პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ისვენებენ ცნობილები ზაფხულში
როგორ ისვენებენ ცნობილები ზაფხულში

დას­ვე­ნე­ბა, გან­ტვირ­თვა ფი­ზი­კუ­რი სი­ჯან­სა­ღი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბის აღ­სად­გე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ზა­ფხუ­ლი კი ამის­თვის მშვე­ნი­ე­რი დროა. მოკ­ლედ, რთუ­ლი წლის შემ­დეგ, სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი და შრო­მის უნა­რი რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, დას­ვე­ნე­ბაა სა­ჭი­რო, რაც

ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რომ არის, ამა­ზე ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, თუმ­ცა საქ­მე ის არის, რომ ზოგი ამას ახერ­ხებს და ზო­გიც - ვერა. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სახ­ლშიც მშვე­ნივ­რად ის­ვე­ნე­ბენ, ზოგს - მთა­ში ყოფ­ნა სი­ა­მოვ­ნებს, ზოგს - ბარ­ში, ვი­ღა­ცას - ზღვის სა­ნა­პი­როს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია. ზო­გი­ერ­თი კი უბ­რა­ლოდ ზურგჩან­თა­მო­კი­დე­ბუ­ლი ფე­ხით და­დის, ან სა­ძი­ლე ტო­მა­რა­ში გა­მო­ძი­ნე­ბა ანი­ჭებს სი­ა­მოვ­ნე­ბას. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა სი­ა­მოვ­ნებთ. თუ პი­როვ­ნე­ბა კონ­ტაქ­ტუ­რია, სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ამ­ჯო­ბი­ნებს ყოფ­ნას და ასე­თი დას­ვე­ნე­ბა მის­თვის და­უ­ვი­წყა­რი ხდე­ბა...

სა­ზა­ფხუ­ლო დას­ვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს გა­ე­სა­უბ­რა და გა­არ­კვია, თი­თო­ე­ულ მათ­განს რო­გო­რი ტი­პის დას­ვე­ნე­ბა უყ­ვარს და რა გეგ­მე­ბი აქვს ამ სე­ზონ­ზე.

რატი დურ­გლიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნებს ვუ­სურ­ვებ, რომ ეს ზა­ფხუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ და ნა­ყო­ფი­ე­რად და­ის­ვე­ნონ. ნა­ხონ სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბიც და უცხო­ეთ­შიც წა­ვიდ­ნენ, რა თქმა უნდა, ვი­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს. თუმ­ცა ახლა ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ებს ისე­თი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი აქვთ, რომ და­სას­ვე­ნებ­ლად ნე­ბის­მი­ე­რი თან­ხის პა­კე­ტე­ბი არ­სე­ბობს. თან, ყველ­გან უამ­რა­ვი რამ არის სა­ნა­ხა­ვი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე - უცხო­ეთ­ში.

მიყ­ვარს ჩვე­ნი ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნა, სა­დაც თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მაქვს ნა­ნა­ხი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად უცხო­ეთ­ში წას­ვლის სურ­ვი­ლი მაქვს, რად­გა­ნაც არ არის ცუდი, როცა ქვეყ­ნი­დან გა­დი­ხარ და სხვა ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რებს ეც­ნო­ბი. ამი­ტომ, ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, რომ კარ­გი ზა­ფხუ­ლის ჰქო­ნო­დეს, იღ­ბლი­ა­ნი და ნა­ყო­ფი­ე­რი. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სა­ზა­ფხუ­ლო გეგ­მებს, რო­გორც გი­თხა­რით, უპი­რა­ტე­სო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ გას­ვლას ვა­ნი­ჭებ, ამი­ტომ ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქის მო­ნა­ხუ­ლე­ბა მაქვს და­გეგ­მი­ლი. ოქ­ტომ­ბრი­დან ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას ვგეგ­მავ.

- ე.ი. შენ­თვის ფასს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა?

- ყვე­ლა­ნა­ირ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვყო­ფილ­ვარ, რო­გორც მცი­რე­ბი­უ­ჯე­ტი­ან­ში, ისე სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხაც გა­და­მიხ­დია. მე­გობ­რებ­თან ერ­თად მივ­დი­ვარ ხოლ­მე და მერე ჩვე­ნით ვგეგ­მავთ ტუ­რებს, იქა­ურ სერ­ვი­სებს ხში­რად არც ვი­ყე­ნებთ.

- ახ­ლაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რე­ბი?

- მყავს ბევ­რი უცხო­ე­ლი მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე რომ ჩავ­დი­ვარ, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მხვდე­ბი­ან და დროს მათ გა­რე­მოც­ვა­ში ვა­ტა­რებ. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, დას­ვე­ნე­ბა მარ­ტოც მიყ­ვარს, შარ­შან გემ­ზე რომ ვი­ყა­ვი, მარ­ტო წა­ვე­დი და იქი­დან 7 მე­გობ­რით ჩა­მო­ვე­დი, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ მთე­ლი გე­მის მგზავ­რე­ბი გა­ვი­ცა­ნი. ვგიჟ­დე­ბი ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე, რად­გა­ნაც ისი­ნი მჭირ­დე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცია გვა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვებს და ენერ­გი­ას გვძენს. არა­და, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სამ­წუ­ხა­როდ, ამის დე­ფი­ცი­ტია, ადა­მი­ა­ნებს კომ­პლექ­სე­ბის გამო რა­ტომ­ღაც ერი­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­მარ­ჯო­ბის თქმა. მეც მაქვს გარ­კვე­უ­ლი კომ­პლექ­სე­ბი, მაგ­რამ სცე­ნამ სი­თა­მა­მე და მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­მა­ნი­ჭა.

ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს დას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ისე არ ხდე­ბა ხოლ­მე, რო­გორც მინ­და, დას­ვე­ნე­ბას შე­სა­ბა­მი­სად ვერ ვა­ხერ­ხებ... ცოტა ხნის წინ გა­და­ღე­ბე­ბი მქონ­და, ახლა ვწუ­წუ­ნებ, რომ ფული არ მაქვს. დიახ, მთა­ვა­რი ის არის, რომ დას­ვე­ნე­ბას დროს­თან ერ­თად, თან­ხაც უნდა, მაგ­რამ წელს რო­გორც ვა­პი­რებ­დი, ორი კვი­რით და­ვის­ვე­ნო, ამას მა­ინც მო­ვა­ხერ­ხებ. სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ სა­ზღვრებს გა­რეთ, ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, 2 კვი­რას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ძებ­ნი. სა­ბერ­ძნეთ­ში მინ­და წა­ვი­დე, რად­გა­ნაც ბა­თუმ­ზე უკეთ მი­მაჩ­ნია, რომ იქ და­ვის­ვე­ნებ.

- რო­გორც ჩანს, აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა არ გიყ­ვარს?

- ასაკ­მა თა­ვი­სი იცის, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარ­და, მაგ­რამ იქი­დან დაღ­ლი­ლი ჩა­მოვ­დი­ო­დი და მერე აქ თბი­ლის­ში ვის­ვე­ნებ­დი ხოლ­მე. მოკ­ლედ, ჩვენ რომ დას­ვე­ნე­ბას ვე­ძა­ხით, ისე­თი არ მინ­და.

ისე, დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, ინ­დო­ეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ და ისე არ ხდე­ბა, რო­გორც გინ­და. ხან­და­ხან სა­გუ­რა­მო­ში წას­ვლა და­მი­გეგ­მავს და ბერ­ლი­ნი გა­მომ­სვლია, ბერ­ლი­ნი და­მი­გეგ­მავს, სიღ­ნაღ­ში წას­ვლა ამსრუ­ლე­ბია. ამი­ტომ კონ­კრე­ტუ­ლად მა­ინც ვე­რა­ფერს ვგეგ­მავ, მხო­ლოდ ის ვიცი, რომ 2 კვი­რა სა­დღაც უნდა წა­ვი­დე. მიყ­ვარს მარ­ტო წას­ვლა, ოღონდ, მერე მარ­ტო აღარ ვარ ხოლ­მე, ამას არ ვიცი, რო­გო­რი დას­ვე­ნე­ბა ჰქვია...

მაკა ზამ­ბა­ხი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ზა­ფხუ­ლის დას­ვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი არ მაქვს, რად­გა­ნაც შე­სა­ბა­მი­სად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით ვემ­ზა­დე­ბი და მხო­ლოდ ერთი კვი­რით, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვგეგ­მავ ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ გას­ვლას, ალ­ბათ, უფრო თურ­ქეთ­ში. ამის გარ­და, ზა­ფხუ­ლია და დატ­ვირ­თუ­ლია (სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში) კონ­ცერ­ტე­ბი­თაც. კი­დევ სა­ს­ექ­ტემ­ბროდ კონ­ცერ­ტის სამ­ზა­დი­სი მქვს, ვწერ სიმ­ღე­რებს...

ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- არა, რა დას­ვე­ნე­ბა, დღე­ში სამი რე­პე­ტი­ცია მაქვს თე­ატ­რში, გოგა თა­ვა­ძე "სამ­გრო­ში­ან ოპე­რას" დგამს, პა­ა­ტა ცი­კო­ლია - სა­კუ­თარ პი­ე­სას, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის იუ­ბი­ლი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

ასე რომ, დას­ვე­ნე­ბას ჯერ ვერ ვა­ხერ­ხებ, აგ­ვის­ტო­ში თუ მო­ვა­ხერ­ხებ ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას, ისიც არ ვიცი. თან, 11 აგ­ვის­ტოს ჩემი ძმის წლის­თა­ვიც მო­დის. იქ­ნებ ვერ­სა­დაც ვერ წა­ვი­დე...ერთი პე­რი­ო­დი, მე­გობ­რე­ბი კარ­ვე­ბით ვარ­ძი­ის­კენ დავ­დი­ო­დით და კარ­გად ვერ­თო­ბო­დით, ვთევ­ზა­ობ­დით... თუმ­ცა ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბას თა­ვი­სი "კა­ი­ფი" აქვს, მაგ­რამ იქ ბევ­რი ხალ­ხი მოძ­რა­ობს და რია-რია მღლის. მოკ­ლედ, წელს თუ მო­ვა­ხერ­ხე ბი­ჭებ­თან ერ­თად გაქ­ცე­ვა სად­მე, კარ­ვით, კარ­გია.

- დიდი თან­ხა დას­ვე­ნე­ბა­ში არას­დროს და­გი­ხარ­ჯავთ?

- მქონ­დეს დიდი თან­ხა და რა­ტო­მაც არა? ახლა მშვე­ნი­ე­რი ტუ­რე­ბია, მა­გა­ლი­თად, 8-დღი­ა­ნი ტური იტა­ლი­ის­კენ, სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი, მაგ­რამ ეგ კი არა, ვა­ლე­ბი ვერ გა­მის­ტუმ­რე­ბია, უფუ­ლო მსა­ხი­ო­ბი ვარ...

ლალი ფა­ცია

ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

როგორ ისვენებენ ცნობილები ზაფხულში

როგორ ისვენებენ ცნობილები ზაფხულში

დასვენება, განტვირთვა ფიზიკური სიჯანსაღისა და ფსიქოლოგიური განწყობის აღსადგენად აუცილებელია. ზაფხული კი ამისთვის მშვენიერი დროა. მოკლედ, რთული წლის შემდეგ, სიცოცხლის ხალისი და შრომის უნარი რომ შეინარჩუნო, დასვენებაა საჭირო, რაც

ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ აუცილებელი რომ არის, ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა საქმე ის არის, რომ ზოგი ამას ახერხებს და ზოგიც - ვერა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლშიც მშვენივრად ისვენებენ, ზოგს - მთაში ყოფნა სიამოვნებს, ზოგს - ბარში, ვიღაცას - ზღვის სანაპიროს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ზოგიერთი კი უბრალოდ ზურგჩანთამოკიდებული ფეხით დადის, ან საძილე ტომარაში გამოძინება ანიჭებს სიამოვნებას. არიან ადამიანები, ვისაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სიამოვნებთ. თუ პიროვნება კონტაქტურია, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში ამჯობინებს ყოფნას და ასეთი დასვენება მისთვის დაუვიწყარი ხდება...

საზაფხულო დასვენებასთან დაკავშირებით AMBEBI.GE რამდენიმე ცნობილ ადამიანს გაესაუბრა და გაარკვია, თითოეულ მათგანს როგორი ტიპის დასვენება უყვარს და რა გეგმები აქვს ამ სეზონზე.

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- პირველ რიგში, ადამიანებს ვუსურვებ, რომ ეს ზაფხული მაქსიმალურად გამოიყენონ და ნაყოფიერად დაისვენონ. ნახონ საქართველოს ღირშესანიშნაობებიც და უცხოეთშიც წავიდნენ, რა თქმა უნდა, ვისაც ამის საშუალება აქვს. თუმცა ახლა ტურისტულ კომპანიებს ისეთი შეთავაზებები აქვთ, რომ დასასვენებლად ნებისმიერი თანხის პაკეტები არსებობს. თან, ყველგან უამრავი რამ არის სანახავი, როგორც საქართველოში, ისე - უცხოეთში.

მიყვარს ჩვენი ლამაზი ქვეყანა, სადაც თითქმის ყველაფერი მაქვს ნანახი, მაგრამ ამჯერად უცხოეთში წასვლის სურვილი მაქვს, რადგანაც არ არის ცუდი, როცა ქვეყნიდან გადიხარ და სხვა ქვეყნების კულტურებს ეცნობი. ამიტომ, ყველას ვუსურვებ, რომ კარგი ზაფხულის ჰქონოდეს, იღბლიანი და ნაყოფიერი. ახლა რაც შეეხება ჩემს საზაფხულო გეგმებს, როგორც გითხარით, უპირატესობას საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლას ვანიჭებ, ამიტომ ევროპის რამდენიმე ქალაქის მონახულება მაქვს დაგეგმილი. ოქტომბრიდან ამერიკაში გამგზავრებას ვგეგმავ.

- ე.ი. შენთვის ფასს არ აქვს მნიშვნელობა?

- ყველანაირ სიტუაციაში ვყოფილვარ, როგორც მცირებიუჯეტიანში, ისე სერიოზული თანხაც გადამიხდია. მეგობრებთან ერთად მივდივარ ხოლმე და მერე ჩვენით ვგეგმავთ ტურებს, იქაურ სერვისებს ხშირად არც ვიყენებთ.

- ახლაც მეგობრებთან ერთად გაემგზავრები?

- მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი, რომლებიც ადგილზე რომ ჩავდივარ, სხვადასხვა ქალაქში მხვდებიან და დროს მათ გარემოცვაში ვატარებ. სიმართლე რომ გითხრათ, დასვენება მარტოც მიყვარს, შარშან გემზე რომ ვიყავი, მარტო წავედი და იქიდან 7 მეგობრით ჩამოვედი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მთელი გემის მგზავრები გავიცანი. ვგიჟდები ადამიანებთან კომუნიკაციაზე, რადგანაც ისინი მჭირდება. ყურადღება და კომუნიკაცია გვაახალგაზრდავებს და ენერგიას გვძენს. არადა, ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, ამის დეფიციტია, ადამიანებს კომპლექსების გამო რატომღაც ერიდებათ ერთმანეთისთვის გამარჯობის თქმა. მეც მაქვს გარკვეული კომპლექსები, მაგრამ სცენამ სითამამე და მეტი თავისუფლება მომანიჭა.

ზუზუ ბეჟაშვილი, მსახიობი:

- ძალიან მიყვარს დასვენება, მაგრამ ისე არ ხდება ხოლმე, როგორც მინდა, დასვენებას შესაბამისად ვერ ვახერხებ... ცოტა ხნის წინ გადაღებები მქონდა, ახლა ვწუწუნებ, რომ ფული არ მაქვს. დიახ, მთავარი ის არის, რომ დასვენებას დროსთან ერთად, თანხაც უნდა, მაგრამ წელს როგორც ვაპირებდი, ორი კვირით დავისვენო, ამას მაინც მოვახერხებ. საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, 2 კვირას აუცილებლად გამოვძებნი. საბერძნეთში მინდა წავიდე, რადგანაც ბათუმზე უკეთ მიმაჩნია, რომ იქ დავისვენებ.

- როგორც ჩანს, აქტიური დასვენება არ გიყვარს?

- ასაკმა თავისი იცის, თუმცა აქტიური დასვენება მიყვარდა, მაგრამ იქიდან დაღლილი ჩამოვდიოდი და მერე აქ თბილისში ვისვენებდი ხოლმე. მოკლედ, ჩვენ რომ დასვენებას ვეძახით, ისეთი არ მინდა.

ისე, დიდი სურვილი მქონდა, ინდოეთში წავსულიყავი, მაგრამ ქართველები ვართ და ისე არ ხდება, როგორც გინდა. ხანდახან საგურამოში წასვლა დამიგეგმავს და ბერლინი გამომსვლია, ბერლინი დამიგეგმავს, სიღნაღში წასვლა ამსრულებია. ამიტომ კონკრეტულად მაინც ვერაფერს ვგეგმავ, მხოლოდ ის ვიცი, რომ 2 კვირა სადღაც უნდა წავიდე. მიყვარს მარტო წასვლა, ოღონდ, მერე მარტო აღარ ვარ ხოლმე, ამას არ ვიცი, როგორი დასვენება ჰქვია...

მაკა ზამბახიძე, მომღერალი:

- ზაფხულის დასვენებასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები არ მაქვს, რადგანაც შესაბამისად, შემოქმედებითი თვალსაზრისით ვემზადები და მხოლოდ ერთი კვირით, მეგობრებთან ერთად ვგეგმავ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლას, ალბათ, უფრო თურქეთში. ამის გარდა, ზაფხულია და დატვირთულია (სხვადასხვა რეგიონში) კონცერტებითაც. კიდევ სასექტემბროდ კონცერტის სამზადისი მქვს, ვწერ სიმღერებს...

ალეკო ბეგალიშვილი, მსახიობი:

- არა, რა დასვენება, დღეში სამი რეპეტიცია მაქვს თეატრში, გოგა თავაძე "სამგროშიან ოპერას" დგამს, პაატა ციკოლია - საკუთარ პიესას, ილია ჭავჭავაძის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც ვმონაწილეობ.

ასე რომ, დასვენებას ჯერ ვერ ვახერხებ, აგვისტოში თუ მოვახერხებ ქალაქიდან გასვლას, ისიც არ ვიცი. თან, 11 აგვისტოს ჩემი ძმის წლისთავიც მოდის. იქნებ ვერსადაც ვერ წავიდე...ერთი პერიოდი, მეგობრები კარვებით ვარძიისკენ დავდიოდით და კარგად ვერთობოდით, ვთევზაობდით... თუმცა ზღვაზე დასვენებას თავისი "კაიფი" აქვს, მაგრამ იქ ბევრი ხალხი მოძრაობს და რია-რია მღლის. მოკლედ, წელს თუ მოვახერხე ბიჭებთან ერთად გაქცევა სადმე, კარვით, კარგია.

- დიდი თანხა დასვენებაში არასდროს დაგიხარჯავთ?

- მქონდეს დიდი თანხა და რატომაც არა? ახლა მშვენიერი ტურებია, მაგალითად, 8-დღიანი ტური იტალიისკენ, სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ ეგ კი არა, ვალები ვერ გამისტუმრებია, უფულო მსახიობი ვარ...

ლალი ფაცია

ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი