მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს თარხან ბათირაშვილი ანდერძში
რას წერს თარხან ბათირაშვილი ანდერძში

ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა Dār al-Islām თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის, იგი­ვე ომარ ალ ში­შა­ნის ან­დერძს აქ­ვეყ­ნებს. "ჟღა­ლი გე­ნე­რა­ლი" ან­დერ­ძში 5 რე­კო­მენ­და­ცი­ას გას­ცემს:

"ჩემი უკა­ნას­კნე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, იმე­დია, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია: მივ­მარ­თავ ყვე­ლა მუ­ჯა­ჰი­დინს, რომ­ლე­ბიც ჩემს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ. გთხოვთ მა­პა­ტი­ოთ თუ გა­წყე­ნი­ნეთ. რაც შე­მე­ხე­ბა მე, მე თქვენ გა­პა­ტი­ეთ. გირ­ჩევთ ალაჰს პა­ტი­ე­ბა თხო­ვოთ და გა­ნა­ახ­ლოთ თქვე­ნი მო­ნა­ნი­ე­ბა.

მე­ო­რე რე­კო­მენ­და­ცია: არა­სო­დეს და­ა­ნე­ბოთ თავი ჯი­ჰადს და ჰი­ჯრას, ვი­ნა­ი­დან ამ ორ რა­მე­ში არის ჩვე­ნი სუ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა და ჩვე­ნი რე­ლი­გი­ის გა­მარ­ჯვე­ბა.

მე­სა­მე რე­კო­მენ­და­ცია: გან­სა­კუთ­რე­ბით მივ­მარ­თავ ემი­რებს. მათ ვე­უბ­ნე­ბი: სან­დო პი­რე­ბი­სა და ახლო წრის შერ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ არა მათ წარ­მო­მავ­ლო­ბას, არა­მედ მათ შიშს ალა­ჰის წი­ნა­შე და მათ მიერ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უნარს.

მე­ო­თხე რე­კო­მენ­და­ცია: უგუ­ლე­ბელ­ყვეთ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სა­ზი­ზღა­რი ცხოვ­რე­ბა და გახ­სოვ­დეთ, ყვე­ლა გა­ნი­კი­თხე­ბით იმ ქო­ნე­ბის გამო, რაც თქვენს ხელ­ში იყო. არ და­კარ­გოთ დრო ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ქო­ნე­ბის მი­პო­ვე­ბის მის­წრა­ფე­ბა­ში.

მე­ხუ­თე რე­კო­მენ­და­ცია: მორ­წმუ­ნე­ე­ბის ემი­რო, ალაჰ­მა და­გი­ფა­როს - ალა­ჰის სა­ხელს ვახ­სე­ნებ, რათა დაგ­ლო­ცოს და რათა შეძ­ლო შენს ირ­გვლივ შეკ­რი­ბო და­ჩაგ­რუ­ლი, დამ­შე­უ­ლი, მი­მო­ფან­ტუ­ლი მორ­წმუ­ნე­ე­ბი. რათა ალაჰ­მა შე­გაძ­ლე­ბი­ნოს ორი წმინ­და ად­გი­ლის ქვეყ­ნის და­პყრო­ბა, ისე­ვე რო­გორც იე­რუ­სა­ლი­მის და­პყრო­ბა.

და ბო­ლოს, მორ­წმუ­ნე­ე­ბის ემი­რო, გთხოვ, არ და­ი­ვი­წყო კავ­კა­სია" - წე­რია ალ ში­შა­ნის ან­დერ­ძში, რო­მე­ლიც ფრან­გუ­ლე­ნო­ვან­მა ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა Dār al-Islām-მა გა­ავ­რცე­ლა.

დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ივ­ლის­ში გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია.

დაჯ­გუ­ფე­ბის მე­დია სა­ა­გენ­ტო "AMAQI" წერ­და, რომ "ჟღა­ლი გე­ნე­რა­ლი" საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. ის­ლა­მის­ტე­ბის ცნო­ბით, თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი ერა­ყის ქა­ლაქ მო­სულ­თან მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ შირ­კატ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს ემსხვერ­პლა.

ბა­თი­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო. ის "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის" ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რას წარ­მო­ად­გენ­და. ბა­თი­რაშ­ვი­ლი ე წ. ომის მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

ფრან­გუ­ლი­დან თარ­გმნა კახა დგე­ბუ­ა­ძემ

რას წერს თარხან ბათირაშვილი ანდერძში

რას წერს თარხან ბათირაშვილი ანდერძში

ისლამური სახელმწიფოს ფრანგულენოვანი ონლაინ გამოცემა Dār al-Islām თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის ანდერძს აქვეყნებს. "ჟღალი გენერალი" ანდერძში 5 რეკომენდაციას გასცემს:

"ჩემი უკანასკნელი რეკომენდაციები, რომლებიც, იმედია, განხორციელებული იქნება, რამდენადაც შესაძლებელია.

პირველი რეკომენდაცია: მივმართავ ყველა მუჯაჰიდინს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იყვნენ. გთხოვთ მაპატიოთ თუ გაწყენინეთ. რაც შემეხება მე, მე თქვენ გაპატიეთ. გირჩევთ ალაჰს პატიება თხოვოთ და განაახლოთ თქვენი მონანიება.

მეორე რეკომენდაცია: არასოდეს დაანებოთ თავი ჯიჰადს და ჰიჯრას, ვინაიდან ამ ორ რამეში არის ჩვენი სულების გადარჩენა და ჩვენი რელიგიის გამარჯვება.

მესამე რეკომენდაცია: განსაკუთრებით მივმართავ ემირებს. მათ ვეუბნები: სანდო პირებისა და ახლო წრის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მათ წარმომავლობას, არამედ მათ შიშს ალაჰის წინაშე და მათ მიერ მოვალეობების შესრულების უნარს.

მეოთხე რეკომენდაცია: უგულებელყვეთ ამქვეყნიური საზიზღარი ცხოვრება და გახსოვდეთ, ყველა განიკითხებით იმ ქონების გამო, რაც თქვენს ხელში იყო. არ დაკარგოთ დრო ამქვეყნიური ქონების მიპოვების მისწრაფებაში.

მეხუთე რეკომენდაცია: მორწმუნეების ემირო, ალაჰმა დაგიფაროს - ალაჰის სახელს ვახსენებ, რათა დაგლოცოს და რათა შეძლო შენს ირგვლივ შეკრიბო დაჩაგრული, დამშეული, მიმოფანტული მორწმუნეები. რათა ალაჰმა შეგაძლებინოს ორი წმინდა ადგილის ქვეყნის დაპყრობა, ისევე როგორც იერუსალიმის დაპყრობა.

და ბოლოს, მორწმუნეების ემირო, გთხოვ, არ დაივიწყო კავკასია" - წერია ალ შიშანის ანდერძში, რომელიც ფრანგულენოვანმა ონლაინ გამოცემა Dār al-Islām-მა გაავრცელა.

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მედიასაშუალებებმა თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ივლისში გაავრცელეს ინფორმაცია.

დაჯგუფების მედია სააგენტო "AMAQI" წერდა, რომ "ჟღალი გენერალი" საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ისლამისტების ცნობით, თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე დასახლებულ პუნქტ შირკატში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

ბათირაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. ის "ისლამური სახელმწიფოსთვის" ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. ბათირაშვილი ე წ. ომის მინისტრის პოსტს იკავებდა.

იხილეთ ვიდეო

ფრანგულიდან თარგმნა კახა დგებუაძემ

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე