პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი მამაკაცები, რომლებმაც ადრეულ ასაკში იქორწინეს
ცნობილი ქართველი მამაკაცები, რომლებმაც ადრეულ ასაკში იქორწინეს

ნა­ად­რევ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა ხში­რად ოჯა­ხის დან­გრე­ვით სრულ­დე­ბა, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს არა­ფე­რი აში­ნებს და, მით უმე­ტეს, არ ან­გრევ­სო. "AMBEBI.GE" იმ ცნო­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, ვინც პა­ტა­რა ასაკ­ში და­ქორ­წი­ნე­ბა გა­ბე­და. ზოგს გა­უ­მარ­თლა და დღემ­დე მტკი­ცე ოჯა­ხი აქვს, ზოგ­მა კი მე­ო­რედ და მე­სა­მედ იქორ­წი­ნა.

ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი­სა და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ვაჟი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია პირ­ვე­ლად 19 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და. მისი მე­უღ­ლე 16 წლის ია ნი­ნი­ძე გახ­ლდათ. "ჩემ­ზე ორი წლით უფ­რო­სი იყო, მაგ­რამ უფრო დიდს ჰგავ­და - ლა­მა­ზი წვე­რი ჰქონ­და. მრცხვე­ნო­და მისი და თქვე­ნო­ბით ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. "ზე­ცი­უ­რი მერ­ცხლე­ბის" პრე­მი­ე­რის შემ­დეგ სუფ­რას­თან შევ­ხვდით ისევ ერ­თმა­ნეთს. ისე­თი ლა­მა­ზი იყო... მე კი მრცხვე­ნო­და მისი. მერე აი­ვან­ზე გა­ვი­და მო­სა­წე­ვად, მე კი სა­და­რა­ჯოდ დავ­დე­ქი, რომ უფ­რო­სებს არ და­ე­ნა­ხათ. ის ეწე­ო­და, მე ფან­ჯრი­დან ვუ­ყუ­რებ­დი, ვტკბე­ბო­დი მი­სით. უცებ და­ი­ხა­რა და ფან­ჯრის მიღ­მა მა­კო­ცა. რა და­მე­მარ­თა!!! იმ დღი­დან ჩავ­წე­რე ჩემს რვე­ულ­ში: "ია+ნი­კუ­შა= სიყ­ვა­რულს"... როცა პირ­ვე­ლად მო­მა­კი­თხა სკო­ლა­ში, ში­შის­გან მუხ­ლე­ბი მო­მეკ­ვე­თა. ეს სა­ო­ცა­რი ვნე­ბა იყო, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი... დიდ­ხანს არ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ერთხელ მო­ვი­და და მი­თხრა: "მორ­ჩა, აღარ შე­მიძ­ლია უშე­ნოდ, მოდი, ვი­ქორ­წი­ნოთ", - იხ­სე­ნებს ია ნი­ნი­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში.

და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ია სას­წავ­ლებ­ლად მოს­კოვ­ში წა­ვი­და, სწო­რედ იქ შე­ი­ტყო, რომ ორ­სუ­ლად იყო და თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ნი­კუ­შას სხვა ქალი უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც მის­გან ბავ­შვს ელო­დე­ბო­და, 18 წლის ია ნი­ნი­ძემ ქმრის ღა­ლატს ვერ გა­უძ­ლო, ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და და ბავ­შვი და­კარ­გა. ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ამ ია ნი­ნი­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ორ­ჯერ იქორ­წი­ნა. ამ­ჟა­მად მისი მე­უღ­ლე ეკა ჭი­ჭი­ნა­ძეა.

ირაკ­ლი ალა­სა­ნია

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნია ჯერ კი­დევ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და, ირაკ­ლი 18 წლის იყო, ნა­თია 20-ის. "უნი­ვე­რის­ტეტ­ში და­ვი­ნა­ხე და მა­ლე­ვე გა­მეც­ნო. რო­გორც მერე მი­თხრა, თა­ვად უფრო ადრე, ერთ კა­ფე­ში შე­მამ­ჩნია. პირ­ვე­ლად ზო­ო­პარკში გა­ვი­სე­ირ­ნეთ, ოღონდ იმი­ტომ არა, რომ ვინ­მეს ვე­მა­ლე­ბო­დით, უბ­რა­ლოდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ახ­ლოს იყო. ბე­ჰე­მო­თი მა­შინ ცო­ცხა­ლი იყო და რა­ტომ­ღაც ქა­ლაქ­ში გი­ვის ეძახ­დნენ. მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ის გახ­და ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სე­ირ­ნო­ბის თა­ნა­ზი­ა­რი", - ამ­ბობს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. ირაკ­ლის და ნა­თი­ას ორი შვი­ლი ჰყავთ, სულ ცოტა ხნის წინ, მათი ვაჟი ნი­კუ­შა და­ქორ­წინ­და. პო­ლი­ტი­კო­სი და ფსი­ქო­ლო­გი ახლა შვი­ლიშ­ვი­ლის მო­ლო­დინ­ში არი­ან.

ბაჩო ახა­ლა­ია

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ბაჩო ახა­ლა­ია პირ­ვე­ლად 21 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და, თუმ­ცა მისი ქორ­წი­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ბაჩო ახ­ლა­ი­ას მე­უღ­ლე გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე ირი­ნა ჰა­ი­ბე­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც ახა­ლა­ი­ას ვაჟი მაქ­სი ჰყავს. ჰა­ი­ბელ­თან გა­შო­რე­ბის შემ­დეგ ბაჩო ახა­ლა­ია ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მელ­თა­ნაც 4 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, კესო ჰყავს.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში იქორ­წი­ნა და სტა­ბი­ლუ­რი ოჯა­ხი აქვს. მისი და ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სკო­ლა­ში და­ი­წყო, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა და 21 წლის ასაკ­ში ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. ირაკ­ლი ნუ­ნუ­კა­ზე ერთი წლით უფ­რო­სია. წყვილს სამი ვაჟი - ნი­კო­ლო­ზი, ან­დრია და გაბ­რი­ე­ლი ჰყავს. ახლა მე­ო­თხე შვილს ელო­დე­ბი­ან.

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი

პა­ტა­რა ასაკ­ში იქორ­წი­ნა დე­პუ­ტატ­მა თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა. მისი მე­უღ­ლე მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო მე­ჭი­ა­უ­რი გახ­ლდათ. დე­პუ­ტა­ტი და­ქორ­წი­ნე­ბი­სას ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მშობ­ლი­ურ თი­ა­ნეთ­ში გა­იც­ნო, სა­დაც თამ­რი­კო მე­ჭი­ა­უ­რი ბე­ბი­ას ხში­რად ჩაჰ­ყავ­და. როცა თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი ჯარ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს, თი­ა­ნე­თი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, შეყ­ვა­რე­ბულს სკო­ლა­ში მი­ა­კი­თხა და და­ემ­შვი­დო­ბა. ჯა­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი ისევ გა­აგ­რძე­ლა საყ­ვა­რელ ქალ­თან პა­ემ­ნე­ბი. ერთხე­ლაც თამ­რი­კო მე­ჭი­ა­ურს პა­ე­მან­ზე და­აგ­ვი­ან­და, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე არ და­ე­ლო­და და პა­ე­მა­ნი ჩა­ე­შა­ლათ. "და­ო­ჯა­ხე­ბა არ გვქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი. პა­ე­მან­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ 40 წუთი და­მაგ­ვი­ან­და. თა­მა­ზი დიდ­ხანს მე­ლო­და და უკვე წა­მო­სუ­ლი იყო შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი­დან. მა­შინ მო­ბი­ლუ­რე­ბი არ იყო, ვერ და­მი­კავ­შირ­დე­ბო­და. მეტ­როს ვა­გონ­ში შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს - აი, რას ნიშ­ნავს ბე­დის­წე­რა. იმ დღეს გა­დავ­წყვი­ტეთ, ერ­თად გვე­ცხოვ­რა. გვქონ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი - სა­მას­კა­ცი­ა­ნი სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი თი­ა­ნეთ­ში", - ის­ხე­ნებს თამ­რი­კო მე­ჭი­ა­უ­რი. მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი გან­შო­რე­ბა გახ­და, სამ­სა­ხუ­რი­დან სა­მუ­შა­ოდ თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი თი­ა­ნეთ­ში გა­ა­ნა­წი­ლეს, თამ­რი­კო კი თბი­ლის­ში დარ­ჩა და ოჯა­ხი და­ინ­გრა. მას შემ­დეგ თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა ხუთი ცოლი მო­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ დღემ­დე და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი კა­ცის სტა­ტუ­სი აქვს.

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი

მა­მუ­ლი­ჩა პირ­ვე­ლად 19 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და. ცნო­ბილ ქარ­თველ პრო­დუ­სერს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 22 წლის ვაჟი ნი­კუ­შა ჰყავს. ნი­კუ­შა ამე­რი­კა­ში სწავ­ლობ­და და მა­მას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. მა­მუ­ლი­ჩას პირ­ველ­მა ქორ­წი­ნე­ბამ 8 წელი გაძ­ლო და შემ­დეგ და­ინ­გრა. რო­გორც პრო­დუ­სე­რი ამ­ბობს, იმ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა სა­ბავ­შვო ბაღი იყო და არ სურს მის­მა ვაჟ­მაც პა­ტა­რა ასაკ­ში შექ­მნას ოჯა­ხი. პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ მა­მუ­ლი­ჩას ცხოვ­რე­ბა­ში ლელა წურ­წუ­მია გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­თა­ნაც ორ­წლი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ იქორ­წი­ნა. მა­მუ­ლი­ჩა 29 წლის იყო, ლელა 31-ის. წყვილს 14 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კო ჰყავს და სა­მა­გა­ლი­თო ოჯა­ხი აქვთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ცნობილი ქართველი მამაკაცები, რომლებმაც ადრეულ ასაკში იქორწინეს

ცნობილი ქართველი მამაკაცები, რომლებმაც ადრეულ ასაკში იქორწინეს

ნაადრევ ასაკში ქორწინება ხშირად ოჯახის დანგრევით სრულდება, თუმცა ამბობენ, ნამდვილ სიყვარულს არაფერი აშინებს და, მით უმეტეს, არ ანგრევსო. "AMBEBI.GE" იმ ცნობილი მამაკაცების შესახებ გიამბობთ, ვინც პატარა ასაკში დაქორწინება გაბედა. ზოგს გაუმართლა და დღემდე მტკიცე ოჯახი აქვს, ზოგმა კი მეორედ და მესამედ იქორწინა.

ნიკუშა შენგელაია

სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი ნიკუშა შენგელაია პირველად 19 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი მეუღლე 16 წლის ია ნინიძე გახლდათ. "ჩემზე ორი წლით უფროსი იყო, მაგრამ უფრო დიდს ჰგავდა - ლამაზი წვერი ჰქონდა. მრცხვენოდა მისი და თქვენობით ველაპარაკებოდი. ''ზეციური მერცხლების'' პრემიერის შემდეგ სუფრასთან შევხვდით ისევ ერთმანეთს. ისეთი ლამაზი იყო... მე კი მრცხვენოდა მისი. მერე აივანზე გავიდა მოსაწევად, მე კი სადარაჯოდ დავდექი, რომ უფროსებს არ დაენახათ. ის ეწეოდა, მე ფანჯრიდან ვუყურებდი, ვტკბებოდი მისით. უცებ დაიხარა და ფანჯრის მიღმა მაკოცა. რა დამემართა!!! იმ დღიდან ჩავწერე ჩემს რვეულში: ''ია+ნიკუშა= სიყვარულს''... როცა პირველად მომაკითხა სკოლაში, შიშისგან მუხლები მომეკვეთა. ეს საოცარი ვნება იყო, პირველი სიყვარული... დიდხანს არ ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთხელ მოვიდა და მითხრა: ''მორჩა, აღარ შემიძლია უშენოდ, მოდი, ვიქორწინოთ'', - იხსენებს ია ნინიძე ინტერვიუში.

დაქორწინების შემდეგ ია სასწავლებლად მოსკოვში წავიდა, სწორედ იქ შეიტყო, რომ ორსულად იყო და თბილისში დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ ნიკუშას სხვა ქალი უყვარდა, რომელიც მისგან ბავშვს ელოდებოდა, 18 წლის ია ნინიძემ ქმრის ღალატს ვერ გაუძლო, ძალიან განიცადა და ბავშვი დაკარგა. ნიკუშა შენგელაიამ ია ნინიძესთან დაშორების შემდეგ ორჯერ იქორწინა. ამჟამად მისი მეუღლე ეკა ჭიჭინაძეა.

ირაკლი ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში დაქორწინდა, ირაკლი 18 წლის იყო, ნათია 20-ის. "უნივერისტეტში დავინახე და მალევე გამეცნო. როგორც მერე მითხრა, თავად უფრო ადრე, ერთ კაფეში შემამჩნია. პირველად ზოოპარკში გავისეირნეთ, ოღონდ იმიტომ არა, რომ ვინმეს ვემალებოდით, უბრალოდ, უნივერსიტეტთან ახლოს იყო. ბეჰემოთი მაშინ ცოცხალი იყო და რატომღაც ქალაქში გივის ეძახდნენ. მოვინახულეთ და ის გახდა ჩვენი პირველი სეირნობის თანაზიარი", - ამბობს ნათია ფანჯიკიძე ერთ-ერთ ინტერვიუში. ირაკლის და ნათიას ორი შვილი ჰყავთ, სულ ცოტა ხნის წინ, მათი ვაჟი ნიკუშა დაქორწინდა. პოლიტიკოსი და ფსიქოლოგი ახლა შვილიშვილის მოლოდინში არიან.

ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია პირველად 21 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა მისი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ბაჩო ახლაიას მეუღლე გერმანიის მოქალაქე ირინა ჰაიბელი გახლდათ, რომელთანაც ახალაიას ვაჟი მაქსი ჰყავს. ჰაიბელთან გაშორების შემდეგ ბაჩო ახალაია  ანი ნადარეიშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც 4 წლის ქალიშვილი, კესო ჰყავს.

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ პატარა ასაკში იქორწინა და სტაბილური ოჯახი აქვს. მისი და ნუნუკა თამაზაშვილის სიყვარულის ისტორია სკოლაში დაიწყო, სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა და 21 წლის ასაკში ნუნუკა თამაზაშვილზე იქორწინა. ირაკლი ნუნუკაზე ერთი წლით უფროსია. წყვილს სამი ვაჟი - ნიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი ჰყავს. ახლა მეოთხე შვილს ელოდებიან.

თამაზ მეჭიაური

პატარა ასაკში იქორწინა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა. მისი მეუღლე მომღერალი თამრიკო მეჭიაური გახლდათ. დეპუტატი დაქორწინებისას ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, მომავალი მეუღლე მშობლიურ თიანეთში გაიცნო, სადაც თამრიკო მეჭიაური ბებიას ხშირად ჩაჰყავდა. როცა თამაზ მეჭიაური ჯარში გამოიძახეს, თიანეთიდან თბილისში ჩამოვიდა, შეყვარებულს სკოლაში მიაკითხა და დაემშვიდობა. ჯარიდან დაბრუნებულმა კი ისევ გააგრძელა საყვარელ ქალთან პაემნები. ერთხელაც თამრიკო მეჭიაურს პაემანზე დააგვიანდა, მომავალი მეუღლე არ დაელოდა და პაემანი ჩაეშალათ. "დაოჯახება არ გვქონდა გადაწყვეტილი. პაემანზე უნდა მივსულიყავი, მაგრამ 40 წუთი დამაგვიანდა. თამაზი დიდხანს მელოდა და უკვე წამოსული იყო შეხვედრის ადგილიდან. მაშინ მობილურები არ იყო, ვერ დამიკავშირდებოდა. მეტროს ვაგონში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს - აი, რას ნიშნავს ბედისწერა. იმ დღეს გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. გვქონდა ტრადიციული ქართული ქორწილი - სამასკაციანი სუფრა იყო გაშლილი თიანეთში", - ისხენებს თამრიკო მეჭიაური. მათი დაშორების მიზეზი განშორება გახდა, სამსახურიდან სამუშაოდ თამაზ მეჭიაური თიანეთში გაანაწილეს, თამრიკო კი თბილისში დარჩა და ოჯახი დაინგრა. მას შემდეგ თამაზ მეჭიაურმა ხუთი ცოლი მოიყვანა, მაგრამ დღემდე დასაოჯახებელი კაცის სტატუსი აქვს.

კახა მამულაშვილი

მამულიჩა პირველად 19 წლის ასაკში დაქორწინდა. ცნობილ ქართველ პროდუსერს პირველი ქორწინებიდან 22 წლის ვაჟი ნიკუშა ჰყავს. ნიკუშა ამერიკაში სწავლობდა და მამასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. მამულიჩას პირველმა ქორწინებამ 8 წელი გაძლო და შემდეგ დაინგრა. როგორც პროდუსერი ამბობს, იმ ასაკში ქორწინება საბავშვო ბაღი იყო და არ სურს მისმა ვაჟმაც პატარა ასაკში შექმნას ოჯახი. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მამულიჩას ცხოვრებაში ლელა წურწუმია გამოჩნდა, რომელთანაც ორწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ იქორწინა. მამულიჩა 29 წლის იყო, ლელა 31-ის. წყვილს 14 წლის ქალიშვილი მარიკო ჰყავს და სამაგალითო ოჯახი აქვთ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი