კურორტი "უჯარმა", რომელიც სამკურნალო წყლებით არის ცნობილი, ერთი წელია გაჩერებულია. კახეთის პროკურატურას ის მილი აქვს დალუქული, საიდანაც მინერალური წყალი სამკურნალო ცენტრში შედის. კურორტის მეპატრონეს მდინარის დაბინძურებას ედავებიან ნავთობპროდუქტით, რომელიც ჭაბურღილიდან ამოსულ მინერალურ წყალს მოსდევს. გარემოს დაცვის სამინისტროს გაანგარიშებით, ზიანი 800 ლარს არ აღემატება, მაგრამ პროკურატურა კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. თანრივედ კასუმოვის თქმით, პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა მას უთხრა, რომ უჯარმა ქართველების მიწაა და არ დაუშვებს აზერბაიჯანელებმა დააბინძურონ.
საქართველოს მოქალაქე თანრივედ კასუმოვმა კურორტი "უჯარმა" 2008 წელს, ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით იყიდა. კურორტი საძილე კორპუსებს, კოტეჯებს და ჭაბურღილს მოიცავს. უჯარმაში უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი, იოდ-ბრომიანი სამკურნალო წყლები გეოლოგებმა 1962 წელს, ბურღვითი სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს. ამ წყალს იყენებენ პერიფერიული ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობისას.
"უჯარმაში მეც სამკურნალოდ დავდიოდი. გაპარტახებული იყო იქაურობა. როცა ვიკითხე, რატომ არ აკეთებთ მეთქი, მითხრეს, აქუციონზე რამდენჯერმე გამოიტანეს და ვერ გაიყიდაო. დავინტერესდი და ინფორმაცია მოვიძიე. მონაწილეობა მივიღე აუქციონში და 305 ათას დოლარად ვიყიდე. საკუთრებად რომ დავირეგისტრირე, მას შემეგ დავიწყე რეაბილიტაცია. 8 წლის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთე.
მთავრობა რომ შეიცვალა, ადგილობრივი, უჯარმის დეპუტატი კოტე ღოღელიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა, შენ რატომ იყიდე, უჯარმა უჯარმელების უნდა იყოს, შენ აზერბაიჯანელი ხარო. მე ვუთხარი, თუ გინდა შენ მოდი, მომეცი ჩემი ფული და იყოს უჯარმელების მეთქი. ასეთი ლაპარაკი გვქონდა. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოვიდა, მემუქრებოდა, სოფელს მოვაგროვებ და შენს წინააღმდეგ გამოვიყვანო.
წლების განმავლობაში სამკურნალო წყალს თან მოსდევს ბუნებრივი აირი და ნავთობი. ჭაბურღილის სიგრძე დაახლოებით 2 500 მეტრია. გაზი გროვდება და წყალთან ერთად ნავთიც მოდის. მაგალითად, მოდის 36 ტონა წყალი, ამაში დაახლოებით 5 ლიტრი ნავთია. პირველად, 1962 წელს, როცა ეს წყლები აღმოაჩინეს, 300 ტონა წყალი მოდიოდა, მერე 180 ტონა, შესაბამისად, უფრო მეტი ნავთი მოჰყვებოდა. აქაურობა ნავთობით იყო დაბინძურებული. ყველაფერი გავწმინდე, გავასუფთავე, შევცვალე საიდანაც იღვრებოდა. ავზები გავაკეთე.
მთავრობა რომ შეიცვალა, ადგილობრივი, უჯარმის დეპუტატი კოტე ღოღელიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა, შენ რატომ იყიდე, უჯარმა უჯარმელების უნდა იყოს, შენ აზერბაიჯანელი ხარო. მე ვუთხარი, თუ გინდა შენ მოდი, მომეცი ჩემი ფული და იყოს უჯარმელების მეთქი. ასეთი ლაპარაკი გვქონდა. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოვიდა, მემუქრებოდა, სოფელს მოვაგროვებ და შენს წინააღმდეგ გამოვიყვანო" - ამბობს თანრივედ კასუმოვი.