მსოფლიოს რუკაზე კანადას დიდი ფართობი უკავია, თუმცა რეალურად, ის აფრიკის კონტინენტზე მარტივად დაეტეოდა და დიდ ტერიტორიასაც დატოვებდა, სწორედ ამიტომ, რუკა, რომელსაც სკოლაში გვასწავლიან, დამაბნეველია.
სფეროსებრი რუკა 1569 წელს, ზღვებში მოგზაურობის შედეგად შექმნეს. ამაზე დროს ხაზავდნენ მერიდიანებსა და პარალელებს, რომლებიც რუკის მომზადებაში ეხმარებოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ რუკების რეალურ ზომებთან მაქსიმალურად მიახლოებისთვის მეცნიერები და მკვლევარები ყველაფერს აკეთებდნენ, დასავლეთმა კონტიტენტების მისთვის სასურველ ზომაზე დაყვანა მაინც მოახერხა. ასეთ რუკებს დღეს ყველა ჩვენგანი იყენებს.
აფრიკა, რომელიც პირდაპირ ეკვატორზე მდებარეობს მერკატორის რუკაზე უფრო პატარა ზომებშია დატანილი, ვიდრე რეალურადაა, თუმცა კანადის, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ზომები გაზრდილია. წაიკითხეთ გაგრძელება