პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კალაძის კომენტარი ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე
კახი კალაძის კომენტარი ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე

ვიცე-პრე­მი­ე­რი კახა კა­ლა­ძე ვა­კე­ში გუ­შინ მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს აკე­თებს. ვიცე-პრე­მი­ე­რის თქმით, ფაქ­ტი, რაც მოხ­და, ძა­ლი­ან მძი­მეა.

"რა თქმა უნდა, ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მოხ­და, არის ძა­ლი­ან მძი­მე, ძა­ლი­ან ცუდი, მე რო­გორც მო­ვის­მი­ნე, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ის, რა­საც ოპო­ნენ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ, არის სიც­რუე, სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მათი დე­მა­გო­გია და ეს არ არის სი­ახ­ლე, ჩვენ წლე­ბია ვის­მენთ ამას მათი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რა­ზეც აქვთ ყვე­ლა­ფე­რი აგე­ბუ­ლი. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სტა­ტის­ტი­კა, მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აჩ­ვე­ნებს იმას, რომ კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად არის უკე­თე­სო­ბის­კენ. თუმ­ცა ეს ფაქ­ტი, რაც მოხ­და, არის ძა­ლი­ან ცუდი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და რი­გის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე გუ­შინ მოხ­და. ცე­ცხლი ორ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს გა­უხ­სნეს. მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია ერთი და დაჭ­რი­ლია ერთი პირი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ვა­კე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი გუ­შინ და­ა­კა­ვა.

ასე­ვე ნა­ხეთ: "ბა­დუ­კა ხვალ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და, კი­ე­ვის ბი­ლე­თი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი" - რას ჰყვე­ბი­ან ჯო­ხა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­ზე

ინ­ტერ­ნეტ­ში ვა­კე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

კახი კალაძის კომენტარი ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე

კახი კალაძის კომენტარი ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ვაკეში გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ვიცე-პრემიერის თქმით, ფაქტი, რაც მოხდა, ძალიან მძიმეა.

"რა თქმა უნდა, ფაქტი, რომელიც მოხდა, არის ძალიან მძიმე, ძალიან ცუდი, მე როგორც მოვისმინე, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება. ის, რასაც ოპონენტები საუბრობენ, არის სიცრუე, სიცრუეზე დაფუძნებული მათი დემაგოგია და ეს არ არის სიახლე, ჩვენ წლებია ვისმენთ ამას მათი მედიასაშუალებების მეშვეობით, რაზეც აქვთ ყველაფერი აგებული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი სტატისტიკა, მაჩვენებლები აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში აბსოლუტურად არის უკეთესობისკენ. თუმცა ეს ფაქტი, რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი", - განაცხადა კალაძემ.

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე გუშინ მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი გუშინ დააკავა.

ასევე ნახეთ: "ბადუკა ხვალ ქვეყნის დატოვებას აპირებდა, კიევის ბილეთი ჰქონდა აღებული" - რას ჰყვებიან ჯოხაძის ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულზე

ინტერნეტში ვაკეში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."