"მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი ზაფხულის დღეებს საზღვარგარეთ ატარებს. რუსეთის და უკრაინის შემდეგ ამჯერად, ის მონაკოს სტუმრობს.
მონაკოში გადაღებულ ფოტოებს ქერდიყოშვილი "ფეისბუქზე" და "ინსტაგრამზე" ავრცელებს. როგორც ჩანს, მონაკოში მან მეგობრებიც ინახულა. ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში "მის სამყარო 2015"-თან პაულინა ვეგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, წარწერით:
"მადლობა ჩემო საყვარელო ჯადოსნური დღისთვის".