დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რამდენიმე სოფელში მოსახლეობას ღორები დაეხოცა. აფრიკული ჭირისგან ზარალი, ამჟერად, ჯავის რაიონში მიიღეს.
ცხინვალის ვეტერინარული სამსახურის ცნობით, ღორები ჭირისგან დაახლოებით 10 სოფელში დაიღუპა.
ჯავის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ლიანა თედეევი ამბობს, რომ ხელისუფლება დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.