Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ უნდა ვუთმობდეთ ტრანსპორტში ადგილს?!
 რატომ არ უნდა ვუთმობდეთ ტრანსპორტში ადგილს?!

შე­კი­თხვა ასე მინ­დო­და და­მეს­ვა: "უნდა ვუთ­მობ­დეთ თუ არა ტრან­სპორ­ტში ად­გილს ერ­თმა­ნეთს?" და ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თით და­მე­წყო, მაგ­რამ ჯობს, პირ­და­პირ ვუ­პა­სუ­ხო ჩემ­სა­ვე დას­მულ შე­კი­თხვას: "რა თქმა უნდა, არ უნდა ვუთ­მობ­დეთ!". უფრო სწო­რად, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ უნდა იყოს. ვი­ღა­ცის სა­ლან­ძღა­ვი არ უნდა ხდე­ბო­დე. ვი­ღაც მო­რალს არ უნდა გი­კი­თხავ­დეს. ვი­ღაც ნერ­ვებს არ უნდა გიშ­ხა­მავ­დეს. არ უნდა იღებ­დნენ ახალ­გაზ­რდე­ბი, თუ "ჯან­მრთე­ლე­ბი" უარ­ყო­ფით ენერ­გი­ას დი­ლას, როცა სად­მე მი­ეჩ­ქა­რე­ბათ, ან სა­ღა­მოს, როცა მშვი­დად სურთ იმ­გზავ­რონ სახ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

მეს­მის, უკვე აფო­რი­აქ­დით. ეს ერ­თობ არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი აზ­რია თქვენ­თვის და ვგრძნობ, ეგ­რე­ვე "უზ­რდე­ლე­ბის" სი­ა­ში ჩამ­წე­რეთ. მაგ­რამ ჩემ­თვის, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის, უფრო მეტი უზ­რდე­ლო­ბაა, როცა, უფ­რო­სი თა­ო­ბის არც ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მად­ლო­ბას არ ამ­ბობს, ად­გილს რომ ვუთ­მობ. ისე­თი გო­ნო­რით სხდე­ბი­ან "მო­პო­ვე­ბულ" ად­გი­ლებ­ზე, გე­გო­ნე­ბა, ეს ად­გი­ლი მათი კუთ­ვნი­ლე­ბაა, ან უკვე ცა­რი­ე­ლი იყო.

სკო­ლის ასა­კი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თუ ოდეს­მე და­მით­მია ად­გი­ლი ჩემ­ზე უფ­რო­სის­თვის, არა­სო­დეს უთ­ქვამთ "მად­ლო­ბა", რაც ყო­ველ­თვის მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. ეს არის უარ­ყო­ფი­თი მა­გა­ლი­თი უფ­რო­სი თა­ო­ბის­გან ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და ვფიქ­რობ, მათ არ აქვთ უფ­ლე­ბა, მთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა ლან­ძღონ, როცა რამე არ მო­ე­წო­ნე­ბათ.

ეს ბლო­გი არ არის რე­ვან­ში უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რად­გან ისი­ნი მად­ლო­ბას არა­სო­დეს ამ­ბო­ბენ. უბ­რა­ლოდ ვფიქ­რობ, რომ ეს უნდა ით­ქვას. ბევ­რი ფაქ­ტი მი­ნა­ხავს, როცა ვი­ღაც სხვას ად­გილს უთ­მობს და პა­რა­ლე­ლუ­რად მო­რალს უკი­თხავს მე­სა­მე პირს, რო­მე­ლიც "თვალ­ში ეპა­ტა­რა­ვე­ბა". მერე მთე­ლი ერის ან ახალ­გაზ­რდო­ბის ზნე­ო­ბას ფეხ­ქვეშ თე­ლავს. ამას ხომ ჯო­ბია, რომ ეს ე.წ. "სი­კე­თე" არ გა­ა­კე­თო და არც სხვა და­გეს­ლო?!

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჩემი კე­თილ­გან­წყო­ბა ნე­ბის­მი­ერ სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­მიძ­ლია გა­მოვ­ხა­ტო, ან არ გა­მოვ­ხა­ტო. ეს ჩემი ნე­ბაა, მაგ­რამ რა უფ­ლე­ბა აქვს სხვას, ჭკუა გას­წავ­ლოს. შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს არის საბ­ჭო­უ­რი აქ­ცენ­ტე­ბი, აღვზარ­დოთ მო­რა­ლუ­რი ერი!? სა­ერ­თოდ არ მეს­მის, რა შუ­ა­შია ად­გი­ლის დათ­მო­ბა მო­რალ­თან?

მოკ­ლედ, მე მინ­და მთა­ვა­რი გი­თხრათ. ესეც თქვენ­თვის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი აზ­რია, მაგ­რამ ცი­ვი­ლურ ქვეყ­ნებ­ში მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი არა­ვი­თარ მო­რალ­ზე არ გა­დის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია. დიახ, უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის!... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რატომ არ უნდა ვუთმობდეთ ტრანსპორტში ადგილს?!

 რატომ არ უნდა ვუთმობდეთ ტრანსპორტში ადგილს?!

შეკითხვა ასე მინდოდა დამესვა: "უნდა ვუთმობდეთ თუ არა ტრანსპორტში ადგილს ერთმანეთს?" და ერთი კონკრეტული მაგალითით დამეწყო, მაგრამ ჯობს, პირდაპირ ვუპასუხო ჩემსავე დასმულ შეკითხვას: "რა თქმა უნდა, არ უნდა ვუთმობდეთ!". უფრო სწორად, ეს ვალდებულება არ უნდა იყოს. ვიღაცის სალანძღავი არ უნდა ხდებოდე. ვიღაც მორალს არ უნდა გიკითხავდეს. ვიღაც ნერვებს არ უნდა გიშხამავდეს. არ უნდა იღებდნენ ახალგაზრდები, თუ "ჯანმრთელები" უარყოფით ენერგიას დილას, როცა სადმე მიეჩქარებათ, ან საღამოს, როცა მშვიდად სურთ იმგზავრონ სახლისკენ მიმავალ გზაზე.

მესმის, უკვე აფორიაქდით. ეს ერთობ არაპოპულარული აზრია თქვენთვის და ვგრძნობ, ეგრევე "უზრდელების" სიაში ჩამწერეთ. მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, უფრო მეტი უზრდელობაა, როცა, უფროსი თაობის არც ერთი წარმომადგენელი მადლობას არ ამბობს, ადგილს რომ ვუთმობ. ისეთი გონორით სხდებიან "მოპოვებულ" ადგილებზე, გეგონება, ეს ადგილი მათი კუთვნილებაა, ან უკვე ცარიელი იყო.

სკოლის ასაკიდან მოყოლებული, თუ ოდესმე დამითმია ადგილი ჩემზე უფროსისთვის, არასოდეს უთქვამთ "მადლობა", რაც ყოველთვის მაღიზიანებდა. ეს არის უარყოფითი მაგალითი უფროსი თაობისგან ახალგაზრდებისთვის და ვფიქრობ, მათ არ აქვთ უფლება, მთელი ახალგაზრდობა ლანძღონ, როცა რამე არ მოეწონებათ.

ეს ბლოგი არ არის რევანში უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რადგან ისინი მადლობას არასოდეს ამბობენ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს უნდა ითქვას. ბევრი ფაქტი მინახავს, როცა ვიღაც სხვას ადგილს უთმობს და პარალელურად მორალს უკითხავს მესამე პირს, რომელიც "თვალში ეპატარავება". მერე მთელი ერის ან ახალგაზრდობის ზნეობას ფეხქვეშ თელავს. ამას ხომ ჯობია, რომ ეს ე.წ. "სიკეთე" არ გააკეთო და არც სხვა დაგესლო?!

21-ე საუკუნეში ჩემი კეთილგანწყობა ნებისმიერ სხვა სიტუაციაში შემიძლია გამოვხატო, ან არ გამოვხატო. ეს ჩემი ნებაა, მაგრამ რა უფლება აქვს სხვას, ჭკუა გასწავლოს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემთვის ეს არის საბჭოური აქცენტები, აღვზარდოთ მორალური ერი!? საერთოდ არ მესმის, რა შუაშია ადგილის დათმობა მორალთან?

მოკლედ, მე მინდა მთავარი გითხრათ. ესეც თქვენთვის არაპოპულარული აზრია, მაგრამ ცივილურ ქვეყნებში მსგავსი პრობლემები არავითარ მორალზე არ გადის. ეს ყველაფერი ხელისუფლების მოსაწესრიგებელია. დიახ, უცნაურია, მაგრამ ხელისუფლების!... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი