მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იჭმება თუ არა მტკვარში დაჭერილი თევზი?
იჭმება თუ არა მტკვარში დაჭერილი თევზი?

რო­დე­საც მტკვრის სა­ნა­პი­როს სუ­რა­თებს ვნა­ხუ­ლობ, ყო­ველ­თვის რო­მან­ტი­ულ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი მე­თევ­ზე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე თბი­ლი­სის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცნენ. თუმ­ცა სა­ნა­პი­რო­ზე გა­სე­ირ­ნე­ბი­სას, ყვე­ლა­ნა­ი­რი გრძნო­ბა და­გე­უფ­ლე­ბათ, გარ­და რო­მან­ტი­უ­ლი­სა. აუ­ცი­ლებ­ლად შე­გა­წუ­ხებთ მწვე­ლი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი, რა­საც ში­გა­და­შიგ ტი­ვად შეკ­რუ­ლი ნაგ­ვის მა­საც ერ­თვის ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი მდი­ნა­რის ზე­და­პირ­ზე. შემ­დგომ მე­თევ­ზე­ე­ბის და­ნახ­ვა არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოა, რად­გან გიჩ­ნდე­ბა კი­თხვა, ვინ ჭამს ამ ბინ­ძურ მდი­ნა­რე­ში და­ჭე­რილ თევზს?!

ამ სა­კითხს თუ ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბით სულ მარ­ტი­ვად ვი­პო­ვით პა­სუხს. რა თქმა უნდა, მე­თევ­ზე დი­ლი­დან-სა­ღა­მომ­დე მხო­ლოდ თა­ვის­თვის არ და­ი­ჭერს თევზს - რად უნდა ამ­დე­ნი თევ­ზი?! იგი ამ თევზს ბა­ზარ­ში აბა­რებს, სა­დაც სხვა­დას­ხვა სა­ხით იყი­დე­ბა. მთელ თბი­ლი­სის ბა­ზარს მტკვრის თევ­ზი ვერ აით­ვი­სებს, თუმ­ცა მისი ნა­წი­ლი თა­ვი­სუფ­ლად ხვდე­ბა დახ­ლებ­ზე, ხოლო შემ­დეგ ჩვენს სუფ­რა­ზე.

პრობ­ლე­მის სა­თა­ვე მტკვრის და­ბინ­ძუ­რე­ბა­შია. მტკვა­რი სა­თა­ვეს თურ­ქეთ­ში იღებს და იგი 5 ქვეყ­ნის სა­ზღვრებ­შია მოქ­ცე­უ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში იგი 351 კმ.-ზე მი­ე­დი­ნე­ბა. ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­საც მტკვა­რი თურ­ქე­თი­დან გა­მოს­ვლის შემ­დგომ გა­ივ­ლის, არ არის მო­წყო­ბი­ლი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მე­ბი, თა­ვი­სი გამ­წმენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფერს, რაც შე­იძ­ლე­ბა, მტკვა­რი აგ­რო­ვებს.

მტკვრის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ზე უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, "მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა - დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო ჩხო­ბა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"თბი­ლი­სის კო­ლექ­ტო­რებ­ში არ უნდა ერე­ო­დეს არც კა­ნა­ლი­ზა­ცია, არც გა­ნა­რე­ცხი ან ზედ­მე­ტი რამ. ის უნდა იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუფ­თა, ანუ მხო­ლოდ წვი­მის წყა­ლი უნდა ჩა­დი­ო­დეს შიგ­ნით. ეს არ გა­და­ცე­მუ­ლა კომ­პა­ნი­ის­თვის, რო­მელ­საც მი­ყი­დეს მთე­ლი ეს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა თა­ვი­სი კა­ნა­ლი­ზა­ცი­ით. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ალაგ-ალაგ მა­ინც გვხვდე­ბა ქა­ლაქ­ში, რომ პირ­და­პირ არის მი­ერ­თე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა არის შე­ნა­კა­დე­ბი თბი­ლი­სის პე­რი­მეტრზე, რო­მე­ლიც ბევრ შემ­თხვე­ვა­ში არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი. სა­დაც არის კერ­ძო სახ­ლე­ბი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში პირ­და­პირ არის მი­ერ­თე­ბუ­ლი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ხვდე­ბა მტკვარ­ში.

მტკვარს კი­დევ ბევ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, სა­ი­და­ნაც შე­მო­დის (ას­პინ­ძი­დან შე­მო­დის და­ახ­ლო­ე­ბით, თურ­ქე­თის მხრი­დან), არ­ცერთ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში - რა­საც მტკვა­რი გა­ივ­ლის - ჩვენ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მე­ბი, მო­წყო­ბი­ლი თა­ვი­სი გამ­წმენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, არა გვაქვს. შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა­ფერს მტკვა­რი აგ­რო­ვებს (ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­ტურ­დე­ბა, თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ 2015-2020 წლე­ბის გა­რე­მოს­დაც­ვით სტრა­ტე­გი­ა­ში - ავტ.). ეს შემ­დეგ ჩა­დის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ჩვენ გვშვე­ლის ერთი რამ - წყა­ლი იმ­დე­ნად უხ­ვია მტკვარ­ში, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყო­ველ­თვის ამ­ბო­ბენ, რომ გან­ზა­ვე­ბის პრო­ცენ­ტი ისე­თია, ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის და თევ­ზე­ბი­სათ­ვის და­საშ­ვე­ბი­აო. თუმ­ცა, ეს არის საბ­ჭო­თა სტან­დარ­ტე­ბით და დღეს ჩვენ­თვის სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რია თევ­ზი, რო­მელ­საც მტკვარ­ში იჭე­რენ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა შე­ჭა­მოს. იმი­ტომ, რომ ბი­ო­გე­ნუ­რი მა­სე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­ე­დი­ნე­ბა მტკვარ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აზო­ტის ნა­ერ­თე­ბი, პრინ­ციპ­ში გა­და­დის თევზში და ეს არის პრობ­ლე­მა" - აღ­ნიშ­ნავს ჩხო­ბა­ძე

სა­ერ­თო სუ­რა­თი უკვე ნა­თე­ლია - თევ­ზი, რო­მე­ლიც მტკვარ­ში ცუ­რავს, დიდი ალ­ბა­თო­ბით საჭ­მე­ლად უვარ­გი­სია, ან რბი­ლად თუ ვი­ტყვით, არა­ჯან­სა­ღია. ეს პრობ­ლე­მა პირ­და­პირ ეხე­ბა "სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს", რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მაც AMBEBI.GE-სთან ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

"რა თქმა უნდა, თევ­ზის უვ­ნებ­ლო­ბის, რო­გორც მა­ღა­ლი რის­კის სურ­სა­თის შე­მოწ­მე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას რაც შე­ე­ხე­ბა, ჩვენ ვა­მოწ­მებთ თუკი ასე­თი თევ­ზი მოხ­ვდე­ბა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტებ­ში, რა თქმა უნდა, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შე­მოწ­მე­ბას, ასე­ვე შე­მოწ­მდე­ბა მისი მიკ­ვლე­ვა­დო­ბაც. თუმ­ცა, თუკი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი აკე­თე­ბენ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, გა­რე­ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­რე­ვაჭ­რო­ბა ისე­დაც აკ­რძა­ლუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად, სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ზე არ ვრცელ­დე­ბა, კონ­ტრო­ლი მათ­ზე. ჩვენ შევ­დი­ვართ სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტში და ჩვე­უ­ლებ­რივ ვა­მოწ­მებთ, მაგ­რამ რომ გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან დიდი მას­შტა­ბე­ბი არის მტკვარ­ზე და­ჭე­რი­ლი თევ­ზის, მო­გა­ტყუ­ებთ. თევ­ზის შე­მოწ­მე­ბა სულ ხდე­ბა" - გან­გვი­მარ­ტეს სა­ა­გენ­ტო­ში. რო­გორც ირ­კვე­ვა, "სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო" არ ამოწ­მებს გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს, თუმ­ცა ბაზ­რებ­ში მტკვრის თევ­ზი მეტ­ნაკ­ლე­ბად მა­ინც ხვდე­ბა და ხალ­ხიც ჭამს.

მოკ­ლედ, პრობ­ლე­მა კომ­პლექ­სუ­რია: მო­სახ­ლე­ო­ბამ არ უნდა და­ა­ნაგ­ვი­ა­ნოს მდი­ნა­რე, უკვე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი უნდა გა­იწ­მინ­დოს, ამის შემ­დეგ მტკვარ­ში და­ჭე­რი­ლი თევ­ზიც უსაფრ­თხო და უფრო გემ­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა...

და­ვით ოქ­რო­პი­რი­ძე

AMBEBI.GE

იჭმება თუ არა მტკვარში დაჭერილი თევზი?

იჭმება თუ არა მტკვარში დაჭერილი თევზი?

როდესაც მტკვრის სანაპიროს სურათებს ვნახულობ, ყოველთვის რომანტიულ ხასიათზე მაყენებს ფოტოზე აღბეჭდილი მეთევზეები, რომლებიც უკვე თბილისის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. თუმცა სანაპიროზე გასეირნებისას, ყველანაირი გრძნობა დაგეუფლებათ, გარდა რომანტიულისა. აუცილებლად შეგაწუხებთ მწველი არასასიამოვნო სუნი, რასაც შიგადაშიგ ტივად შეკრული ნაგვის მასაც ერთვის ქალაქის მთავარი მდინარის ზედაპირზე. შემდგომ მეთევზეების დანახვა არც ისე სასიამოვნოა, რადგან გიჩნდება კითხვა, ვინ ჭამს ამ ბინძურ მდინარეში დაჭერილ თევზს?!

ამ საკითხს თუ ჩავუღრმავდებით სულ მარტივად ვიპოვით პასუხს. რა თქმა უნდა, მეთევზე დილიდან-საღამომდე მხოლოდ თავისთვის არ დაიჭერს თევზს - რად უნდა ამდენი თევზი?! იგი ამ თევზს ბაზარში აბარებს, სადაც სხვადასხვა სახით იყიდება. მთელ თბილისის ბაზარს მტკვრის თევზი ვერ აითვისებს, თუმცა მისი ნაწილი თავისუფლად ხვდება დახლებზე, ხოლო შემდეგ ჩვენს სუფრაზე.

პრობლემის სათავე მტკვრის დაბინძურებაშია. მტკვარი სათავეს თურქეთში იღებს და იგი 5 ქვეყნის საზღვრებშია მოქცეული. საქართველოში იგი 351 კმ.-ზე მიედინება. ჩვენს ტერიტორიაზე, რასაც მტკვარი თურქეთიდან გამოსვლის შემდგომ გაივლის, არ არის მოწყობილი საკანალიზაციო სისტემები, თავისი გამწმენდი საშუალებებით, შესაბამისად, ყველაფერს, რაც შეიძლება, მტკვარი აგროვებს.

მტკვრის დაბინძურებაზე უფრო კონკრეტულად, "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე გვესაუბრება:

"თბილისის კოლექტორებში არ უნდა ერეოდეს არც კანალიზაცია, არც განარეცხი ან ზედმეტი რამ. ის უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა, ანუ მხოლოდ წვიმის წყალი უნდა ჩადიოდეს შიგნით. ეს არ გადაცემულა კომპანიისთვის, რომელსაც მიყიდეს მთელი ეს წყალმომარაგების სისტემა თავისი კანალიზაციით. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ალაგ-ალაგ მაინც გვხვდება ქალაქში, რომ პირდაპირ არის მიერთებული. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის შენაკადები თბილისის პერიმეტრზე, რომელიც ბევრ შემთხვევაში არის დაბინძურებული. სადაც არის კერძო სახლები, ზოგ შემთხვევაში პირდაპირ არის მიერთებული და საბოლოო ჯამში ხვდება მტკვარში.

მტკვარს კიდევ ბევრი პრობლემები აქვს, საიდანაც შემოდის (ასპინძიდან შემოდის დაახლოებით, თურქეთის მხრიდან), არცერთ დასახლებულ პუნქტში - რასაც მტკვარი გაივლის - ჩვენ საკანალიზაციო სისტემები, მოწყობილი თავისი გამწმენდი საშუალებებით, არა გვაქვს. შესაბამისად ყველაფერს მტკვარი აგროვებს (ეს ყველაფერი დასტურდება, თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ 2015-2020 წლების გარემოსდაცვით სტრატეგიაში - ავტ.). ეს შემდეგ ჩადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ჩვენ გვშველის ერთი რამ - წყალი იმდენად უხვია მტკვარში, რომ სპეციალისტები ყოველთვის ამბობენ, რომ განზავების პროცენტი ისეთია, ადამიანებისათვის და თევზებისათვის დასაშვებიაო. თუმცა, ეს არის საბჭოთა სტანდარტებით და დღეს ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია თევზი, რომელსაც მტკვარში იჭერენ, როგორ შეიძლება ადამიანმა შეჭამოს. იმიტომ, რომ ბიოგენური მასები, რომელიც ჩაედინება მტკვარში, განსაკუთრებით აზოტის ნაერთები, პრინციპში გადადის თევზში და ეს არის პრობლემა" - აღნიშნავს ჩხობაძე

საერთო სურათი უკვე ნათელია - თევზი, რომელიც მტკვარში ცურავს, დიდი ალბათობით საჭმელად უვარგისია, ან რბილად თუ ვიტყვით, არაჯანსაღია. ეს პრობლემა პირდაპირ ეხება "სურსათის ეროვნულ სააგენტოს", რომლის წარმომადგენელმაც AMBEBI.GE-სთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

"რა თქმა უნდა, თევზის უვნებლობის, როგორც მაღალი რისკის სურსათის შემოწმება ხორციელდება. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ჩვენ ვამოწმებთ თუკი ასეთი თევზი მოხვდება სარეალიზაციო ობიექტებში, რა თქმა უნდა, ექვემდებარება შემოწმებას, ასევე შემოწმდება მისი მიკვლევადობაც. თუმცა, თუკი ფიზიკური პირები აკეთებენ რეალიზაციას, გარევაჭრობის პირობებში, ასეთ შემთხვევაში გარევაჭრობა ისედაც აკრძალული საქმიანობაა და შესაბამისად, სურსათის ეროვნულ სააგენტოზე არ ვრცელდება, კონტროლი მათზე. ჩვენ შევდივართ სარეალიზაციო ობიექტში და ჩვეულებრივ ვამოწმებთ, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი მასშტაბები არის მტკვარზე დაჭერილი თევზის, მოგატყუებთ. თევზის შემოწმება სულ ხდება" - განგვიმარტეს სააგენტოში. როგორც ირკვევა, "სურსათის ეროვნული სააგენტო" არ ამოწმებს გარემოვაჭრეებს, თუმცა ბაზრებში მტკვრის თევზი მეტნაკლებად მაინც ხვდება და ხალხიც ჭამს.

მოკლედ, პრობლემა კომპლექსურია: მოსახლეობამ არ უნდა დაანაგვიანოს მდინარე, უკვე დაბინძურებული წყალი უნდა გაიწმინდოს, ამის შემდეგ მტკვარში დაჭერილი თევზიც უსაფრთხო და უფრო გემრიელი იქნება...

დავით ოქროპირიძე

AMBEBI.GE