საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიასგან ბოდიშს ელის
მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიასგან ბოდიშს ელის

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას­გან მათი სა­უბ­რის ჩა­წე­რის გამო ბო­დიშს ელის.

რო­გორც ახვლე­დი­ან­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, მას ზუს­ტად არ ახ­სოვს რო­დინ­დელ სა­უ­ბარს ასა­ხავს ჩა­ნა­წე­რი, ვი­ნა­ი­დან სხვა­დას­ხვა ვი­თა­რე­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წია ნიკა გვა­რა­მი­ას­თან შეხ­ვედ­რა - ოჯახ­შიც და სა­ჯა­რო სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც.

"შე­იძ­ლე­ბა, ეს უფრო მკვეთ­რი ფორ­მით არის, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე ტექსტს ვსა­უბ­რობ პირ­და­პირ ეთერ­ში ბოლო ორი წე­ლი­წა­დია. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, რომ ჯერ ერთი ჩა­წე­რა მოხ­და და გვა­რა­მი­ა­საც ვთხო­ვე ბო­დი­შის მოხ­და, ვინ ახ­დენს ამ ყვე­ლაფ­რის გავ­რცე­ლე­ბას და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან უნდა, რომ სულ სხვა სა­კი­თხებ­ზე იყოს აქ­ცენ­ტი. ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი, რომ ნიკა გვა­რა­მია ამ სა­უ­ბარს იწერ­და და ჩემ­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­გო­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბაც არ უნდა იყოს და რო­გო­რი უფ­ლე­ბაც არ უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბის, მე ვფიქ­რობ არ არის ეს ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის", - გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

ახვლე­დი­ა­ნის თქმით, მან ნიკა გვა­რა­მი­ას ნო­მე­რიც არ იცის, ამ ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დე­გაც არ და­კავ­ში­რე­ბია და პი­რი­ქით, "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ა­ბა­რა და ისი­ნიც და­ე­თან­ხმნენ, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას მას­თან ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი.

"მე ხომ არ და­ვუ­რე­კავ, რა­ტომ გა­ა­კე­თე ეს-თქო? პრობ­ლე­მა ეს არ არის. ძა­ლი­ან ცუდი, რომ გა­ა­კე­თა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა იმა­შია, ვის სჭირ­დე­ბა ამის ასე­თი ფორ­მით გავ­რცე­ლე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გას­ცეს ამა­ზე პა­სუ­ხი. ძა­ლი­ან ბევ­რს უნდა, რომ არ ვი­სა­უბ­რო პრობ­ლე­მურ თე­მებ­ზე და ვიყო თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში და და­მაბ­რა­ლოს, რომ ვი­ღა­ცას ან­გა­რიშს ვა­ბა­რებ და ა.შ. ასე­თი ავად­მყო­ფუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ მო­ფიქ­რე­ბულს რომ პა­სუ­ხი გას­ცე, ალ­ბათ, მათ­სა­ვით უნდა აზ­როვ­ნებ­დე", - დას­ძი­ნა ახვლე­დი­ან­მა.

მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიასგან ბოდიშს ელის

მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიასგან ბოდიშს ელის

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასგან მათი საუბრის ჩაწერის გამო ბოდიშს ელის.

როგორც ახვლედიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა, მას ზუსტად არ ახსოვს როდინდელ საუბარს ასახავს ჩანაწერი, ვინაიდან სხვადასხვა ვითარებაში რამდენჯერმე მოუწია ნიკა გვარამიასთან შეხვედრა - ოჯახშიც და საჯარო სიტუაციაშიც.

"შეიძლება, ეს უფრო მკვეთრი ფორმით არის, მაგრამ ზუსტად იგივე ტექსტს ვსაუბრობ პირდაპირ ეთერში ბოლო ორი წელიწადია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჯერ ერთი ჩაწერა მოხდა და გვარამიასაც ვთხოვე ბოდიშის მოხდა, ვინ ახდენს ამ ყველაფრის გავრცელებას და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ სულ სხვა საკითხებზე იყოს აქცენტი. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ნიკა გვარამია ამ საუბარს იწერდა და ჩემთვის ეს მიუღებელია, როგორი თავისუფლებაც არ უნდა იყოს და როგორი უფლებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს მსგავსი ჩანაწერის გაკეთების, მე ვფიქრობ არ არის ეს ნორმალური ურთიერთობა ადამიანებს შორის", - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, მან ნიკა გვარამიას ნომერიც არ იცის, ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგაც არ დაკავშირებია და პირიქით, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს დააბარა და ისინიც დაეთანხმნენ, რომ ნიკა გვარამიას მასთან ბოდიში აქვს მოსახდელი.

"მე ხომ არ დავურეკავ, რატომ გააკეთე ეს-თქო? პრობლემა ეს არ არის. ძალიან ცუდი, რომ გააკეთა, მაგრამ პრობლემა იმაშია, ვის სჭირდება ამის ასეთი ფორმით გავრცელება. გამოძიებამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი. ძალიან ბევრს უნდა, რომ არ ვისაუბრო პრობლემურ თემებზე და ვიყო თავის მართლების რეჟიმში და დამაბრალოს, რომ ვიღაცას ანგარიშს ვაბარებ და ა.შ. ასეთი ავადმყოფური აზროვნების ადამიანების მიერ მოფიქრებულს რომ პასუხი გასცე, ალბათ, მათსავით უნდა აზროვნებდე", - დასძინა ახვლედიანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"