საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Nneka – „ზღაპარი“, რომელიც თბილისში გრძელდება
Nneka – „ზღაპარი“, რომელიც თბილისში გრძელდება

ნნე­კა ლუ­სია ეგ­ბუ­ნა, ან უბ­რა­ლოდ Nneka - ასე ჰქვია პო­პუ­ლა­რულ არ­ტისტს, რო­მე­ლიც 12 სექ­ტემ­ბერს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში იმ­ღე­რებს. პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი Funday Entertainment-ია, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, ჯე­ო­ვო­ი­სი, სას­ტუმ­რო რუმ­სი და რეს­ტო­რა­ნი "და­უნ­თა­უ­ნი" არი­ან.

Nneka ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცია, 2008 წელს გა­მო­სუ­ლი "Walking" თით­ქმის ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მსმე­ნელ­ში სარ­გებ­ლობს პო­პუ­ლა­რო­ბით.

არ­ტის­ტი 1980 წელს ნი­გე­რი­ა­ში და­ი­ბა­და, 19 წლი­სა კი გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­სახ­ლდა და სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო მისი მუ­სი­კა­ლუ­რი აღ­მას­ვლა. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ის უკვე რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­დი­ო­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სცე­ნა­ზე ისეთ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, რო­გო­რე­ბიც არი­ან Roots, Damian Marley და ა.შ.

თუკი მის შე­მოქ­მე­დე­ბას ახ­ლოს გა­ეც­ნო­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ ეს არის ძა­ლი­ან უბ­რა­ლო ნი­გე­რი­ე­ლი გო­გო­ნა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხმი­თა და ნი­ჭით - იდე­ა­ლუ­რად შექ­მნას ჰიპ-ჰო­პის, რე­გე­ი­სა და სო­უ­ლის სინ­თე­ზი. თუ ამ ყვე­ლა­ფერს მის აფ­რი­კულ ფეს­ვებ­სა და გავ­ლე­ნებს და­ვუ­მა­ტებთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რებს მი­ვი­ღებთ, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლად გა­მო­არ­ჩევს Nneka-ს მისი თა­ნა­მედ­რო­ვე სხვა არ­ტის­ტე­ბი­სა­გან. სწო­რედ ამ უნი­კა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გამო 2009 წელს ის სა­უ­კე­თე­სო აფ­რი­კელ შემ­სრუ­ლებ­ლად და­სა­ხელ­და.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ის ძა­ლი­ან ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს და ინ­სპი­რა­ცი­ის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს სწო­რედ მოგ­ზა­უ­რო­ბის, სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რე­ბის გაც­ნო­ბის, ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რი­სა და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან იღებს. ნნე­კა თვლის, რომ მუ­სი­კა ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს აერ­თი­ა­ნებს. აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ტრე­ფი­კინ­გის, ჩაგ­ვრის, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა თუ ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან აუ­თენ­ტუ­რი და სპე­ცი­ფი­უ­რია. თა­ვის თავს ის ჰიპ-ჰოპ შემ­სრუ­ლე­ბელს უფრო ხში­რად უწო­დებს, მაგ­რამ თუ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ლა­ი­ვებს გა­და­ხე­დავთ, მათ­ში ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ა­ჩენს რა­ღაც სა­თა­ვი­სოს. სწო­რედ ესაა არ­ტის­ტის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლოც - მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბია. ნნე­კას არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რომ არ ცნობს კულ­ტუ­რულ, ეთ­ნი­კურ, ნა­ცი­ო­ნა­ლურ, გენ­დერულ თუ სო­ცი­ა­ლურ კლი­შე­ებს. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ერ­თგვა­რი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ძა­ფია ყვე­ლა ტი­პის ადა­მი­ა­ნის­თვის. ალ­ბათ სწო­რედ ამა­ში უნდა ვე­ძი­ოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზიც.

დღე­ი­სათ­ვის ნნე­კას 5 სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მი აქვს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი "Victim of Truth" 2005 წელს გა­მო­ვი­და. Sunday Times-მა მისი მუ­სი­კა ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა. ბევ­რმა მუ­სი­კა­ლურ­მა კრი­ტი­კოს­მა არ­ტის­ტი ლო­რენ ჰილს შე­ა­და­რა. ნნე­კა თა­ვა­დაც ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ ლო­რინ ჰი­ლია მისი შე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სპი­რა­ტო­რი ისეთ არ­ტის­ტებ­თან ერ­თად, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ბობ მარ­ლი, აფრო-ბიტ მუ­სი­კის პი­ო­ნე­რი ფელა კუტი და სხვა­ნი.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 2015 წელს გა­მო­სუ­ლი ალ­ბო­მი "My Fairy Tales" (ჩემი ზღაპ­რე­ბი) ნნე­კას შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა. ალ­ბო­მი რეტ­რო გრუ­ვის სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა და დღე­საც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.

"სა­ლა­მი, მე ნნე­კა ვარ, 12 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემს კონ­ცერ­ტზე გე­პა­ტი­ჟე­ბით. აუ­ცი­ლებ­ლად მო­დით და გახ­დით ამ ჯა­დოს­ნუ­რი სა­ღა­მოს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. მალე შევ­ხვდე­ბით!" - სწო­რედ ასე მი­მარ­თავს ნნე­კა თა­ვის ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს, რო­მელ­თა წი­ნა­შეც სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით "Walking to Tbilisi"-თ წარ­სდგე­ბა. მომ­ღე­რა­ლი რო­გორც ახალ, ასე­ვე ძველ, ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნობ კომ­პო­ზი­ცი­ებს შე­ას­რუ­ლებს.

https://www.facebook.com/FundayEntertainment/videos/1078631505552551/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Nneka – „ზღაპარი“, რომელიც თბილისში გრძელდება

Nneka – „ზღაპარი“, რომელიც თბილისში გრძელდება

ნნეკა ლუსია ეგბუნა, ან უბრალოდ Nneka - ასე ჰქვია პოპულარულ არტისტს, რომელიც 12 სექტემბერს ფილარმონიაში იმღერებს. პროექტის ორგანიზატორი Funday Entertainment-ია, მხარდამჭერები კი კულტურის სამინისტრო, ჯეოვოისი, სასტუმრო რუმსი და რესტორანი “დაუნთაუნი” არიან.

Nneka ქართველი მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი. მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კომპოზიცია, 2008 წელს გამოსული „Walking“ თითქმის ყველა კატეგორიის მსმენელში სარგებლობს პოპულარობით.

არტისტი 1980 წელს ნიგერიაში დაიბადა, 19 წლისა კი გერმანიაში გადასახლდა და სწორედ აქედან დაიწყო მისი მუსიკალური აღმასვლა. რამდენიმე წელიწადში ის უკვე რეგულარულად გამოდიოდა სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე ისეთ შემსრულებლებთან ერთად, როგორებიც არიან Roots, Damian Marley და ა.შ.

თუკი მის შემოქმედებას ახლოს გაეცნობით, მიხვდებით, რომ ეს არის ძალიან უბრალო ნიგერიელი გოგონა არაჩვეულებრივი ხმითა და ნიჭით - იდეალურად შექმნას ჰიპ-ჰოპის, რეგეისა და სოულის სინთეზი. თუ ამ ყველაფერს მის აფრიკულ ფესვებსა და გავლენებს დავუმატებთ, ძალიან საინტერესო ნამუშევრებს მივიღებთ, რომლებიც ნამდვილად გამოარჩევს Nneka-ს მისი თანამედროვე სხვა არტისტებისაგან. სწორედ ამ უნიკალური მახასიათებლების გამო 2009 წელს ის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად დასახელდა.

როგორც თავად ამბობს, ის ძალიან ბევრს მოგზაურობს და ინსპირაციის საკმაოდ დიდ ნაწილს სწორედ მოგზაურობის, სხვადასხვა კულტურების გაცნობის, ადამიანებთან შეხვედრისა და მათთან ურთიერთობისგან იღებს. ნნეკა თვლის, რომ მუსიკა ყველას და ყველაფერს აერთიანებს. აქტიურ მონაწილეობას იღებს სოციალურ პროექტებში, რომლებიც ტრეფიკინგის, ჩაგვრის, ქალთა მიმართ ძალადობისა თუ ტერორიზმის წინააღმდეგ არის მიმართული.

მისი შემოქმედება ძალიან აუთენტური და სპეციფიურია. თავის თავს ის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს უფრო ხშირად უწოდებს, მაგრამ თუ ბოლოდროინდელ ლაივებს გადახედავთ, მათში ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი აღმოაჩენს რაღაც სათავისოს. სწორედ ესაა არტისტის წარმატების საიდუმლოც - მუსიკა, რომელიც ყველასთვის მისაღებია. ნნეკას არაერთხელ განუცხადებია ინტერვიუებში, რომ არ ცნობს კულტურულ, ეთნიკურ, ნაციონალურ, გენდერულ თუ სოციალურ კლიშეებს. მისი შემოქმედება ერთგვარი დამაკავშირებელი ძაფია ყველა ტიპის ადამიანისთვის. ალბათ სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ საქართველოში მისი პოპულარობის მიზეზიც.

დღეისათვის ნნეკას 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. პირველი მათგანი „Victim of Truth“ 2005 წელს გამოვიდა. Sunday Times-მა მისი მუსიკა ძალიან დადებითად შეაფასა. ბევრმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა არტისტი ლორენ ჰილს შეადარა. ნნეკა თავადაც ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ლორინ ჰილია მისი შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსპირატორი ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან: ბობ მარლი, აფრო-ბიტ მუსიკის პიონერი ფელა კუტი და სხვანი.

შეიძლება ითქვას, რომ 2015 წელს გამოსული ალბომი „My Fairy Tales“ (ჩემი ზღაპრები) ნნეკას შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ალბომი რეტრო გრუვის სტილით გამოირჩევა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში.

„სალამი, მე ნნეკა ვარ, 12 სექტემბერს საქართველოში, ჩემს კონცერტზე გეპატიჟებით. აუცილებლად მოდით და გახდით ამ ჯადოსნური საღამოს მონაწილეები. მალე შევხვდებით!“ - სწორედ ასე მიმართავს ნნეკა თავის ქართველ გულშემატკივრებს, რომელთა წინაშეც სპეციალური პროგრამით „Walking to Tbilisi“-თ წარსდგება. მომღერალი როგორც ახალ, ასევე ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ კომპოზიციებს შეასრულებს.

https://www.facebook.com/FundayEntertainment/videos/1078631505552551/

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება