პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქულმა ხომალდმა გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაცია შეწყვიტა
თურქულმა ხომალდმა გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაცია შეწყვიტა

11-დღი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ხო­მალ­დის ეკი­პაჟ­მა, შავ ზღვა­ში წვრთნის დროს და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

თურ­ქუ­ლი მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე შე­დეგს ვე­ღარ გა­მო­ი­ღებს, რად­გან მათი მხრი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, იმ რთუ­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მელ­შიც მათ უწევ­დათ მუ­შა­ო­ბა.

"650 ტო­ნი­ა­ნი თურ­ქუ­ლი ხო­მალ­დი, 41 კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟით და ბოლო თა­ო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ძებ­ნა-გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში 20 აგ­ვის­ტოს, თურ­ქულ მხა­რეს­თან თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ ჩა­ერ­თო. აღ­ნიშ­ნულ ხო­მალდს მსოფ­ლი­ო­ში სულ რამ­დე­ნი­მე ანა­ლო­გი აქვს და ყვე­ლა­ზე მძლავ­რია მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ძებ­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ნა­ხეთ AMBEBI.GE-ს სპეც-პრო­ექ­ტი: ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი...

აღ­სა­ნი­შა­ვია, რომ თურ­ქუ­ლი ხო­მალ­დის ეკი­პაჟ­თან ერ­თად, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და თურ­ქე­თის კონ­სუ­ლი პი­რა­დად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი და სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძებ­ნის პრო­ცესს ხო­მალ­დი­დან აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. ეკი­პაჟ­მა ბორტზე და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მშობ­ლე­ბიც და­უშ­ვა და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და ხო­მალ­დის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში, თუქ­რუ­ლი მხა­რის პა­რა­ლე­ლუ­რად თავ­და­პირ­ვე­ლად ჩარ­თუ­ლი იყო ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­ცი­აც, თუმ­ცა ეს ოპე­რა­ცი­აც უშე­დე­გოდ დას­რულ­და", - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

16 აგ­ვის­ტოს გო­ნი­ოს ყო­ფი­ლი სას­რო­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შავ ზღვა­ში მიმ­დი­ნა­რე წვრთნის დროს, ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, კაპ­რა­ლი იაგო შა­რა­ძე და I კლა­სის რი­გი­თი გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი და­ი­კარ­გნენ. გა­მო­ძი­ე­ბას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს. სა­ქარ­თვე­ლოს თვდაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­კარ­გუ­ლე­ბის ოჯა­ხებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სა­ხის დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქულმა ხომალდმა გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაცია შეწყვიტა

თურქულმა ხომალდმა გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაცია შეწყვიტა

11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იყო გამოყენებული, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა.

"650 ტონიანი თურქული ხომალდი, 41 კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო. აღნიშნულ ხომალდს მსოფლიოში სულ რამდენიმე ანალოგი აქვს და ყველაზე მძლავრია მსგავს სიტუაციებში ძებნის განსახორციელებლად.

ნახეთ AMBEBI.GE-ს სპეც-პროექტი: ზღვაში დაკარგული ჯარისკაცები...

აღსანიშავია, რომ თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის მინისტრი და თურქეთის კონსული პირადად იყვნენ ჩართული და სამი დღის განმავლობაში ძებნის პროცესს ხომალდიდან აკვირდებოდნენ. ეკიპაჟმა ბორტზე დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებიც დაუშვა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხომალდის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ.

ძებნის ოპერაციაში, თუქრული მხარის პარალელურად თავდაპირველად ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საქართველოს თვდაცვის სამინისტრო დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას გაუწევს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი