მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საყვედურობს მაკა ზამბახიძეს შვილი
რას საყვედურობს მაკა ზამბახიძეს შვილი

მომ­ღე­რალ მაკა ზამ­ბა­ხი­ძის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე, 15 წლის არის, მაგ­რამ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ამას ვერ იგ­რძნობთ. მისი ასა­კის­თვის იშ­ვი­ა­თი ფიქ­რი­ა­ნო­ბა და ღრმა აზ­როვ­ნე­ბა ახა­სი­ა­თებს. სა­ლო­მე წერს მუ­სი­კას, ლექ­სებს, კარ­გად ხა­ტავს და ამა­ვე დროს ოც­ნე­ბობს ვე­ტე­ქი­მო­ბა­ზე. მისი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნებს ცხო­ვე­ლე­ბი შე­აყ­ვა­როს. უფ­ლის სი­ტყვა "გიყ­ვარ­დეთ ადა­მი­ა­ნე­ბი" მხო­ლო ცხო­ვე­ლებ­მა გა­ი­გე­სო, გვი­თხრა გო­გო­ნამ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­დე­საც დედა-შვი­ლი ერ­თად ჩავ­წე­რეთ.

- გინ­და ცხოვ­რე­ბა მუ­სი­კას და­უ­კავ­ში­როს?

მაკა: არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. სა­ლო­მემ ახ­ლა­ხან პირ­ვე­ლად და­ხა­ტა ზეთ­ში და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხატ­ვა­ზე ერთი დღეც არ უვ­ლია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ვი­და. ხატ­ვის ნიჭი გე­ნებ­ში მაქვს, მაგ­რამ გენ­მა ჩემ­ზე და­ის­ვე­ნა. სა­ლო­მემ ხატ­ვა კალ­მით და­ი­წყო. რო­დე­საც ვკი­თხე, ფან­ქრით რა­ტომ არ ხა­ტავ-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა, არ მინ­და, შეც­დო­მის უფ­ლე­ბა მქონ­დე­სო. სახ­ტად დავ­რჩი.

- სა­ლო­მე, სცე­ნა­ზე დად­გო­მა იქ­ნებ იმი­ტომ არ გინ­დათ, რომ გე­ში­ნი­ათ, ვა­ი­თუ, მაკა ზამ­ბა­ხი­ძის ჩრდი­ლი­დან ვერ გა­მოხ­ვი­დეთ?

სა­ლო­მე: არა­სო­დეს მე­ში­ნო­და, რომ ხალ­ხი მაკა ზამ­ბა­ხი­ძის შვი­ლად გა­მიც­ნობ­და. დედა იმ­დე­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მის­გან თუ გა­მიც­ნო­ბენ, ესეც გა­მი­ხარ­დე­ბა და ჩემ­თვის სა­ა­მა­ყო იქ­ნე­ბა.

- სა­ლო­მე: - ალ­ბათ - ფიქ­რე­ბით. მე ცხოვ­რე­ბი­სად­მი სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, დე­დას - სხვა­ნა­ი­რი.

- ვე­ტე­ქი­მო­ბამ რა­ტომ და­გა­ინ­ტე­რე­სათ?

- სა­ლო­მე: ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი:

მაკა: ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ტე­ტი მაქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ცხო­ველს რო­გო­რი და­ა­ვა­დე­ბაც უნდა ჰქონ­დეს, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს არა­ფე­რი მე­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხო­ვე­ლე­ბი სით­ბოს არი­ან მოკ­ლე­ბუ­ლი. მინ­და, ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო, რომ ხალ­ხმა ცხო­ვე­ლებს მეტი პა­ტი­ვი სცეს. ვფიქ­რობ, იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რად­გან უფ­ლის სი­ტყვა - "გიყ­ვარ­დეთ ადა­მი­ა­ნე­ბი", მხო­ლოდ ცხო­ვე­ლებ­მა გა­ი­გეს.

მაკა: სა­ლო­მეს ფი­ლო­სო­ფო­სას ვე­ძა­ხი.

სა­ლო­მე: ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა, რო­დე­საც ფი­ლო­სო­ფო­სას მე­ძა­ხი, რად­გან მგო­ნია, ირო­ნი­ით მე­უბ­ნე­ბი.

მაკა: არა, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან.

- მაკა, თქვე­ნი დრო­ის რა ნა­წი­ლი ეკუთ­ვნის სა­ლო­მეს?

მაკა: სა­ლო­მეს სულ ჩემი და­ნაკ­ლი­სი აქვს, ამას გა­ნიც­დის.

სა­ლო­მე: მა­მის გა­რე­შე გა­ვი­ზარ­დე და ფაქ­ტობ­რი­ვად დე­დის გა­რე­შეც.

მაკა: აბუ­ქებ.

სა­ლო­მე: არ ვა­ბუ­ქებ, სულ ბე­ბოს­თან ვი­ყა­ვი. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ბევ­რი დრო დავ­კარ­გეთ.

- მა­მას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

სა­ლო­მე: მა­მას ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბი. ვფიქ­რობ, ბოლო დროს გული ზედ­მე­ტა­დაც კი გა­და­ვუ­შა­ლე, მაგ­რამ და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს რა­ღა­ცე­ბი და­ე­მა­ლა, მაგ­რამ ვამ­ჯო­ბი­ნებ, ვთქვა, ვიდ­რე სხვის­გან გა­ი­გონ.

მაკა: სა­ლო­მეს მამა სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­დის, სულ მას­თან ერ­თა­დაა. ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­მის ნა­თე­სა­ვე­ბი. რო­გორც მე და სა­ლო­მეს გვაქვს უთან­ხმო­ე­ბე­ბი, ისე მამა-შვილს შო­რის არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი უთან­ხმო­ე­ბე­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ მათ შო­რის მა­მაშ­ვი­ლუ­რი ძაფი არ­სე­ბობს.

ქეთი დი­ნოშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

რას საყვედურობს მაკა ზამბახიძეს შვილი

რას საყვედურობს მაკა ზამბახიძეს შვილი

მომღერალ მაკა ზამბახიძის ერთადერთი ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე, 15 წლის არის, მაგრამ მასთან ურთიერთობაში ამას ვერ იგრძნობთ. მისი ასაკისთვის იშვიათი ფიქრიანობა და ღრმა აზროვნება ახასიათებს. სალომე წერს მუსიკას, ლექსებს, კარგად ხატავს და ამავე დროს ოცნებობს ვეტექიმობაზე. მისი მიზანია საქართველოში ადამიანებს ცხოველები შეაყვაროს. უფლის სიტყვა "გიყვარდეთ ადამიანები" მხოლო ცხოველებმა გაიგესო, გვითხრა გოგონამ ინტერვიუში, როდესაც დედა-შვილი ერთად ჩავწერეთ.

- გინდა ცხოვრება მუსიკას დაუკავშიროს?

მაკა: არ აქვს მნიშვნელობა. სალომემ ახლახან პირველად დახატა ზეთში და, მიუხედავად იმისა, რომ ხატვაზე ერთი დღეც არ უვლია, არაჩვეულებრივი გამოვიდა. ხატვის ნიჭი გენებში მაქვს, მაგრამ გენმა ჩემზე დაისვენა. სალომემ ხატვა კალმით დაიწყო. როდესაც ვკითხე, ფანქრით რატომ არ ხატავ-მეთქი, მიპასუხა, არ მინდა, შეცდომის უფლება მქონდესო. სახტად დავრჩი.

- სალომე, სცენაზე დადგომა იქნებ იმიტომ არ გინდათ, რომ გეშინიათ, ვაითუ, მაკა ზამბახიძის ჩრდილიდან ვერ გამოხვიდეთ?

სალომე: არასოდეს მეშინოდა, რომ ხალხი მაკა ზამბახიძის შვილად გამიცნობდა. დედა იმდენად კარგი ადამიანია, მისგან თუ გამიცნობენ, ესეც გამიხარდება და ჩემთვის საამაყო იქნება.

- სალომე: - ალბათ - ფიქრებით. მე ცხოვრებისადმი სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, დედას - სხვანაირი.

- ვეტექიმობამ რატომ დაგაინტერესათ?

- სალომე: ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები:

მაკა: ცოფის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული და ცხოველს როგორი დაავადებაც უნდა ჰქონდეს, მასთან ურთიერთობის დროს არაფერი მემართება. საქართველოში ცხოველები სითბოს არიან მოკლებული. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო, რომ ხალხმა ცხოველებს მეტი პატივი სცეს. ვფიქრობ, იმსახურებენ, რადგან უფლის სიტყვა - "გიყვარდეთ ადამიანები", მხოლოდ ცხოველებმა გაიგეს.

მაკა: სალომეს ფილოსოფოსას ვეძახი.

სალომე: ნერვები მეშლება, როდესაც ფილოსოფოსას მეძახი, რადგან მგონია, ირონიით მეუბნები.

მაკა: არა, ფილოსოფოსები ძალიან ჭკვიანები არიან.

- მაკა, თქვენი დროის რა ნაწილი ეკუთვნის სალომეს?

მაკა: სალომეს სულ ჩემი დანაკლისი აქვს, ამას განიცდის.

სალომე: მამის გარეშე გავიზარდე და ფაქტობრივად დედის გარეშეც.

მაკა: აბუქებ.

სალომე: არ ვაბუქებ, სულ ბებოსთან ვიყავი. ჩვენ ერთმანეთის გარეშე ბევრი დრო დავკარგეთ.

- მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

სალომე: მამას ყველაფერს ვუყვები. ვფიქრობ, ბოლო დროს გული ზედმეტადაც კი გადავუშალე, მაგრამ დასამალი არაფერი მაქვს, შეიძლება ბევრს რაღაცები დაემალა, მაგრამ ვამჯობინებ, ვთქვა, ვიდრე სხვისგან გაიგონ.

მაკა: სალომეს მამა საქართველოში რომ ჩამოდის, სულ მასთან ერთადაა. ძალიან უყვარს მამის ნათესავები. როგორც მე და სალომეს გვაქვს უთანხმოებები, ისე მამა-შვილს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოებები, მაგრამ მთავარია, რომ მათ შორის მამაშვილური ძაფი არსებობს.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"