესები - ეს ერთ-ერთი წიგნის ანიმაციური განხილვიდან ამოღებული მესიჯებია, რომლის ავტორი 21 წლის სტუდენტი, ზურა ნაროზაულია. აი, როგორ იწყება მის მიერ შექმნილი, შეიძლება ითქვას, ინოვაციური ვიდეო:

"კეს მორგანის "ასეული" მოგვითხრობს ციდან ჩამოვარდნილ 100 თინეიჯერზე - ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით. მაგრამ რეალურად, წიგნის შინაარსი საკმაოდ მისტიურია. ძირითადი ჟანრი არის ფუტურისტული სამეცნიერო ფანტასტიკა პოსტაპოკალიფსური ელემენტებით. და როგორც თითქმის ყველა პოსტაპოკალიფსურ სამეცნიერო ფანტასტიკას ახასიათებს, დედამიწა, რატომღაც, აქაც ნადგურდება. ახლა, რაშია საქმე: სახელმწიფოებმა დაიწყეს ბრძოლა ერთმანეთთან მიწებისთვის, ძალაუფლებისთვის, ბლა, ბლა, ბლა...და რატომღაც ამ სახელმწიფოებს აზრად მოუვიდათ გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი. შედეგი თავისთავად ნათელი იყო."

როგორი აღმოჩნდა შედეგი, ამის მოსმენა მსურველს წიგნ "ასეულის" ანიმაციური განხილვიდან შეუძლია. ვიდეოში არსებული საინტერესო ვიზუალიზაცია, ინფორმაციით დატვირთული აუდიო-ისტორია და თემატური მელოდია ვიდეოს ვიზიტორს უბიძგებს წიგნის წაკითხვისკენ გადადგმული ამ პირველი ნაბიჯით საბოლოო შედეგამდე მივიდეს და წიგნს გაეცნოს (იხილეთ ვიდეო)

ახლა კი ცოტა რამ ვიდეოს ავტორის, მისი სამომავლო გეგმებისა და კეს მორგანის "ასეულის" შესახებ, რაზეც თავად ზურა ნაროზაული მოგვითხრობს:

პროფესია და ჰობი

"ამჟამად მე-4 კურსის სრუდენტი ვარ, ტურიზმის ბიზნესის სპეციალობას ვეუფლები. ხშირად ვსარგებლობ youtube-ით. იქ გადავაწყდი ვიდეოს, სადაც ერთ-ერთი youtuber-ი, ანიმაციის საშუალებით აკეთებდა სამოტივაციო, საგანმანათლებლო ვიდეოებს. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ასეთი ანიმაციური ვიდეოები წიგნებზეც ყოფილიყო, რომ ხალხს წიგნის წაკითხვამდე ორიგინალური წარმოდგენა შექმნოდა თავად ნაწარმოებზე. ასეთი რამ საქართველოში, რამდენადაც ვიცი, არ არის. ამ დროს უკვე "ლიბერთინსის" წევრი ვიყავი. გამომცემლობა "პალიტრა L"-თან ახლო ურთიერთობამ, შიდა სამზარეულოს ჩემი თვალით დანახვის შესაძლებლობამ, ბევრი საინტერესო იდეა გამიჩინა. მათგან ერთერთია წიგნის ანიმაციური განხილვები. ეს საქმიანობა ჩემთვის ჰობი უფროა. ვფიქრობ, ასეთი ანიმაციის გაკეთება ყველას შეუძლია. მთავარია, მონდომება და მიზანი".

ანიმაციების შექმნის პროცესი და საჭირო პროგრამები

"ანიმაციებს ვაკეთებ პროგრამა videoScribe-ის გამოყენებით. ამ პროგრამის ოფიციალურ საიტზე არსებული გაკვეთილებიდან და სხვა youtuber-ების გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღე გარკვეული ცოდნა და მიმართულება - თუ რა და როგორ მინდოდა ყოფილიყო ვიდეოში. ვიდეოს შექმნის დროს ყველაზე დიდ სირთულეს ყოველთვის ხმა წარმოადგენს, რომლის გამოსწორებასაც ვცდილობ. 2-დან 3 წუთამდე ვიდეოს აუდიოს ჩაწერას და დამუშავებას, დაახლოებით, საათიდან საათნახევრამდე დრო სჭირდება. ანიმაციის აწყობას კი - დაახლოებით 5-6 საათი. მაგრამ აქ თავად წიგნის შინაარსზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მაძლევს ანიმაციაში გაცოცხლების თავისუფლებას".

წიგნის შესახებ

"კეს მორგანის "ასეულის" მთავარი სათქმელი, რამაც პირადად ჩემი ყურადღება მიიპყრო, თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა. ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის ერთად დგომა და ზოგჯერ იმ ადამიანებისთვის დახმარების თხოვნა, რომლებთან ურთიერთობაც დიდად არ გსიამოვნებს. ასეთი შემთხვევა ალბათ ყველას გვქონია ცხოვრებაში. და კიდევ ერთი: ძლიერად ფიგურირებს ახალგაზრდების, თინეიჯერების როლი ახალი მომავლის შენებაში. მათი ჩართულობა და ინიციატივა, რომელსაც ყველა ითვალისწინებს.

პროექტი "ლიბერთინსი"

"ლიბერთინსის" პროექტის ფარგლებში ამ წიგნის გამოცემის ერთ-ერთი მომხრე და ინიციატორი ვიყავი. ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო ქმნილებაა, რომელიც ჩვენი პროექტის ნაწარმოებების მკითხველ ახალგაზრდობას აუცილებლად დააინტერესებს. "ლიბერთინსის" სერიის წიგნები ძალიან ბევრს მოსწონს, თუმცა ზოგიერთებისგან კრიტიკაც გვესმის და ამას ხშირად წიგნის წაკითხვამდე წყვეტენ. ჩემი აზრით, არ არსებობს ცუდი ლიტერატურული ნამუშევარი. ყველა წიგნი რაღაცას გვაძლევს, რაღაც ახალს ვიგებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ლიბერთინსის" პროექტის წიგნები, რომლებმაც პირველად შემოიტანეს YA ჟანრი საქართველოში და მის პოპულარიზაციას ეწევიან. ამ პროექტის ფარგლებში გამოცემული ნაწარმოებებიდან მე ლუის ლოურის "გამღებს" გამოვყოფდი, რომელშიც, ისევ და ისევ, ახალგაზრდების როლზეა აქცენტი გაკეთებული.

რჩევები თანატოლებს

"ახალგაზრდებს მინდა ვუსურვო, პირველ რიგში, მიხვდნენ, რა სურთ ცხოვრებაში - რისი მიღწევა უნდათ. ამისთვის ძალიან ბევრი რამ უნდა სცადონ. პირად მაგალითს მოგითხრობთ: მანამ, სანამ ამ ვიდეოების ჩაწერას დავიწყებდი, ათას პროფესიას მოვედე, სანამ რაღაც საჩემო არ ვნახე - ის, რაც ჩემთან ახლოს იყო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ცნობიერების გაფართოებაში დიდ როლს თამაშობს წიგნი. წიგნი, როგორც ინფორმაციის შემცველი წყარო. ვფიქრობ, სწორედ წიგნში დევს ადამიანის ცნობიერების განვითარების, ევოლუციის გასაღები. ჩვენი მომავალი თაობა ბევრს კითხულობს. ხშირად ვხედავ ქუჩაში, მეტროსა და ავტობუსში ახალგაზრდებს, თინეიჯერებს წიგნებით ხელში, რაც ძალიან მახარებს".

სამომავლო გეგმები

"ვფიქრობ, ჩემ მიერ შექმნილი ვიდეოები მხოლოდ 30%-ია იმისა, რის გაკეთებასაც შევძლებდი, სათანადო რესურსებზე წვდომა რომ მქონოდა. ჩემს გამომწერებს აუცილებლად მივაწვდი ახალ საინტერესო ვიდეოებს მომავალში. იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე კურსზე ვსწავლობ, დროში შეზღუდული ვარ, მაგრამ ვიდოების ჩაწერას მაინც არ შევწყვეტ. ამ საკითხში კი გამომცემლობა "პალიტრა L" ძალიან მიჭერს მხარს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩემი ნამუშევრები ნახა და არხი გამოიწერა".

რა არის ლიბერთინსი?

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს