მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლების შემდეგ ფარდაახდილი საიდუმლო
წლების შემდეგ ფარდაახდილი საიდუმლო

"ჩარ­გალ­ში რომ შე­დი­ხართ, მარ­ცხე­ნა ფერ­დობ­ზე მერ­ცხლის ბუ­დე­სა­ვით მო­ჩანს რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბის ძი­რძვე­ლი სახ­ლი, სა­დაც ვაჟა-ფშა­ვე­ლა და­ი­ბა­და და ცხოვ­რობ­და", - მი­ამ­ბობს 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ფშა­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, ლა­ტავ­რა თეთ­რა­უ­ლი და სა­კუ­თა­რი მა­მის ვაჟ­კა­ცო­ბა­ზე ლა­პა­რაკს, წი­ნაპ­რე­ბის ვაჟა-ფშა­ვე­ლას­თან სი­ახ­ლო­ვე­ზე თხრო­ბით იწყებს.

- ჩემი დიდი პა­პის, მა­მუ­კა გორ­ზა­მა­უ­ლის სახ­ლი რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლის უკან იდგა. პა­პას ერთი ვაჟი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და: მარ­თა და ქა­ლი­კე­ლი. ჩემი ბებო - ქა­ლი­კე­ლი 1860 წელს და­ბა­დე­ბუ­ლა და ად­რე­ვე და­ობ­ლე­ბუ­ლა დედ-მა­მით. ბავ­შვო­ბი­დან თა­ნა­ტოლ ვაჟა-ფშა­ვე­ლას­თან - ლუკა რა­ზი­კაშ­ვილ­თან და სხვა თა­ნა­სოფ­ლელ ბავ­შვებ­თან ერ­თად იზ­რდე­ბო­და. ის ლუ­კას მა­მის - პავ­ლე მღვდლის ნათ­ლუ­ლი იყო და ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლად ელე­ნეც მას და­ურ­ქმე­ვია. მერე ობო­ლი ქა­ლი­კე­ლი ნათ­ლი­ის ჯა­ლა­ბის კე­რას მი­ე­კედ­ლა. მშვი­დი, სათ­ნო და მშრო­მე­ლი ჩემი ბებო სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ში ქა­ლიშ­ვი­ლი­ვით ეხ­მა­რე­ბო­და დე­დო­ბილს - ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლის გულ­ქანს. პავ­ლე მღვდელს უთ­ქვამს, - ქა­ლი­კე­ლი ჩემ­პირ­გა­უ­რევ­ლად არ გა­ა­თხო­ვო­თო და მარ­თლაც, თა­ვად­ვე შე­ურ­ჩე­ვია მის­თვის თა­ვი­სი­ვე მა­მი­დაშ­ვი­ლი - გი­ორ­გი თეთ­რა­უ­ლი, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბით ბრგე, მხარ­ბე­ჭი­ა­ნი, თეთრფე­რი იყო. თეთ­რა­უ­ლე­ბი ქერა, ცის­ფერ­თვა­ლა ხალ­ხი გახ­ლდათ და გვა­რიც აქე­დან მო­დის. ქა­ლი­კელ­სა და გი­ორ­გის ხუთი ქა­ლიშ­ვი­ლი და ერთი ნა­ბო­ლა­რა, ნა­ნატ­რი ვაჟი - მა­მა­ჩე­მი ეყო­ლათ. ბიჭს ვა­ჟას ეძახ­დნენ. ცხა­დია, დიდი ვა­ჟას სიყ­ვა­რუ­ლით. თუმ­ცა, მისი ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლი ივა­ნე იყო. სო­ფელ არტნის ოთხწლე­დის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ვა­ნოს თი­ა­ნე­თის შვიდ­წლე­დი და­უმ­თავ­რე­ბია და მა­მას ცხვარ­ში გა­უგ­ზავ­ნია. სამ­წყემ­სურ­ში წიგ­ნებს ჩაჰ­კირ­კი­ტებ­და, ლექ­სებს წერ­და, ოც­ნე­ბობ­და ქვეყ­ნი­ე­რე­ბის გაც­ნო­ბა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით - სალ­და­თო­ბა­ზე. ჰოდა, ერთ სის­ხამ დი­ლით მი­ა­ტო­ვა სამ­წყემ­სუ­რი და ქა­ლა­ქის გზას და­ად­გა. საგ­ზლად გუ­დით ხმე­ლა პური და დამ­ბალ­ხა­ჭო გა­ი­ყო­ლა. სამ დღეს იარა ფე­ხით და რო­გორც იქნა, ქა­ლაქ­ში ჩა­ვი­და. მი­ი­კითხ-მო­ი­კი­თხა, ყვე­ლა­ზე დიდი კაცი სადა მუ­შა­ობ­სო? მი­ას­წავ­ლეს ცე­კას შე­ნო­ბა (დღე­ვან­დე­ლი მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე). ეს იყო ცე­კას იმ­ჟა­მინ­დე­ლი მდივ­ნის, ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძის რე­ზი­დენ­ცია. მი­სა­ღებ­ში მო­ქა­ლა­ქე­თა გრძე­ლი რიგი დახ­ვედ­რია. ვა­ჟამ აუარ-ჩა­უ­ა­რა რიგს და იკი­თხა: აბა, რო­მელ ოთახ­ში ზის უფ­რო­სიო? - აგე, პირ­ველ სარ­თულ­ზე, ღია ფან­ჯრი­დან წვე­რი­ა­ნი კაცი რომ მო­ჩან­სო, - უპა­სუ­ხეს. გა­ი­ხედ-გა­მო­ი­ხე­და, ის­კუ­პა, გა­და­ევ­ლო ღია ფან­ჯა­რას და წვე­რი­ა­ნი კა­ცის წინ აღ­მოჩ­ნდა. ფეხ­მორ­თხმით მი­უ­ახ­ლოვ­და შემ­ცბარ კაცს და შე­ე­ვედ­რა: ბი­ძავ, სამ­წყემ­სუ­რი­დან გა­მო­ვე­პა­რე ჩემს მა­მას. იმას მე­ცხვა­რედ ვუნ­დი­ვარ, მე კი სწავ­ლა მინ­და. სალ­და­თო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ. შენი ჭი­რი­მე, ბი­ძავ, უკან ნუ მი­მაბ­რუ­ნე­ბო. ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძემ ვაჟა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ა­რი­ცხვი­ნა, ოღონდ მა­ნამ­დე, მის მშობ­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნა შვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. ასე მოხ­ვდა ნა­ხევ­რად ვე­ლუ­რი ფშა­ვე­ლი სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში, რო­მე­ლიც ოთხ წე­ლი­წად­ში, უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბით, წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა. მას უკვე ყვე­ლა ივა­ნე­თი მი­მარ­თავ­და. პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებ­და თა­ვი­სი მუ­ყა­ი­თო­ბი­თა და დის­ციპ­ლი­ნით. ვანო სა­მუ­შა­ოდ ნა­დიკ­ვარ­ზე გან­ლა­გე­ბულ თე­ლა­ვის სამ­ხედ­რო ლე­გი­ონ­ში გა­ამ­წე­სეს. კვი­რა­ო­ბით ახალ­გაზ­რდა ოფიც­რე­ბი ნა­დიკვრის "ტან­ცპ­ლაშ­ჩატ­კა­ზე" ცეკ­ვავ­დნენ თე­ლა­ველ ყმაწ­ვილ ქა­ლებ­თან ერ­თად. სწო­რედ იქ გა­იც­ნო მა­მამ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ელე­ნე. მე კარ­გად მახ­სოვს მა­მას გა­რეგ­ნო­ბა და მოხ­დე­ნი­ლი ცეკ­ვა დე­დას­თან. მამა სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი, წელ­წვრი­ლი კაცი იყო. ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და სამ­ხედ­რო ფორ­მა. კოხ­ტად ჩა­მოს­ხმუ­ლი, ნა­ვარ­ჯი­შე­ბი სხე­უ­ლი ჰქონ­და. მახ­სოვს, ღერძზე წრი­უ­ლად რო­გორ ტრი­ა­ლებ­და და სხვა­დას­ხვა სპორ­ტულ ია­რაღ­ზე ვარ­ჯი­შობ­და; სა­უ­კე­თე­სო მსრო­ლე­ლად მი­იჩ­ნე­ო­და; ყვე­ლა სა­ხის მან­ქა­ნას მარ­თავ­და, ტან­კით და­წყე­ბუ­ლი და თვითმფრი­ნა­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი; პა­რა­შუ­ტით ხტო­მა­ში რა­ღაც რე­კორ­დი­სათ­ვის ჯილ­დოც ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი; და კი­დევ ერთი: მყინ­ვარწვე­რის პირ­ვე­ლი დამ­პყრო­ბი სამ­ხედ­რო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, რის­თვი­საც სი­გე­ლით და­ა­ჯილ­დო­ეს...

- დე­დათ­ქვე­ნი მა­ლე­ვე შე­ირ­თო?

- ელე­ნე ჯა­ფა­რი­ძის ქალი იყო, ლა­მა­ზი, დახ­ვე­წი­ლი გა­რეგ­ნო­ბი­სა და არ­ტის­ტუ­ლი. ცეკ­ვავ­და, მღე­რო­და გი­ტა­რის აკომ­პა­ნე­მენ­ტით, დრამ­წრე­ზეც და­დი­ო­და და თე­ლა­ვის თე­ატ­რში ერთი რო­ლის თა­მა­შიც მო­ას­წრო... სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის წესი იყო, რომ შე­ნა­ერ­თი ერთ წელ­ზე მეტ­ხანს, ერთ ად­გი­ლას არ მსა­ხუ­რობ­და. თან, დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად უც­ვლიდ­ნენ, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მა­მას ალ­ბათ, თავს მეხი და­ე­ცა, მისი ლე­გი­ო­ნის რუ­სე­თის ქა­ლაქ სვერდლოვ­სკში გამ­გზავ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა რომ მი­ი­ღო. სას­წრა­ფოდ და­რაზ­მა თე­ლა­ვე­ლი ახ­ლობ­ლე­ბი, ბა­ქან­ზე გა­სა­ცი­ლებ­ლად რომ მი­სუ­ლიყ­ვნენ. გამ­ცი­ლე­ბელ­თა შო­რის დე­დაც იყო. ორ­თქლმა­ვა­ლი და­იძ­რა თუ არა, მა­მამ დე­დას ხელი დას­ტა­ცა, ააფ­რი­ნა და ვა­გო­ნის პარ­მაღ­ზე და­ას­კუ­პა. ელე­ნეს წი­ვილ­სა და ვა­ნოს კაწ­ვრა-ფხაჭვნა­ში დაძ­რუ­ლა მა­ტა­რე­ბე­ლი. ვა­ნოს წი­ნას­წარ გა­უფრ­თხი­ლე­ბია ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, - შვე­ბუ­ლე­ბა მო­მე­ცით, ცოლი მო­ვიყ­ვა­ნეო და თბი­ლი­სი­დან ერთი კვი­რით, თი­ა­ნეთ­ში ჩა­ვიდ­ნენ. მერე კი ვანო რუ­სეთ­ში გაფ­რინ­და... მერე გავჩნდით მე, ჩემი და - ბელა და ძმა - ვა­ჟი­კო, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ვო­რო­ში­ლოვგრად­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, წლი­ნა­ხევ­რი­სა, დი­ზენ­ტე­რი­ით გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც სამ­ხედ­როს ოჯახს შე­ე­ფე­რე­ბო­და, ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში გა­დავ­დი­ო­დით სა­ცხოვ­რებ­ლად და ერ­თად ყოფ­ნით ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, ვიდ­რე 1941 წელს, დიდი სა­მა­მუ­ლო ომი და­ი­წყე­ბო­და.

მა­მამ წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის და­უს­წრე­ბე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა და პირ­და­პირ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე გაგ­ზავ­ნეს, 62-ე დი­ვი­ზი­ის შტა­ბის უფ­რო­სად. მა­შინ ის მხო­ლოდ 32 წლის იყო. მამა იმ დი­ვი­ზი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნის მიწა-წყა­ლი ფა­შის­ტე­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. რო­გორც გვი­თხრეს, დნეპ­რის­პი­რე­თის ფორ­სი­რე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. იქ თით­ქმის უკა­ნას­კნელ კა­ცამ­დე გა­წყდა მთე­ლი დი­ვი­ზია, სა­დაც სამი ქარ­თვე­ლი: ლე­ი­ტე­ნან­ტი თა­ვა­ძე, სერ­ჟან­ტი ფე­რა­ძე და შტა­ბის უფ­რო­სი, პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი ივა­ნე თეთ­რა­უ­ლი იბ­რძო­და. დიდი ხნის შემ­დეგ, მი­წის და­მუ­შა­ვე­ბი­სას, იმ ად­გი­ლებ­ში შემ­თხვე­ვით გა­და­ა­წყდნენ ფე­რა­ძი­სა და თა­ვა­ძის ვი­ნა­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ კაფ­სუ­ლებს და ორი­ვე "ნეშ­ტი" დიდი პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს. მერე კვლე­ვაც და­ი­წყეს. 1974 წელს რუს­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, შტე­ფან კა­შურ­კომ მოგ­ვძებ­ნა და შინ გვეს­ტუმ­რა. იწერ­და ყო­ველ წვრილ­მანს, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და ამ ბრძო­ლის შე­სა­ხებ, მერე კი ქა­ლაქკო­მის იმ­ჟა­მინ­დელ­მა მდი­ვან­მა, ვიქ­ტო­რია სი­რა­ძემ და­ი­ბა­რა და ლექ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტა სთხო­ვა, - ხალ­ხს მო­შუ­შე­ბულ ჭრი­ლო­ბებს ნუ­ღარ გა­უხ­სნი­თო. სტე­ფა­ნემ გულ­და­წყვე­ტილ­მა დაგვტო­ვა. ის ფიქ­რობ­და, რომ მე "კა­გე­ბე" მით­ვალ­თვა­ლებ­და და მისი წას­ვლა ხი­ფათს აგ­ვა­ცი­ლებ­და. ასე უგზო-უკვლოდ დას­რულ­და ივა­ნე თეთ­რა­უ­ლის თავ­გან­წირ­ვა...

- მა­მის "კვალს" აღარ­სად წას­წყდო­მი­ხართ? ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წლების შემდეგ ფარდაახდილი საიდუმლო

წლების შემდეგ ფარდაახდილი საიდუმლო

"ჩარგალში რომ შედიხართ, მარცხენა ფერდობზე მერცხლის ბუდესავით მოჩანს რაზიკაშვილების ძირძველი სახლი, სადაც ვაჟა-ფშაველა დაიბადა და ცხოვრობდა", - მიამბობს 80 წელს გადაცილებული ფშაველი ქალბატონი, ლატავრა თეთრაული და საკუთარი მამის ვაჟკაცობაზე ლაპარაკს, წინაპრების ვაჟა-ფშაველასთან სიახლოვეზე თხრობით იწყებს.

- ჩემი დიდი პაპის, მამუკა გორზამაულის სახლი რაზიკაშვილების სახლის უკან იდგა. პაპას ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა: მართა და ქალიკელი. ჩემი ბებო - ქალიკელი 1860 წელს დაბადებულა და ადრევე დაობლებულა დედ-მამით. ბავშვობიდან თანატოლ ვაჟა-ფშაველასთან - ლუკა რაზიკაშვილთან და სხვა თანასოფლელ ბავშვებთან ერთად იზრდებოდა. ის ლუკას მამის - პავლე მღვდლის ნათლული იყო და ნათლობის სახელად ელენეც მას დაურქმევია. მერე ობოლი ქალიკელი ნათლიის ჯალაბის კერას მიეკედლა. მშვიდი, სათნო და მშრომელი ჩემი ბებო საოჯახო საქმეში ქალიშვილივით ეხმარებოდა დედობილს - ოჯახის დიასახლის გულქანს. პავლე მღვდელს უთქვამს, - ქალიკელი ჩემპირგაურევლად არ გაათხოვოთო და მართლაც, თავადვე შეურჩევია მისთვის თავისივე მამიდაშვილი - გიორგი თეთრაული, რომელიც გარეგნობით ბრგე, მხარბეჭიანი, თეთრფერი იყო. თეთრაულები ქერა, ცისფერთვალა ხალხი გახლდათ და გვარიც აქედან მოდის. ქალიკელსა და გიორგის ხუთი ქალიშვილი და ერთი ნაბოლარა, ნანატრი ვაჟი - მამაჩემი ეყოლათ. ბიჭს ვაჟას ეძახდნენ. ცხადია, დიდი ვაჟას სიყვარულით. თუმცა, მისი ნათლობის სახელი ივანე იყო. სოფელ არტნის ოთხწლედის დამთავრების შემდეგ, ვანოს თიანეთის შვიდწლედი დაუმთავრებია და მამას ცხვარში გაუგზავნია. სამწყემსურში წიგნებს ჩაჰკირკიტებდა, ლექსებს წერდა, ოცნებობდა ქვეყნიერების გაცნობაზე და განსაკუთრებით - სალდათობაზე. ჰოდა, ერთ სისხამ დილით მიატოვა სამწყემსური და ქალაქის გზას დაადგა. საგზლად გუდით ხმელა პური და დამბალხაჭო გაიყოლა. სამ დღეს იარა ფეხით და როგორც იქნა, ქალაქში ჩავიდა. მიიკითხ-მოიკითხა, ყველაზე დიდი კაცი სადა მუშაობსო? მიასწავლეს ცეკას შენობა (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე). ეს იყო ცეკას იმჟამინდელი მდივნის, ფილიპე მახარაძის რეზიდენცია. მისაღებში მოქალაქეთა გრძელი რიგი დახვედრია. ვაჟამ აუარ-ჩაუარა რიგს და იკითხა: აბა, რომელ ოთახში ზის უფროსიო? - აგე, პირველ სართულზე, ღია ფანჯრიდან წვერიანი კაცი რომ მოჩანსო, - უპასუხეს. გაიხედ-გამოიხედა, ისკუპა, გადაევლო ღია ფანჯარას და წვერიანი კაცის წინ აღმოჩნდა. ფეხმორთხმით მიუახლოვდა შემცბარ კაცს და შეევედრა: ბიძავ, სამწყემსურიდან გამოვეპარე ჩემს მამას. იმას მეცხვარედ ვუნდივარ, მე კი სწავლა მინდა. სალდათობაზე ვოცნებობ. შენი ჭირიმე, ბიძავ, უკან ნუ მიმაბრუნებო. ფილიპე მახარაძემ ვაჟა ამიერკავკასიის სამხედრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა, ოღონდ მანამდე, მის მშობლებს შეატყობინა შვილის ადგილსამყოფელი. ასე მოხვდა ნახევრად ველური ფშაველი სამხედრო სასწავლებელში, რომელიც ოთხ წელიწადში, უმცროსი ლეიტენანტის წოდებით, წარჩინებით დაამთავრა. მას უკვე ყველა ივანეთი მიმართავდა. პატივისცემას იმსახურებდა თავისი მუყაითობითა და დისციპლინით. ვანო სამუშაოდ ნადიკვარზე განლაგებულ თელავის სამხედრო ლეგიონში გაამწესეს. კვირაობით ახალგაზრდა ოფიცრები ნადიკვრის "ტანცპლაშჩატკაზე" ცეკვავდნენ თელაველ ყმაწვილ ქალებთან ერთად. სწორედ იქ გაიცნო მამამ მომავალი მეუღლე - ელენე. მე კარგად მახსოვს მამას გარეგნობა და მოხდენილი ცეკვა დედასთან. მამა საშუალოზე მაღალი, გამხდარი, წელწვრილი კაცი იყო. ძალიან უხდებოდა სამხედრო ფორმა. კოხტად ჩამოსხმული, ნავარჯიშები სხეული ჰქონდა. მახსოვს, ღერძზე წრიულად როგორ ტრიალებდა და სხვადასხვა სპორტულ იარაღზე ვარჯიშობდა; საუკეთესო მსროლელად მიიჩნეოდა; ყველა სახის მანქანას მართავდა, ტანკით დაწყებული და თვითმფრინავით დამთავრებული; პარაშუტით ხტომაში რაღაც რეკორდისათვის ჯილდოც ჰქონდა მიღებული; და კიდევ ერთი: მყინვარწვერის პირველი დამპყრობი სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, რისთვისაც სიგელით დააჯილდოეს...

- დედათქვენი მალევე შეირთო?

- ელენე ჯაფარიძის ქალი იყო, ლამაზი, დახვეწილი გარეგნობისა და არტისტული. ცეკვავდა, მღეროდა გიტარის აკომპანემენტით, დრამწრეზეც დადიოდა და თელავის თეატრში ერთი როლის თამაშიც მოასწრო... სამხედრო სამსახურის წესი იყო, რომ შენაერთი ერთ წელზე მეტხანს, ერთ ადგილას არ მსახურობდა. თან, დისლოკაციის ადგილს მოულოდნელად უცვლიდნენ, 24 საათის განმავლობაში. მამას ალბათ, თავს მეხი დაეცა, მისი ლეგიონის რუსეთის ქალაქ სვერდლოვსკში გამგზავრების ბრძანება რომ მიიღო. სასწრაფოდ დარაზმა თელაველი ახლობლები, ბაქანზე გასაცილებლად რომ მისულიყვნენ. გამცილებელთა შორის დედაც იყო. ორთქლმავალი დაიძრა თუ არა, მამამ დედას ხელი დასტაცა, ააფრინა და ვაგონის პარმაღზე დაასკუპა. ელენეს წივილსა და ვანოს კაწვრა-ფხაჭვნაში დაძრულა მატარებელი. ვანოს წინასწარ გაუფრთხილებია ხელმძღვანელობა, - შვებულება მომეცით, ცოლი მოვიყვანეო და თბილისიდან ერთი კვირით, თიანეთში ჩავიდნენ. მერე კი ვანო რუსეთში გაფრინდა... მერე გავჩნდით მე, ჩემი და - ბელა და ძმა - ვაჟიკო, რომელიც ჩვენი ვოროშილოვგრადში ცხოვრების პერიოდში, წლინახევრისა, დიზენტერიით გარდაიცვალა. როგორც სამხედროს ოჯახს შეეფერებოდა, ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდით საცხოვრებლად და ერთად ყოფნით ბედნიერები ვიყავით, ვიდრე 1941 წელს, დიდი სამამულო ომი დაიწყებოდა.

მამამ წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სამხედრო აკადემიის დაუსწრებელი განყოფილება და პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს, 62-ე დივიზიის შტაბის უფროსად. მაშინ ის მხოლოდ 32 წლის იყო. მამა იმ დივიზიაში მსახურობდა, რომელმაც უკრაინის მიწა-წყალი ფაშისტებისგან გაათავისუფლა. როგორც გვითხრეს, დნეპრისპირეთის ფორსირებისას დაიღუპა. იქ თითქმის უკანასკნელ კაცამდე გაწყდა მთელი დივიზია, სადაც სამი ქართველი: ლეიტენანტი თავაძე, სერჟანტი ფერაძე და შტაბის უფროსი, პოდპოლკოვნიკი ივანე თეთრაული იბრძოდა. დიდი ხნის შემდეგ, მიწის დამუშავებისას, იმ ადგილებში შემთხვევით გადააწყდნენ ფერაძისა და თავაძის ვინაობის დამადასტურებელ კაფსულებს და ორივე "ნეშტი" დიდი პატივით დაკრძალეს. მერე კვლევაც დაიწყეს. 1974 წელს რუსმა ჟურნალისტმა, შტეფან კაშურკომ მოგვძებნა და შინ გვესტუმრა. იწერდა ყოველ წვრილმანს, მთელ საქართველოში ლექციებს კითხულობდა ამ ბრძოლის შესახებ, მერე კი ქალაქკომის იმჟამინდელმა მდივანმა, ვიქტორია სირაძემ დაიბარა და ლექციების შეწყვეტა სთხოვა, - ხალხს მოშუშებულ ჭრილობებს ნუღარ გაუხსნითო. სტეფანემ გულდაწყვეტილმა დაგვტოვა. ის ფიქრობდა, რომ მე "კაგებე" მითვალთვალებდა და მისი წასვლა ხიფათს აგვაცილებდა. ასე უგზო-უკვლოდ დასრულდა ივანე თეთრაულის თავგანწირვა...

- მამის "კვალს" აღარსად წასწყდომიხართ? ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი