მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე უჩვეულო ფინანსური მაქინაციები
ყველაზე უჩვეულო ფინანსური მაქინაციები

კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია მრა­ვალ აფე­რას და მა­ქი­ნა­ცი­ას იც­ნობს. მათ შო­რის არის ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც კი არის. ამ ფაქ­ტებს შო­რის ჩვენ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გა­მოვ­ყა­ვით.

ზე­დი­ზედ ორ­ჯერ გა­ყი­დუ­ლი ეი­ფე­ლის კოშ­კი

შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ პა­რი­ზის მშვე­ნე­ბა - ეი­ფე­ლის კოშ­კი - ორ­ჯერ გა­ი­ყი­და ვინ­მე ვიქ­ტორ ლი­უს­ტი­გის მიერ. ლი­უს­ტი­გი ამე­რი­კე­ლი გახ­ლდათ - მი­სუ­რის შტა­ტი­დან. ამე­რი­კელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ლი­უს­ტი­გი 50-ჯერ და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­ქო­ნის გამო, ბრა­ლი ვერ და­უმ­ტკი­ცეს. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე, ამ უც­ნა­ურ­მა "საქ­მო­სან­მა" ათე­უ­ლო­ბით უმ­სხვი­ლე­სი ბან­კი გა­ა­ცუ­რა და საკ­მა­ოდ დიდი ოდე­ნო­ბის სარ­გე­ბე­ლი ნახა. მისი ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი აფი­ო­რა კი, ეი­ფე­ლის კოშ­კის გა­ყიდ­ვა იყო: 1925 წელს მო­რი­გი თავ­გა­და­სავ­ლის სა­ძი­ებ­ლად ლი­უს­ტი­გი პა­რიზს ეწ­ვია. ის საფ­რან­გე­თის ფოს­ტი­სა და ტე­ლეგ­რა­ფის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხე­ლით რამ­დე­ნი­მე მსხვილ ბიზ­ნეს­მენს შეხ­ვდა და აც­ნო­ბა, რომ ეი­ფე­ლის კოშ­კის მოვ­ლა სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლი­ან ძვი­რი უჯ­დე­ბო­და, რის გა­მოც გა­და­წყვე­ტი­ლი იყო მისი დაშ­ლა და და­ხუ­რულ აუქ­ცი­ონ­ზე ნა­წილ-ნა­წილ გა­ყიდ­ვა. სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ერთ-ერთი ბიზ­ნეს­მე­ნის, ან­დრე პუ­ა­სო­ნის და­ყო­ლი­ე­ბა შეძ­ლო, ხელ­ში უზარ­მა­ზა­რი თან­ხა ჩა­იგ­დო და ავ­სტრი­ა­ში და­ი­მა­ლა. მო­ტყუ­ე­ბულ­მა პუ­ა­სონ­მა მომ­ხდა­რი და­მა­ლა, რად­გან არ სურ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში სუ­ლე­ლის სა­ხე­ლი დამ­კვიდ­რე­ბო­და. ლი­უს­ტიგ­საც მეტი რა უნ­დო­და - პა­რიზ­ში კვლავ დაბ­რუნ­და და ძვე­ლი სქე­მით ეი­ფე­ლის კოშ­კი უკვე მე­ო­რედ გა­ყი­და, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში მის­მა მსხვერ­პლმა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა და თაღ­ლი­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სამ­შობ­ლო­ში გაქ­ცე­უ­ლი­ყო. ვიქ­ტორ ლი­უს­ტი­გის და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ 1935 წელს მო­ხერ­ხდა.

პი­რა­მი­და სა­ხე­ლად - MMM

ეს აფე­რა 1994 წელს და­ი­წყო და უმ­სხვი­ლე­სად მი­იჩ­ნე­ვა არა მხო­ლოდ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში: ორ­გა­ნი­ზა­ცია "MMM" რუ­სეთ­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბის დაშ­ლის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. კომ­პა­ნია ხალ­ხს იმით იზი­დავ­და, რომ ჩა­დე­ბულ თან­ხას რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ აბ­რუ­ნებ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტით. სა­უ­კე­თე­სო რეკ­ლა­მის წყა­ლო­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა შე­ი­ძი­ნა, მაგ­რამ გა­ვი­და ხანი და რუ­სეთ­ში გავ­რცელ­და ცნო­ბა კომ­პა­ნი­ის კრა­ხის შე­სა­ხებ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­ღე­ბუ­ლი დი­ვი­დენ­დე­ბი ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის და მათი შე­ნა­ტა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო და არა - გო­ნივ­რუ­ლად აწყო­ბი­ლი ბიზ­ნე­სი­სა. ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დის შე­დე­გად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და.

კი­დევ ერთი სამ­შე­ნებ­ლო პი­რა­მი­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ყველაზე უჩვეულო ფინანსური მაქინაციები

ყველაზე უჩვეულო ფინანსური მაქინაციები

კაცობრიობის ისტორია მრავალ აფერას და მაქინაციას იცნობს. მათ შორის არის ყველაზე უცნაური და გამორჩეული ფაქტები, რომლებიც დაუჯერებელიც კი არის. ამ ფაქტებს შორის ჩვენ მხოლოდ რამდენიმე გამოვყავით.

ზედიზედ ორჯერ გაყიდული ეიფელის კოშკი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პარიზის მშვენება - ეიფელის კოშკი - ორჯერ გაიყიდა ვინმე ვიქტორ ლიუსტიგის მიერ. ლიუსტიგი ამერიკელი გახლდათ - მისურის შტატიდან. ამერიკელმა სამართალდამცველებმა ლიუსტიგი 50-ჯერ დააკავეს, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო, ბრალი ვერ დაუმტკიცეს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ამ უცნაურმა „საქმოსანმა“ ათეულობით უმსხვილესი ბანკი გააცურა და საკმაოდ დიდი ოდენობის სარგებელი ნახა. მისი ყველაზე გრანდიოზული აფიორა კი, ეიფელის კოშკის გაყიდვა იყო: 1925 წელს მორიგი თავგადასავლის საძიებლად ლიუსტიგი პარიზს ეწვია. ის საფრანგეთის ფოსტისა და ტელეგრაფის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სახელით რამდენიმე მსხვილ ბიზნესმენს შეხვდა და აცნობა, რომ ეიფელის კოშკის მოვლა სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდებოდა, რის გამოც გადაწყვეტილი იყო მისი დაშლა და დახურულ აუქციონზე ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. სულ რამდენიმე დღეში ერთ-ერთი ბიზნესმენის, ანდრე პუასონის დაყოლიება შეძლო, ხელში უზარმაზარი თანხა ჩაიგდო და ავსტრიაში დაიმალა. მოტყუებულმა პუასონმა მომხდარი დამალა, რადგან არ სურდა საზოგადოების თვალში სულელის სახელი დამკვიდრებოდა. ლიუსტიგსაც მეტი რა უნდოდა - პარიზში კვლავ დაბრუნდა და ძველი სქემით ეიფელის კოშკი უკვე მეორედ გაყიდა, თუმცა ამ შემთხვევაში მისმა მსხვერპლმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და თაღლითი იძულებული გახდა სამშობლოში გაქცეულიყო. ვიქტორ ლიუსტიგის დაკავება მხოლოდ 1935 წელს მოხერხდა.

პირამიდა სახელად - MMM

ეს აფერა 1994 წელს დაიწყო და უმსხვილესად მიიჩნევა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოში: ორგანიზაცია „MMM” რუსეთში კომუნისტური წყობის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. კომპანია ხალხს იმით იზიდავდა, რომ ჩადებულ თანხას რამდენიმე კვირის შემდეგ აბრუნებდა ძალიან მაღალი პროცენტით. საუკეთესო რეკლამის წყალობით ორგანიზაციის აქციები ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძინა, მაგრამ გავიდა ხანი და რუსეთში გავრცელდა ცნობა კომპანიის კრახის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მიღებული დივიდენდები ახალი კლიენტების მოზიდვის და მათი შენატანების დამსახურება იყო და არა - გონივრულად აწყობილი ბიზნესისა. ფინანსური პირამიდის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა.

კიდევ ერთი სამშენებლო პირამიდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი