Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებები იკურნება იმერეთის კურორტებზე
რა დაავადებები იკურნება იმერეთის კურორტებზე

იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი და კლი­მა­ტუ­რი კუ­რორ­ტე­ბი არა­ერთ და­ა­ვა­დე­ბას კურ­ნავს.

წყალ­ტუ­ბოს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი ტემ­პე­რა­ტუ­რა +38 გრა­დუ­სია და შეთ­ბო­ბის გა­რე­შე გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. კუ­რორტზე ძი­რი­თა­დად მკურ­ნა­ლო­ბენ საყ­რდენ-სა­მოძ­რაო აპა­რა­ტე­ბის, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი, კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი და გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი პრო­ფი­ლის ავად­მყო­ფებს.

მთი­ა­ნი კუ­რორ­ტი ნუ­ნი­სი ცნო­ბი­ლია ბუ­ნებ­რი­ვად თბი­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი გო­გირ­დო­ვა­ნი წყლით, რო­მელ­საც თა­ვი­სი შე­მად­გენ­ლო­ბი­თა და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. მისი აბა­ზა­ნე­ბი ცნო­ბი­ლია რო­გორც შე­უც­ვლე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კა­ნის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის, პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

ნუ­ნი­სი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლით მკურ­ნა­ლო­ბენ ფსო­რი­ა­ზით, ეგ­ზე­მით, ნე­ი­რო­დერ­მი­ტით, სე­ბო­რი­უ­ლი დერ­მა­ტი­ტის, ქრო­ნი­კუ­ლი ჭინჭრის ცი­ე­ბის, წი­თე­ლი ბრტყე­ლი ლა­ქე­ბის, ნერ­ვო­ზე­ბი­სა და პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ტე­მით (რა­დი­კუ­ლი­ტი, ნევ­რი­ტი, ნევ­რალ­გია) და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი.

სა­ირ­მე­ში მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის 2 ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. პირ­ველ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა #1 და #3 წყა­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით ნახ­შირმ­ჟა­ვა ჰიდ­რო­კარ­ბო­ნა­ტულ კალ­ცი­უ­მი­ან-ნატ­რი­უ­მი­ან წყალს წარ­მო­ად­გენს. მე­ო­რე ჯგუფ­ში #4 და #5 წყა­რო­ე­ბი შე­დი­ან. ისი­ნი ნახ­შირმ­ჟა­ვა ჰიდ­რო­კარ­ბო­ნა­ტულ ნატ­რი­უ­მი­ა­ნი (ბორ­ჯო­მის ტი­პის) მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბია.

დად­გე­ნი­ლია, რომ სა­ირ­მის მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი თე­რა­პი­უ­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბით ურო­ლო­გი­უ­რი და გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

იხი­ლეთ ვრცლად

kutaisipost.ge

რა დაავადებები იკურნება იმერეთის კურორტებზე

რა დაავადებები იკურნება იმერეთის კურორტებზე

იმერეთის რეგიონში არსებული ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები არაერთ დაავადებას კურნავს.

წყალტუბოს მინერალური წყლების ბუნებრივი ტემპერატურა +38 გრადუსია და შეთბობის გარეშე გამოყენების საშუალებას იძლევა. კურორტზე ძირითადად მკურნალობენ საყრდენ-სამოძრაო აპარატების, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური პროფილის ავადმყოფებს.

მთიანი კურორტი ნუნისი ცნობილია ბუნებრივად თბილი მინერალური გოგირდოვანი წყლით, რომელსაც თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მისი აბაზანები ცნობილია   როგორც შეუცვლელი საშუალება კანის ქრონიკული დაავადებების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებისა და სისხლნაკლებობის სამკურნალოდ.

ნუნისი მინერალური წყლით მკურნალობენ ფსორიაზით, ეგზემით, ნეიროდერმიტით, სებორიული დერმატიტის, ქრონიკული ჭინჭრის ციების, წითელი ბრტყელი ლაქების, ნერვოზებისა და პერიფერიული სისტემით (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია) დაავადებულები.

საირმეში მინერალური წყლის 2 ნაირსახეობა არსებობს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება #1 და #3 წყაროები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ კალციუმიან-ნატრიუმიან წყალს წარმოადგენს. მეორე ჯგუფში #4 და #5 წყაროები შედიან. ისინი ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიანი (ბორჯომის ტიპის) მინერალური წყლებია.

დადგენილია, რომ საირმის მინერალური წყალი ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტიანობით უროლოგიური და გასტროენტეროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

იხილეთ ვრცლად

kutaisipost.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა